ნეტგაზეთი | 2020 | February | 03 03.02.2020 – Netgazeti

ბაღდათში ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა

Comments Off on ბაღდათში ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა. უწყების ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე გამოძახებიდან 2 წუთში მივიდნენ, თუმცა ამ დროისათვის ცეცხლი მთელ... Read More

სამგზავრო ბოინგი, რომელსაც შასი არ ეხსნებოდა, მადრიდში მშვიდობიანად დაეშვა

Comments Off on სამგზავრო ბოინგი, რომელსაც შასი არ ეხსნებოდა, მადრიდში მშვიდობიანად დაეშვა

Air Canada-ს სამგზავრო Boeing 767, რომელიც მადრიდიდან ტორონტოს მიმართულებით მიფრინავდა, აფრენის დროს დაზიანდა. ბორტზე ამ დროს 128 მგზავრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავს აფრენისას დაუზიანდა შასი, რის გამოც მალევე უკან, მადრიდის... Read More

ოპოზიცია 4 თებერვალს პარლამენტთან “სირცხვილის კორიდორებს” მოაწყობს

Comments Off on ოპოზიცია 4 თებერვალს პარლამენტთან “სირცხვილის კორიდორებს” მოაწყობს

ხვალ, 4 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოსთან “სირცხვილის კორიდორებს” მოაწყობენ. როგორც “ევროპული საქართველოს” პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, არ იგეგმება შესასვლელების ბლოკირება, უბრალოდ, დეპუტატებს საპროტესტო შეძახილების... Read More

ასეთი გმირობა, რაც ჩინეთში ხდება, არ მინახავს – პაატა იმნაძე

Comments Off on ასეთი გმირობა, რაც ჩინეთში ხდება, არ მინახავს – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ ექიმები, მედიცინის სხვა მუშაკები და მოქალაქეები ჩინეთში გმირობის ტოლფას საქმიანობას ეწევიან, რათა არ დაუშვან კორონავირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელება. “მე... Read More

ბათუ ქუთელიას განმარტება ლობისტურ საქმიანობაზე

Comments Off on ბათუ ქუთელიას განმარტება ლობისტურ საქმიანობაზე

ანალიტიკოსი ბათუ ქუთელია პირად ფეისბუკ-გევრდზე აქვეყნებს განმარტებას “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით. უმრავლესობის ლიდერმა დღეს, 3 თებერვალს თქვა, რომ საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, ანალიტიკოსი ბათუ ქუთელია ამერიკულ... Read More

აშშ-ში ენმ-ის კონტრაქტში ლობისტთან ბათუ ქუთელია ფიგურირებს – მდინარაძე

Comments Off on აშშ-ში ენმ-ის კონტრაქტში ლობისტთან ბათუ ქუთელია ფიგურირებს – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს ყოფილ ელჩს აშშ-ში, ანალიტიკოს ბათუ ქუთელიას ასახელებს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ საკონტაქტო ფიგურას ამერიკულ ლობისტურ ფირმასთან ურთიერთობაში. განახლება: ქუთელიას სახელი ხელშეკრულებაში შეცდომით მოხვდა... Read More

ერდოღანი უკრაინელ ჯარისკაცებს “სლავა უკრაინით” მიესალმა

Comments Off on ერდოღანი უკრაინელ ჯარისკაცებს “სლავა უკრაინით” მიესალმა

უკრაინაში ვიზიტით მყოფი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინელ ჯარისკაცებს შეძახილით „სლავა უკრაინი“ (უკრ. Слава Україні – „დიდება უკრაინას“) მიესალმა. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ თურქეთი უკრაინას 50 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას... Read More

“ფულის გათეთრების ნიშნები არ გამოგვივლენია” – მოწმეები სასამართლოში

Comments Off on “ფულის გათეთრების ნიშნები არ გამოგვივლენია” – მოწმეები სასამართლოში

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მორიგი სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 თებერვალს გაიმართა. საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. მოთხოვნა მოსამართლის აცილებაზე სასამართლო სხდომა მოსამართლე გიორგი არევაძის აცილების... Read More

სირიაში რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების გავლენა საქართველოზე

Comments Off on სირიაში რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების გავლენა საქართველოზე

უკანასკნელ პერიოდში რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში ახალი ფაზა დაიწყო. ორივე ქვეყნის სამხედროები სირიაში საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ – რუსეთი მხარს ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი ასადის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ძალების მხარესაა. რუსეთის... Read More

გამყრელიძის რეკომენდაციები სკოლებს

Comments Off on გამყრელიძის რეკომენდაციები სკოლებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სასწავლო დაწესებულებებს მოუწოდებს, სკოლებში ჰიგიენური ნორმები დაცული იყოს: “ქვეყანაში რესპირაციული ინფექციების სეზონია და ყველა სკოლამ, სააღმზრდელო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა... Read More

როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით

Comments Off on როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით

მშენებლებმა სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო მოედანი. მათ წასვლასთან ერთად საქართველოს ამ ეტაპზე ხელიდან გამოეცალა რეგიონში სტრატეგიული გეოპოლიტიკური თამაშის წესების შეცვლის შანსი. პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში... Read More

“NDI-სა და IRI-ზე თავდასხმის მიზანი დასავლური კურსიდან აცდენაა” – EECMD

Comments Off on “NDI-სა და IRI-ზე თავდასხმის მიზანი დასავლური კურსიდან აცდენაა” – EECMD

“აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD) მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამერიკული კვლევითი ორგანიზაციებზე თავდასხმა მიზნად ისახავს ქვეყნის დასავლური კურსიდან აცდენას. ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რეპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდამჭერი განცხადება... Read More

უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას 10 თებერვალს გამოაცხადებს

Comments Off on უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას 10 თებერვალს გამოაცხადებს

გიგი უგულავას ადვოკატის ინფორმაციით, 10 თებერვალს უზენაესი სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, რომელზეც წინა ინსტანციების სასამართლოებმა უგულავა დამნაშავედ ცნეს. ბექა ბასილაიას შეფასებით, ახლად დანიშნულმა მოსამართლეებმა – შალვა... Read More

ანთებული ასანთით გაზის გაჟონვის შემოწმება აკრძალულია – 9 რეკომენდაცია „სოკარისგან“

Comments Off on ანთებული ასანთით გაზის გაჟონვის შემოწმება აკრძალულია – 9 რეკომენდაცია „სოკარისგან“

როგორ დავიცვათ თავი ბუნებრივი აირით მოწამვლისგან და რა არის ის აუცილებელი რეკომენდაციები, რომლებიც თითოეულმა პირმა უნდა დაიცვას ბუნებრივი აირის მოხმარების პირობებში? როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბინაში  ან სათავსოში „გაზი ჟონავს“... Read More

დეზინფორმაციაზე საპარლამენტო მოკვლევამ FB-ზე პროსამთავრობო გვერდების წაშლა არ შეისწავლა

Comments Off on დეზინფორმაციაზე საპარლამენტო მოკვლევამ FB-ზე პროსამთავრობო გვერდების წაშლა არ შეისწავლა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი მიმოიხილავს დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე ქვეყანაში არსებულ ძირითად გამოწვევებს და პრობლემებს.... Read More

აშშ-მა საქართველოს ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორის პოვნისკენ უნდა უბიძგოს – Heritage

Comments Off on აშშ-მა საქართველოს ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორის პოვნისკენ უნდა უბიძგოს – Heritage

ამერიკული კონსერვატიული კვლევითი ორგანიზაცია „ჰერიტიჯის ფონდი“ (The Heritage Foundation) წერს, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებას უნდა უბიძგოს, მოძებნოს ახალი ინვესტორი ანაკლიის პორტის ასაშენებლად. 2020 წლის 31 იანვარს გამოქვეყნებულ დოკუმენტში... Read More

“კრემლის პროპაგანდის გაგრძელება” – დეკანოიძე გოგაშვილის განცხადებაზე

Comments Off on “კრემლის პროპაგანდის გაგრძელება” – დეკანოიძე გოგაშვილის განცხადებაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის გუშინდელ განცხადებებს კრემლის პროპაგანდის გაგრძელებად აფასებს. გოგაშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახმედ ჩატაევის დაჯგუფების დაფინანსებაში დაადანაშაულა, მიხელ... Read More

გრიპის შემთხვევები მე-5 კვირაა, მცირდება – გამყრელიძე

Comments Off on გრიპის შემთხვევები მე-5 კვირაა, მცირდება – გამყრელიძე

დაავადების კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე მეხუთე კვირაა, გრიპის შემთხვევების შემცირების ტენდეცია ფიქსირდება. გამყრელიძის თქმით, 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა, წინა კვირასთან შედარებით, შემცირებულია... Read More

არასამთავრობოები საერთაშორისო საზოგადოებას ახალგორის კრიზისზე მიმართავენ

Comments Off on არასამთავრობოები საერთაშორისო საზოგადოებას ახალგორის კრიზისზე მიმართავენ

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო საზოგადოებას ახალგორში წარმოქმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით მიმართავენ. “საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულნი ვართ ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ახალგორის რაიონში წარმოქმნილი ჰუმანიტარული კრიზისით და მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ... Read More

რუსეთმა შეიძლება კორონავირუსის მატარებელი პირების დეპორტაცია მოახდინოს

Comments Off on რუსეთმა შეიძლება კორონავირუსის მატარებელი პირების დეპორტაცია მოახდინოს

რუსეთის ხელისუფლებამ, შესაძლოა, უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების დეპორტაცია მოახდინოს, რომლებსაც რუსეთში ყოფნისას კორონავირუსი დაუდგინდათ. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ეს არის „კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ რუსეთის ეროვნული გეგმის ნაწილი“, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა მიშუსტინმა მოაწერა... Read More

უკრაინა დაღუპულთა ოჯახებისთვის უფრო დიდი კომპენსაციას მოითხოვს – ზელენსკი

Comments Off on უკრაინა დაღუპულთა ოჯახებისთვის უფრო დიდი კომპენსაციას მოითხოვს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა უკმაყოფილოა კომპენსაციით, რომელიც კიევს ირანმა შესთავაზა. მისი თქმით, უკრაინა უფრო დიდი ზომის კომპენსაციის მოპოვებას შეეცდება. „რაც შეეხება ირანულ მხარეს, მაშინვე შემოგვთავაზეს 80 000 დოლარი... Read More

„სოკარი“ ერთგულ მომხმარებლებს „ფორმულა 1“-ისა და EURO 2020-ის ბილეთებით აჯილდოებს

Comments Off on „სოკარი“ ერთგულ მომხმარებლებს „ფორმულა 1“-ისა და EURO 2020-ის ბილეთებით აჯილდოებს

„სოკარის“ სიურპრიზი მომხმარებლებს – კომპანია ერთგულ მომხმარებლებს „ფორმულა 1“-ისა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ბილეთებით აჯილდოებს 2020 წელი „სოკარმა“ უამრავი სიახლით დაიწყო. კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა კონკურსსა და გათამაშებას სთავაზობს. ერთ-ერთი... Read More

სამედიცინო ჰოლდინგს გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს

Comments Off on სამედიცინო ჰოლდინგს გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცადებით, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს. მინისტრის თქმითვე, ახალი ჰოლდინგი საწყის ეტაპზე რამდენიმე კლინიკას, მათ შორის რესპუბლიკურ სააავადმყოფოს, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური... Read More

წლიური ინფლაცია 6.4%-ია

Comments Off on წლიური ინფლაცია 6.4%-ია

2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის (სამომხმარებლო ფასების) დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ –  6.4 პროცენტი შეადგინა. ამას მოწმობს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. ამავე პერიოდში თამბაქოს... Read More