“პეგასუსის” თვითმფრინავის კაპიტანმა აეროპორტში დაშვებისას გონება დაკარგა

Comments Off on “პეგასუსის” თვითმფრინავის კაპიტანმა აეროპორტში დაშვებისას გონება დაკარგა

თურქული მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანია “პეგასუსის” თვითმფრინავის კაპიტანმა სტამბოლში, “საბიჰა გოქჩენის” აეროპორტში დაშვებისას გონება დაკარგა. თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაშვება მეორე პილოტმა შეძლო. ლაინერის კაპიტანი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა და მისი მდგომარეობა უმჯობესდება.... Read More

ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში 51 წლის კაცი გარდაიცვალა

Comments Off on ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში 51 წლის კაცი გარდაიცვალა

ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 51 წლის კაცის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. თუმცა კლინიკაში აცხადებენ, რომ მამაკაცი გულის... Read More

“ოცნებამ” ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულება $900 ათასად გააფორმა

Comments Off on “ოცნებამ” ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულება $900 ათასად გააფორმა

“ქართულმა ოცნებამ” ამერიკულ ლობისტურ კომპანია Hogal Lovells-სთან 2020 წლის 30 იანვარს ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნულს წინ უძღოდა ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილები, სადაც მიუთითებდნენ საქართველოში სასამართლო სისტემის ხარვეზებზე, ასევე, პროპორციული არჩევნების დაპირების... Read More

როცა ჩნდება დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულება, კონგრესი ვალდებულია სიმართლე თქვას – ჰამილტონი “ოცნებაზე”

Comments Off on როცა ჩნდება დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულება, კონგრესი ვალდებულია სიმართლე თქვას – ჰამილტონი “ოცნებაზე”

ამერიკის ომის კოლეჯის პროფესორის, არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის, რობერტ ჰამილტონის თქმით, მას არ ახსენდება სხვა შემთხვევა, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები ან სენატორები საქართველოს საჯაროდ და “ასე კრიტიკული წერილებით მიმართავენ”. ამის შესახებ ჰამილტონმა... Read More

რთულია დაიჯერო, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული – EPP-ის სპიკერი

Comments Off on რთულია დაიჯერო, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული – EPP-ის სპიკერი

ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) სპიკერი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, მიქაელ გაჰლერი, ტვიტერზე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას კიდევ ერთხელ დაპატიმრებას. “სამწუხარო ამბები მოდის საქართველოდან. არჩევნების წინ ოპოზიციის ლიდერი გიგი... Read More

უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს – დიდი ბრიტანეთის საელჩო

Comments Off on უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს – დიდი ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში აქვეყნებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აკრიტიკებს გიგი უგულავას დაკავებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს: “ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს,... Read More

რაშან ზიადალიევი სასამართლომ გაამართლა

Comments Off on რაშან ზიადალიევი სასამართლომ გაამართლა

სამოქალაქო აქტივისტი რაშან ზიადალიევი ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, პაატა ფხალაძის გადაწყვეტილებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი ავრცელებს. “მოსამართლემ განმარტა: – პირის იდენტიფიკაცია დაუშვებელია... Read More

სატრანსპორტო სფეროში შემცირებული ინვესტიციები და გაუმართავი ინფრასტრუქტურა – კვლევა

Comments Off on სატრანსპორტო სფეროში შემცირებული ინვესტიციები და გაუმართავი ინფრასტრუქტურა – კვლევა

“სატრანსპორტო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ არის შემცირებული”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “HUB Georgia”-ს მიერ გამართულ “სატრანსპორტო პოლიტიკის კვლევის” პრეზენტაციაზე, “HUB Georgia”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო... Read More

სასამართლოში ვივლი კვირაში ერთხელ, თუ უნდათ, დამაპატიმრონ – გვარამია

Comments Off on სასამართლოში ვივლი კვირაში ერთხელ, თუ უნდათ, დამაპატიმრონ – გვარამია

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, არ აპირებს ფორსირებულ სასამართლო პროცესებზე დასწრებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას პატიმრობა დაემუქრება. ამის შესახებ გვარამიამ დღეს, 11 თებერვალს, საკუთარი სასამართლო პროცესის... Read More

ვოლსკი ეჭვობს, რომ ოპოზიციას მოლაპარაკების შეწყვეტა უგულავას განაჩენამდეც უნდოდა

Comments Off on ვოლსკი ეჭვობს, რომ ოპოზიციას მოლაპარაკების შეწყვეტა უგულავას განაჩენამდეც უნდოდა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლა მანამდე სურდა, ვიდრე გიგი უგულავას დაკავებაზე მიიღებდა სასამართლო გადაწყვეტილებას. როგორც ცნობილია, იმ დღეს, როდესაც უგულავას განაჩენი გამოცხადდა, ოპოზიცია ლეიბორისტების... Read More

დაინიშნა EUMM-ის ახალი ხელმძღვანელი

Comments Off on დაინიშნა EUMM-ის ახალი ხელმძღვანელი

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM-ის) ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა პოლონელი დიპლომატი მარეკ შჩიგიელი. EUMM-ის თანახმად, შჩიგიელი ამჟამად პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს, როგორც უსაფრთხოების საგანგებო გამოწვევების ელჩი და საერთაშორისო კიბერ-პოლიტიკის კოორდინატორი.... Read More

კუბილიუსი: საქართველოში არ დარჩა პარტია, რომელსაც მთავრობა სამართლებრივად არ დევნის

Comments Off on კუბილიუსი: საქართველოში არ დარჩა პარტია, რომელსაც მთავრობა სამართლებრივად არ დევნის

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართელოში მიმდინარე მოვლენებით. კუბილიუსი “რუსთავი 2-თან” საუბრისას აცხადებს, რომ აღარ არსებობს ოპოზიციური პარტია, რომელიც მთავრობის მიერ სამართლებრივად... Read More

გაყინულ ტბებზე გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

Comments Off on გაყინულ ტბებზე გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტემპერატურის ვარდნის გამო მთელი საქართველოს მასშტაბით ტბებსა და წყალსაცავებზე ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა შეინიშნება და მათზე გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას,... Read More

“ლელოს” არ გადაუწყვეტია, შეუერთდება თუ არა მაჟორიტარებზე ოპოზიციის შეთანხმებას

Comments Off on “ლელოს” არ გადაუწყვეტია, შეუერთდება თუ არა მაჟორიტარებზე ოპოზიციის შეთანხმებას

პოლიტიკური მოძრაობა “ლელო” 4 აპრილს ოპოზიციის დაგეგმილ აქციას უერთდება, თუმცა საერთო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერ პოზიცია არ აქვს. ოპოზიციამ დღეს დააანონსა, რომ საარჩევნო კამპანიას სწორედ 4 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციით... Read More

მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს

Comments Off on მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, უნდა გამოვიდეს იმ კომფორტის ზონიდან, რასაც პოლიტიკური მოვლენების გვერდიდან ყურება ჰქვია. ამის შესახებ მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. ჟურნალისტის, დიანა ტრაპაიძის კითხვაზე, აპირებს თუ... Read More

რუსეთში რეფერენდუმი ლენინის 150 წლის იუბილეზე ჩატარდება – РБК

Comments Off on რუსეთში რეფერენდუმი ლენინის 150 წლის იუბილეზე ჩატარდება – РБК

რუსეთში ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმი 22 აპრილს – ვლადიმერ ლენინის 150 წლის იუბილის დღეს ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ РБК ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, ინფორმაცია მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან... Read More

სუს-ის უფროსი და გენპროკურორი ოპოზიციის თანხმობით უნდა ინიშნებოდნენ – ზურაბიშვილი

Comments Off on სუს-ის უფროსი და გენპროკურორი ოპოზიციის თანხმობით უნდა ინიშნებოდნენ – ზურაბიშვილი

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მომავალში — თუკი ახლანდელი ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს — სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს წევრები პარლამენტმა ოპოზიციის... Read More

თეთნულდზე მაშველებმა უკრაინის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

Comments Off on თეთნულდზე მაშველებმა უკრაინის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, მაშველებმა თეთნულდზე უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, 11 თებერვალს დილით მიიღეს ტურისტების ჯგუფის  შეტყობინება, რომ ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის... Read More

ეს არის ხელისუფლების მიერ ოპონენტების პოლიტიკური დევნა – NGO-ები უგულავაზე

Comments Off on ეს არის ხელისუფლების მიერ ოპონენტების პოლიტიკური დევნა – NGO-ები უგულავაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან გიგი უგულავას დაკავებას და ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების დევნა გააგრძელა. ნეტგაზეთი NGO-ების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესი... Read More

თურნავა ქუცნაშვილს აქებს და ამბობს, რომ თბოსადგურისთვის კარგი კადრია

Comments Off on თურნავა ქუცნაშვილს აქებს და ამბობს, რომ თბოსადგურისთვის კარგი კადრია

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის პოსტისთვის კარგი კანდიდატია და დასძენს, რომ მისი გამოცდილება სადგურის მენეჯმენტს მომავალში აუცილებლად გამოადგება. ქუცნაშვილი ცოტა ხნის წინ გარდაბნის სახელმწიფოს... Read More

ომბუდსმენი თადუმაძეზე უგულავას საქმეში: ჩნდება ეჭვები მის ობიექტურობაზე

Comments Off on ომბუდსმენი თადუმაძეზე უგულავას საქმეში: ჩნდება ეჭვები მის ობიექტურობაზე

სახალხო დამცველი უზენესი სასამართლოს მიერ უგულავასა სხვა პირთათვის გამოტანილ განაჩენზე აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე წარმოადგენს იმ სააფრთხეების მატერიალიზაციას, რომლის გამოც ომბუდსმენი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვდა. სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს... Read More

ოპოზიცია 4 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს

Comments Off on ოპოზიცია 4 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს

ოპოზიცია 4 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ აქციას აანონსებს, სადაც საერთო სამოქმედო გეგმით წარდგება. ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი. “ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ოპოზიცია... Read More

თბილისში საერთო მაჟორიტარი კანდიდატების საკითხი თითქმის შეთანხმებულია – ენმ

Comments Off on თბილისში საერთო მაჟორიტარი კანდიდატების საკითხი თითქმის შეთანხმებულია – ენმ

ენმ-ის ინფორმაციით, ოპოზიცია თბილისში საერთო მაჟორიტარი კანდიდატების დაყენებაზე “თითქმის შეთანხმებულია”. “ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან. შევძლებთ [შეთანხმებას] არა, ჩათვალეთ, რომ თითქმის შევძელით. უბრალოდ, საორგანიზაციო საკითხები გასავლელია, მაგრამ თბილისს რაც შეეხება, თითქმის... Read More

უგულავა პოლიტპატიმარია – მარგველაშვილი

Comments Off on უგულავა პოლიტპატიმარია – მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავება არის “სილის გაწნა” დასავლელი პარტნიორებისთვის. მისი თქმით, იმ შემთხვევაში კი, თუ საქართველო დასავლელ პარტნიორებს დაივიწყებს, “თამაშის სხვა არეალი... Read More