ნეტგაზეთი | 2020 | January | 30 30.01.2020 – Netgazeti
RU | GE  

ახალგორის მოსახლეობას ორ თვეში ერთხელ ე.წ. საზღვრის გადალახვის ნებას დართავენ

Comments Off on ახალგორის მოსახლეობას ორ თვეში ერთხელ ე.წ. საზღვრის გადალახვის ნებას დართავენ

ახალგორის მოსახლეობას ორ თვეში ერთხელ ე.წ. საზღვრის გადალახვის ნებას დართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების კომიტეტზე (КГБ) დაყრდნობით, cominf.org ავრცელებს. სიახლე იმ პირებს შეეხებათ, რომლებსაც დე ფაქტო... Read More

სააკაშვილი ჩინეთის მოქალაქეებზე ქსენოფობიურ განცხადებას ავრცელებს

Comments Off on სააკაშვილი ჩინეთის მოქალაქეებზე ქსენოფობიურ განცხადებას ავრცელებს

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალ კორონავირუსზე საუბრისას ქსენოფობიური განცხადება გააკეთა — საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ჩინეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალოს და განაცხადა, რომ „ჩინეთის არცერთი მოქალაქე საქართველოს მიწაზე ფეხს არ უნდა... Read More

შსს: ჩხოროწყუში მომხდარ დაპირისპირებაზე ერთი პირია დაკავებული

Comments Off on შსს: ჩხოროწყუში მომხდარ დაპირისპირებაზე ერთი პირია დაკავებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩხოროწყუში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე ერთი პირია დაკავებული. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 1 პრიმა მუხლის გ. ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ორი ან... Read More

მოძრაობა “შეცვალეს” თქმით, ჩხოროწყუში მათ აქტივისტებს სცემეს

Comments Off on მოძრაობა “შეცვალეს” თქმით, ჩხოროწყუში მათ აქტივისტებს სცემეს

მოძრაობა “შეცვალეს” განცხადებით, ჩხოროწყუში მათ აქტივისტებს სცემეს. მოძრაობის წევრები დღეს ჩხოროწყუში ლევან და ჯუმბერ იზორიების წინააღმდეგ აქციას მართავდნენ და მათ იზორიების კლანის წევრებად მოიხსენიებდნენ. როგორც “ნეტგაზეთს” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან... Read More

“არ ხარ მარტო” – თანასწორობის მოძრაობა ჰომოფობური ბულინგის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

Comments Off on “არ ხარ მარტო” – თანასწორობის მოძრაობა ჰომოფობური ბულინგის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

დღეს, 30 იანვარს, “თანასწორობის მოძრაობამ” გამართა ჰომოფობიური და ტრანსფობიური ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის “არ ხარ მარტო” პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე შედგა ჟურნალის “ეგალიტე” პირველი ნომრისა და ვიდეოკლიპების წარდგინება აუდიტორიისადმი. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კამპანია... Read More

გვარამიაზე თავდასხმაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

Comments Off on გვარამიაზე თავდასხმაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. გვარამიას ინფორმაციით, მას თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის,... Read More

“შსს-მ მექისის მიერ ქალების შესაძლო შევიწროება არასათანადოდ შეისწავლა” – ომბუდსმენი

Comments Off on “შსს-მ მექისის მიერ ქალების შესაძლო შევიწროება არასათანადოდ შეისწავლა” – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტის არასათანადოდ შესწავლის (პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობის) შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა. ომბუდსმენის განცხადებით, რეკომენდაციის გაცემის საფუძველი გახდა ესპანეთის მოქალაქის განცხადება, რომელშიც განმცხადებელი... Read More

საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრი შეიქმნა – იუსტიციის სამინისტრო

Comments Off on საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრი შეიქმნა – იუსტიციის სამინისტრო

საქართველოში ნარკოვითარები მონიტორინგის ცენტრი შეიქმნა, რომლის მიზანიც მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა იქნება. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიზანი საქართველოში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მტკიცებულებებზე... Read More

“მედიაკოალიცია” გვარამიაზე თავდასხმის სრულყოფილად გამოძიებას ითხოვს

Comments Off on “მედიაკოალიცია” გვარამიაზე თავდასხმის სრულყოფილად გამოძიებას ითხოვს

“მედიაკოალიცია” სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, სრულყოფილად, დროულად, ეფექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტი. ამის შესახებ “მედიაკოალიცია” განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, უცნობია, დაიკითხნენ თუ არა თვითმხილველები და განხორციელდა თუ არა... Read More

2 ბავშვს კორონავირუსის ძირითადი ნიშნები არ დაუდგინდა

Comments Off on 2 ბავშვს კორონავირუსის ძირითადი ნიშნები არ დაუდგინდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინეთის 9 მოქალაქიდან, რომლებიც გუდაურიდან სპეციალურად კორონავირუსზე შესამოწმებლად თბილისში გადმოიყვანეს, მხოლოდ ორი რჩება კლინიკაში. გარდა ამისა, კლინიკაში რჩება... Read More

ჯიშკარიანის მეგობარი მოწმე და საქმის ახალი დეტალები – რა ხდებოდა თოდაძის სხდომაზე

Comments Off on ჯიშკარიანის მეგობარი მოწმე და საქმის ახალი დეტალები – რა ხდებოდა თოდაძის სხდომაზე

დღეს, 30 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში თამთა თოდაძის საქმის მორიგი განხილვა გაიმართა. თოდაძე თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნების” წევრ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. დღევანდელ პროცესზე მხოლოდ ერთი მოწმის,... Read More

„რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული“ MIMIP – ის დაჯილდოების ფინალისტია

Comments Off on „რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული“ MIMIP – ის დაჯილდოების ფინალისტია

უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი საერთაშორისო გამოფენის მიერ ორგანიზებულ დაჯილდოებაზე, MIPIM Award 2019 -ზე „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ gანხორციელებული პროექტი საუკეთესოთა შორის გამოვლენილ სიაში მოხვდა.   MIPIM Award... Read More

გათავისუფლებულმა სოცმუშაკებმა, შესაძლოა, სამართლებრივი დავა დაიწყონ

Comments Off on გათავისუფლებულმა სოცმუშაკებმა, შესაძლოა, სამართლებრივი დავა დაიწყონ

40-მდე სოციალურმა მუშაკმა, რომლებსაც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე აცნობეს,  შესაძლოა, სასამართლოს მიმართოს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC), სოციალურ მუშაკთა პროფკავშირების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და... Read More

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შემქნას ემხრობიან

Comments Off on ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შემქნას ემხრობიან

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ნებისმიერ პროცესს, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ჩათვლით, “თუ შედეგად, ჩვენი საზოგადოება მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით”. დეპუტატების თქმით, ღია, გამჭირვალე... Read More

სიგარეტს თავს თუ დაანებებთ, ფილტვები მოწევით მიღებულ ზიანს აღადგენენ – კვლევა

Comments Off on სიგარეტს თავს თუ დაანებებთ, ფილტვები მოწევით მიღებულ ზიანს აღადგენენ – კვლევა

ფილტვებს აქვთ „ჯადოსნური“ უნარი, აღადგინონ მოწევით მიღებული ზიანის ნაწილი, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მოწევას თავს დაანებებს. BBC-ის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ მეცნიერები ჟურნალ „Nature“-ში აქვეყნებენ. მოწევის შედეგად გამოწვეული... Read More

კორონავირუსის ფონზე გაძლიერებული რასიზმი

Comments Off on კორონავირუსის ფონზე გაძლიერებული რასიზმი

ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსის გამო სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები აზიელების მიმართ რასისტული, უარყოფითი წინასწარგანწყობა შეიქმნა. ამის შესახებ კანადაში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში მცხოვრები აზიელები საუბრობენ. როგორც BBC წერს, რასიზმის შემთხვევები დაფიქსირდა... Read More

NGO-ები: ბიომრავალფეროვნების კანონის არსებული ვერსია პარლამენტს არ წარუდგინოთ

Comments Off on NGO-ები: ბიომრავალფეროვნების კანონის არსებული ვერსია პარლამენტს არ წარუდგინოთ

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები “მწვანე ალტერნატივა”, “საბუკო” და “ნაკრესი” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმართავენ. ორგანიზაციები მინისტრს მოუწოდებენ, კანონპროექტის არსებული ვერსია არ წარუდგინოს პარლამენტს, რადგან... Read More

ცოტნე გააღვიძეს, გარემოს აღიქვამს ადეკვატურად – კონსტანტინე გამსახურდია

Comments Off on ცოტნე გააღვიძეს, გარემოს აღიქვამს ადეკვატურად – კონსტანტინე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდიას ძმის, კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, სტამბოლის კლინიკის ექიმებმა ცოტნე გამსახურდია ხელოვნურ კომიდან გამოიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. “კარგი ამბავი: დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო სტამბოლის აჯიბადემის... Read More

სოცმუშაკთა ასოციაციის 3 შეკითხვა მიმდინარე შემცირებაზე

Comments Off on სოცმუშაკთა ასოციაციის 3 შეკითხვა მიმდინარე შემცირებაზე

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია სოცმომსახურების სფეროში დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც 30-მდე სოცმუშაკი სამსახურიდან გათავისუფლდა, ღია მიმართვას ავრცელებს. ასოციაცია სახელმწფიო უწყებებს 3 საჯარო შეკითხვით მიმართავს. “როგორც ცნობილია, პირველი თებერვლიდან სსიპ... Read More

რაც ამ კადრებში ვნახე, არის ამაზრზენი – გახარია იზორიას ძმაზე

Comments Off on რაც ამ კადრებში ვნახე, არის ამაზრზენი – გახარია იზორიას ძმაზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია “ამაზრზენს” უწოდებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის, ვახტანგ იზორიას ქცევას, რა დროსაც ის პოლიციელებს დაუპირისპირდა. “მე რაც ამ კადრებში ვნახე, არის ამაზრზენი. ამას არ აქვს არანაირი... Read More

გახარია: კიდევ ბევრი წერილი იქნება

Comments Off on გახარია: კიდევ ბევრი წერილი იქნება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოში აქტიური პოლიტიკური სეზონია და, შესაბამისად, კვლავ ელოდება წერილებს და შეფასებებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ასე გამოეხმაურა ის ორი სენატორის 30 იანვრის წერილს, სადაც ამერიკელი კანონმდებლები... Read More

საქართველოს არ აქვს უფლება, აშშ-ის მხარდაჭერა დაკარგოს – სააკაშვილი

Comments Off on საქართველოს არ აქვს უფლება, აშშ-ის მხარდაჭერა დაკარგოს – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, “საქართველოს უბრალოდ არ აქვს უფლება, დაკარგოს ამერიკის მხარდაჭერა, რადგან ეს ქართული სახელმწიფოს სიკვდილის ტოლფასი იქნება”. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ეხმაურება ამერიკელი... Read More

თიბისი ლიზინგმა მცირე და საშულო ბიზნესის დასაფინანსებლად 10 მლნ დოლარი მოიზიდა

Comments Off on თიბისი ლიზინგმა მცირე და საშულო ბიზნესის დასაფინანსებლად 10 მლნ დოლარი მოიზიდა

თიბისი ლიზინგმა ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიისგან  (FMO) 10 მლნ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. მოლაპარაკებები მხარეებს შორის ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა. თიბისი ლიზინგი აღნიშნულ რესურსს გამოიყენებს მცირე და საშუალო ზომის... Read More

Kayakata-ს Sadaa საუკეთესო დამოუკიდებელი ევროპული ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი

Comments Off on Kayakata-ს Sadaa საუკეთესო დამოუკიდებელი ევროპული ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი

Kayakata-ს ალბომი Sadaa ევროპის დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაციის Impala ჯილდოზეა წარდგენილი. Impala-ს დაჯილდოებაზე ქართული მუსიკალური პროექტის ალბომი წლის საუკეთესო დამოუკიდებელი ევროპული ალბომის ნომინაციაში 22 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა. როგორც ასოციაციის... Read More