ნეტგაზეთი | 2019 | December | 08 08.12.2019 – Netgazeti
RU | GE  

“იმედზე” საარჩევნო სისტემაზე “ოცნების” წევრები დებატობენ

Comments Off on “იმედზე” საარჩევნო სისტემაზე “ოცნების” წევრები დებატობენ

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საარჩევნო სისტემის საკითხზე “ქართული ოცნების” ორი წარმომადგენელი დებატობს: დიმიტრი ხუნდაძე და გიორგი კახიანი. “უჩვეულო შემთხვევაა როცა მეგობართან და თანაგუნდელთან საჯაროდ მიწევს ასეთ პრინციპულ საკითხზე დისკუსია”, – განაცხადა... Read More

წულუკიანის თქმით, “ოცნება“ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე თანახმაა

Comments Off on წულუკიანის თქმით, “ოცნება“ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე თანახმაა

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელიც, დაახლოებით, 5 საათს გრძელდებოდა, დასრულდა. ორივე მხარე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ერთ-ერთი საკითხი და სიახლე, რომელიც შეხვედრაზე გაჟღერდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემაა, ოღონდ არსებული... Read More

ფიროსმანის რეაბილიტაცია გადაიდო, სამაგიეროდ ქუჩაზე გაჩნდა გრაფიტი [ფოტო]

Comments Off on ფიროსმანის რეაბილიტაცია გადაიდო, სამაგიეროდ ქუჩაზე გაჩნდა გრაფიტი [ფოტო]

თბილისის მერია აცხადებდა, რომ 2019 წელს ფიროსმანის ქუჩაზე 2-წლიანი რეაბილიტაციის პროექტის დაწყება იგეგმებოდა, რომლის ბიუჯეტიც 50 მლნ უნდა ყოფილიყო და სამუშაოები 2020-თვის დამთავრებულიყო. თუმცა, დღეს, მერიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაცია წელს... Read More

2019 წლის ლიტერატურული პრემია “საბა“ გამარჯვებულები – სია

Comments Off on 2019 წლის ლიტერატურული პრემია “საბა“ გამარჯვებულები – სია

ლიტერატურული პრემია საბას 2019 წლის დაჯილდოვების გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. წელს საბას ჟიურიმ ვერ გამოავლინა შორთლისტი წლის საუკეთესო კრიტიკაში. თუმცა, რამდენიმე ნომინაციაში ჟიურიმ ორი გამარჯვებული გამოავლინა. გთავაზობთ გამარჯვეული ავტორების სიას: წლის... Read More

სულხან სალაძის წიგნმა “უცნობი ძველი აჭარა” საბა მოიგო

Comments Off on სულხან სალაძის წიგნმა “უცნობი ძველი აჭარა” საბა მოიგო

გაზეთ “ბათუმელების”  მიერ  გამოცემული სულხან სალაძის წიგნი „უცნობი ძველი აჭარა“ ლიტერატურული  პრემია “საბას” მფლობელი გახდა – ნომინაციაში წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა. წიგნი “ბათუმელებმა” 2018 წლის სექტემბერში გამოსცა. წიგნში... Read More

რა სიტყვებით გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი, არ ვიცი – ღოღობერიძის წერილი ურუშაძეს

Comments Off on რა სიტყვებით გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი, არ ვიცი – ღოღობერიძის წერილი ურუშაძეს

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ზაზა ურუშაძისთვის დაწერილ გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს. 53 წლის რეჟისორი ზაზა ურუშაძე გუშინ, 7 დეკემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად კი გულის შეტევა სახელდება. ნეტგაზეთი ღოღობერიძის წერილს უცვლელად გთავაზობთ: ... Read More

“შერატონში“ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს

Comments Off on “შერატონში“ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს

სასტუმრო “შერატონში“ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან. ეს რიგით მეორე შეხვედრაა, რომლის ინიციატორიც, დიპლომატიური კორპუსია. მთავარი განსახილველი თემა ამ შეხვედრაზე 2020 წლის არჩევნებია. შესვლამდე როგორც მმართველი გუნდის, ასევე... Read More

ბექაურის განცხადების შემდეგ პოლიციელებისგან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

Comments Off on ბექაურის განცხადების შემდეგ პოლიციელებისგან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, ლაშა ბექაურის სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების შემდეგ, პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. მანამდე ძიუდოს ნაკრების წევრი და მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური ამბობდა, რომ მასზე... Read More

ძიუდოისტი ლაშა ბექაური პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

Comments Off on ძიუდოისტი ლაშა ბექაური პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სპორტსმენი და ჩემპიონი ლაშა ბექაური ამბობს, რომ გუშინ საღამოს მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბექაურმა ამის შესახებ ფეისბუკზე ვრცელი პოსტი დაწერა, სადაც მოყვა, რომ თავდაპირველად პოლიციელებმა ის ქუჩაში... Read More

„თბილისი ენერჯიმ“ ნოემბერში 3867 ღიაკამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა

Comments Off on „თბილისი ენერჯიმ“ ნოემბერში 3867 ღიაკამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა

„თბილისი ენერჯიმ“, ნოემბერში, 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა“, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად საცხოვრებელ ბინებში გაზის დანადგარებისა და ხელსაწყოების გამართული... Read More

რაღა მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, მიწას – ილია მეორე ემიგრანტებზე

Comments Off on რაღა მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, მიწას – ილია მეორე ემიგრანტებზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დღეს, 8 ნოემბერს გამართულ წირვაზე ემიგრანტებზე ისაუბრა. მისი თქმით, საზღვარგარეთ წასვლა ცუდი არ არის, თუმცა, უპირველესად ემიგრანტებმა ქვეყანას უნდა მიხედონ. პატრიარქის სიტყვებს ინტერპრესნიუსი ავრცელებს. წივრის დროს... Read More

“მთავარის“ ჟურნალისტის თქმით, მას მოკვლით ემუქრებიან – შსს-მ გამოძიება დაიწყო

Comments Off on “მთავარის“ ჟურნალისტის თქმით, მას მოკვლით ემუქრებიან – შსს-მ გამოძიება დაიწყო

“მთავარი“ არხის ჟურნალისტი, ემა გოგოხია ამბობს, რომ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. საქმე კი ეხება ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში დაკავებული სასულიერო პირის საქმეს. ამ განცხდების საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. გოგოხია “მთავარ“ არხთან... Read More

დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება

Comments Off on დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება

დღეს 18:00 საათზე სასტუმრო “შერატონში“ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენელთა კიდევ ერთი შეხვედრაა ჩანიშნული. შეხვედრის თემებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი 2020 წლის არჩევნებია. შეხვედრას ასევე დაესწრებიან უცხოელი დიპლომატებიც. წინა შეხვედრა ოპოზიციასა... Read More

კრიმინალი აფხაზეთში და რუსეთის როლი

Comments Off on კრიმინალი აფხაზეთში და რუსეთის როლი

ავტორი: ზურაბ წურწუმია, ისტორიის მაგისტრი ნოემბრის ბოლოს აფხაზეთში რამდენიმე მძიმე დანაშაული მოხდა, რამაც  აფხაზურ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. 22 ნოემბერს, დაახლოებით 14:30 წუთზე სოხუმის სანაპიროზე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს... Read More

საქართველოს წყვილმა ფიგურული სრიალის გრან პრის ფინალში ოქროს მედალი აიღო

Comments Off on საქართველოს წყვილმა ფიგურული სრიალის გრან პრის ფინალში ოქროს მედალი აიღო

იტალიაში, ტურინში გამართულ შეჯიბრებაზე, საქართველოს წარმომადგენელმა წყვილმა – მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ – გრან პრის ფინალში იუნიორების კატეგორიაში ოქროს მედალი აიღო. შეჯიბრი სრიალის საერთაშორისო კავშირის (ISU) მიერ იყო ორგანიზებული.... Read More

$120-ათასიანი ბანანი გამოფენაზე ქართველმა არტისტმა შეჭამა

Comments Off on $120-ათასიანი ბანანი გამოფენაზე ქართველმა არტისტმა შეჭამა

წებოვანი ლენტით მიკრული  ბანანი, რომელიც მაურიციო კატელანის არტ-ინსტალაცია იყო, ნიუ იორკში გამოფენაზე ქართველმა არტისტმა დეივიდ-დათუნამ შეჭამა. “ეს არის პერფორმანსი სახელად “მშიერი არტისტი,“ – თქვა ბანანის ჭამისას დეივიდ-დათუნამ, წარმოშობით ქართველმა ხელოვანმა,... Read More