დილამდე წყალმომარაგება შეუწყდება დიღმის საავადმყოფოებს და არაერთ ქუჩას – GWP

Comments Off on დილამდე წყალმომარაგება შეუწყდება დიღმის საავადმყოფოებს და არაერთ ქუჩას – GWP

წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP-ის) ცნობით, 18 იანვრის 16:00 საათიდან 19 იანვრის დილის 9 საათამდე წყალმომარაგება შეწყვეტილი ექნება არაერთ დასახლებასა და ქუჩას, მათ შორის დიღმის საავადმყოფოებს (ანუ კლინიკებს... Read More

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებს აღარ გამოიყენებენ – ელისაბედ II-ის გადაწყვეტილება

Comments Off on პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებს აღარ გამოიყენებენ – ელისაბედ II-ის გადაწყვეტილება

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II აცხადებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სურვილს, დამოუკიდებლად იცხოვრონ და უარი თქვან სამეფო ოჯახის „უფროსი... Read More

აქტივისტი ნატა ფერაძე ხელწერილით გამოუშვეს

Comments Off on აქტივისტი ნატა ფერაძე ხელწერილით გამოუშვეს

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც 18 იანვარს, საღამოს საათებში დააკავეს მას შემდეგ, რაც ტრანსგენდერ ქალებს გამოესარჩლა, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაცია ხელწერილით გამოშვების შესახებ ფერაძის პირადი გვერდით გაავრცელეს მისმა მეგობრებმა და... Read More

სურამში ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალი ცულით მოკლა – შსს

Comments Off on სურამში ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალი ცულით მოკლა – შსს

18 იანვარს სურამში, სოფელ ბუღაურაში ახალგაზრდა ქალის ცულით მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი ქმარი დააკავეს. ის დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ყოფილ... Read More

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს

Comments Off on სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე 18 იანვარს, საღამოს საათებში დააკავეს მას შემდეგ, რაც ტრანსგენდერ ქალებს გამოესარჩლა. როგორც ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დაკავებისას ფერაძის გვერდით იმყოფებოდა, ფეისბუკზე წერს, ფერაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ფერაძის... Read More

ტალახაძე, პეტრიაშვილი და 4 ჩემპიონი წლის საუკეთესო სპორტსმენებად დაასახელეს

Comments Off on ტალახაძე, პეტრიაშვილი და 4 ჩემპიონი წლის საუკეთესო სპორტსმენებად დაასახელეს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული იმ 6 სპორტსმენს გადასცა, რომლებმაც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონების ტიტულები მოიპოვეს. ესენი არიან: ლუხუმ ჩხვიმიანი, ძიუდოისტი; ლაშა ტალახაძე,... Read More

ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

კუპრავა და ცუცქირიძე 600-600 ლარით დაჯარიმდნენ

Comments Off on კუპრავა და ცუცქირიძე 600-600 ლარით დაჯარიმდნენ

18 იანვარს პროკურატურის შენობასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული ოპოზიციონერები, ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე თბილისის საქალაქო  სასამართლომ 600-600 ლარით დააჯარიმა. ისინი 18 იანვრის დილას თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციაზე დააკავეს. აქციაზე ისინი... Read More

ირანი დათანხმდა შავი ყუთების უკრაინისთვის გადაცემას – ირანული მედია

Comments Off on ირანი დათანხმდა შავი ყუთების უკრაინისთვის გადაცემას – ირანული მედია

„როიტერსი“ ირანული ახალი ამბები სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის ხელისუფლება თანხმობას აცხადებს, გადასცეს ჩამოგდებული თვითმფრინავის შავი ყუთები უკრაინას. „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“  ბოინგი 737-800 რვა იანვარს, გამთენიისას ჩამოვარდა ირანის დედაქალაქ თეირანთან... Read More

IMF-ის დირექტორი „დიდი დეპრესიის“ დაბრუნების რისკზე საუბრობს

Comments Off on IMF-ის დირექტორი „დიდი დეპრესიის“ დაბრუნების რისკზე საუბრობს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) მმართველი დირექტორი აცხადებს, რომ გლობალური ეკონომიკის განვითარების ამჟამინდელი მიმართულება ქმნის რისკს, რომ „დიდი დეპრესია“ დაბრუნდეს, რასაც უთანასწორობა და ფინანსური სექტორის არასტაბილურობა შეუწყობს ხელს. ვაშინგტონში, „საერთაშორისო ეკონომიკის... Read More

მიგრაცია სომხეთში “ხავერდოვან რევოლუციამდე” და მის შემდეგ

Comments Off on მიგრაცია სომხეთში “ხავერდოვან რევოლუციამდე” და მის შემდეგ

ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, ერევანი ათწლეულობის განმავლობაში მიგრაცია და ზოგადად, დემოგრაფიული სიტუაცია სომხეთში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე თემად რჩება. ქვეყნის დამოუკიდებლობის განმავლობაში სომხეთის მოსახლეობა სულ უფრო და უფრო კლებულობს, მაშინ როდესაც მსოფლიოში,... Read More

კაცს ფრენაზე აგვიანდებოდა და ბომბზე ცრუ განგაში ატეხა – ის დააპატიმრეს

Comments Off on კაცს ფრენაზე აგვიანდებოდა და ბომბზე ცრუ განგაში ატეხა – ის დააპატიმრეს

მგზავრმა, რომელსაც ლონდონის გეტვიკის აეროპორტში თვითმფრინავზე აგვიანდებოდა, პოლიციაში ცრუ შეტყობინება გაგზავნა ბომბის საფრთხის შესახებ, რის გამოც იგი 16 თვით დააპატიმრეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მოქალაქემ, რომელსაც ფრენაზე აგვიანდებოდა, თვითმფრინავის აფრენამდე 45... Read More

სურამში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

Comments Off on სურამში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

დღეს, 18 იანვარს, სურამში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. განახლება: მისი მკვლელობის ბრალდებით ყოფილი ქმარი დააკავეს. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ყოფილ ცოლს ცულით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი მიიმალა. ყოფილი ცოლი, ინიციალებით ბ.ნ.,... Read More

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი სტუდენტებს $1.5 ტრლნ-მდე ვალის ჩამოწერის ჰპირდება

Comments Off on აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი სტუდენტებს $1.5 ტრლნ-მდე ვალის ჩამოწერის ჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ელიზაბეთ უორენი (დემოკრატი) აცხადებს, რომ პირობას დებს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში სტუდენტების 95%-ს სტუდენტურ ვალებს ჩამოაწერს. სტუდენტური ვალები აშშ-ში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. აშშ-ის განათლების დეპარტამენტის თანახმად, აშშ-ში... Read More

მერია თბილისში 179 ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს

Comments Off on მერია თბილისში 179 ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, ვიქტორ წილოსანის თანახმად, თბილისის მერია გეგმავს, სატრანსპორტო რეფორმის მომდევნო ეტაპის ფარგლებში, დედაქალაქში 179 ცალი 18-მეტრიანი ავტობუსი შემოიყვანოს. როგორც ვიქტორ წილოსანი წერს ფეისბუკზე, 179 ერთეული 18... Read More

გახარია აშშ-ის ახალ ელჩს ფიცის დადებას ულოცავს

Comments Off on გახარია აშშ-ის ახალ ელჩს ფიცის დადებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში აშშ-ის ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს, ფიცის დადებას ულოცავს. გახარიამ ტვიტერზე დაწერა: „ვულოცავ კელი დეგნანს საქართველოს ელჩად ფიცის დადებას. მოუთმენლად ველით თქვენთან მუშაობას, რათა წინ წავწიოთ... Read More

პროკურატურის ეზოში ბოტასების გადაყრის შემდეგ ზვიად კუპრავა დააკავეს

Comments Off on პროკურატურის ეზოში ბოტასების გადაყრის შემდეგ ზვიად კუპრავა დააკავეს

თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან 18 იანვრის დილას ოპოზიციონერი აქტივისტი, ზვიად კუპრავა და კიდევ ერთი პირი დააკავეს. აქციაზე აპროტესტებდნენ გენპროკურორის თანამდებობაზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას. კუპრავამ პროტესტის ნიშნად პროკურატურის... Read More

როგორ იბრძოდა სამი ჰოლანდიელი თინეიჯერი ნაცისტების წინააღმდეგ

Comments Off on როგორ იბრძოდა სამი ჰოლანდიელი თინეიჯერი ნაცისტების წინააღმდეგ

მეორე მსოფლიო ომის დროს ნიდერლანდებში ნაცისტურმა ოკუპაციამ სამი მოზარდი გოგო მკაცრ მებრძოლად აქცია. თრუს ოვერსტიგენის, ფრედი ოვერსტიგენისა და ჰანი შაფტის ისტორია მათი მოხერხებულობისა და სიმამაცის გამო ახსოვთ დღემდე ჰოლანდიაში. ჰანი... Read More

ქრთამის აღების ბრალდებით ნინოწმინდის მერიის ჩინოსანი დააკავეს

Comments Off on ქრთამის აღების ბრალდებით ნინოწმინდის მერიის ჩინოსანი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, ინიციალებით ჰ.ნ., დააკავეს. გამოძიების თანახმად, ჰ. ნ-მ საქართველოს ორ... Read More

3-მა პირმა კაცი გაიტაცა, გამოსასყიდად $130 000-ს ითხოვდნენ – შსს

Comments Off on 3-მა პირმა კაცი გაიტაცა, გამოსასყიდად $130 000-ს ითხოვდნენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამმა პირმა ერთი ადამიანი გაიტაცა და მის ძმას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვა, რის გამოც ისინი დააკავეს. ბრალდებულები აჭარისა და გურიის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ერთობლივი გამოძიების... Read More