ნეტგაზეთი | 2019 | December | 07 07.12.2019 – Netgazeti
RU | GE  

თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გაიმართება

Comments Off on თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გაიმართება

8-10 დეკემბერს თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიას “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები” უმასპინძლებს. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების წევრები მიიღებენ მონაწილეობას.... Read More

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

Comments Off on რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.... Read More

სახელები XVII საუკუნის რუკაზე: Tefus – თბილისი, ბათუმი – Lonati, ქუთაისი – Bassachiuch  

Comments Off on სახელები XVII საუკუნის რუკაზე: Tefus – თბილისი, ბათუმი – Lonati, ქუთაისი – Bassachiuch  

ავტორი: სულხან სალაძე XVII საუკუნის ფრანგ კარტოგრაფთა შორის, ყველაზე ცნობილი ნიკოლა სანსონი (Nicolas Sanson) იყო. გარდა იმისა, რომ სამეფო კარტოგრაფის სტატუსს ატარებდა, სხვადასხვა დროს საფრანგეთის მეფეებს – ლუი XIII-ს და... Read More

ბელარუსში რუსეთთან ინტეგრაციის ინიციატივა გააპროტესტეს

Comments Off on ბელარუსში რუსეთთან ინტეგრაციის ინიციატივა გააპროტესტეს

მინსკის ცენტრში ბელარუსის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის “ინტეგრაციის გაღრმავება” გააპროტესტეს. დღეს სოჭში იმართება ბელარუსის პრეზიდენტის ალექსადრ ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები საკავშირო რესპუბლიკის ფარგლებში ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ. მომიტინგეები... Read More

მთავრობის მიერ “მწვანე ალტერნატივის” დისკრედიტაცია საერთაშორისო ანგარიშში მოხვდა

Comments Off on მთავრობის მიერ “მწვანე ალტერნატივის” დისკრედიტაცია საერთაშორისო ანგარიშში მოხვდა

“მწვანე ალტერნატივის” ინფორმაციით, 2019 წლის ანგარიშში „სახიფათო სამუშაო – ბრძოლა გარემოს დამცველების წინააღმდეგ“, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გარემოს დამცველთა უფლებადარღვევებს და მათ საფრთხეებს მიმოიხილავს, მოხვდა „მწვანე ალტერნატივის“ მაგალითიც, სადაც, საერთაშორისო ორგანიზაციების... Read More

ფიროსმანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი დაშავდა

Comments Off on ფიროსმანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინების თანახმად, თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის „სენტა“ მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი... Read More

ვანო ზარდიაშვილი “ენერგოტრანსის” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

Comments Off on ვანო ზარდიაშვილი “ენერგოტრანსის” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც დეპუტატის მანდატი დატოვა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შვილობილ კომპანია “ენერგოტრანსში” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სახელმწიფო ელექტროსისტემაში დაუდასტურეს. სახელმწიფო ელექტროსისტემაში ამბობენ, რომ “ენერგოტრანსის”... Read More

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ 11 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

Comments Off on არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ 11 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოსა და არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენების თაობაზე... Read More

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

Comments Off on ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ გააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ მეორე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით... Read More

“წადი! მონა!” – პრემიერ გიორგი გახარიას ბათუმში აქციით დახვდნენ

Comments Off on “წადი! მონა!” – პრემიერ გიორგი გახარიას ბათუმში აქციით დახვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმში იმყოფება. 13 საათზე პრემიერ-მინისტრი ბათუმის საზღვაო აკადემიაში მივიდა, სადაც სტუდენტებს შეხვდა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. საზღვაო აკადემიის წინ მას ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტები დახვდნენ... Read More

თბილისში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

Comments Off on თბილისში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

მოქალაქეთა საინიციტივო ჯგუფის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერები წარწერით: “თავისუფლება ვაჟა ექიმს”, “სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის”, “სოხუმი და ცხინვალი საქართველოა”.... Read More

“კეთილი იყოს ოპოზიციის მობრძანება” – ოქრიაშვილმა ელისაშვილს მისასალმებელი ბანერები დაახვედრა

Comments Off on “კეთილი იყოს ოპოზიციის მობრძანება” – ოქრიაშვილმა ელისაშვილს მისასალმებელი ბანერები დაახვედრა

კამპანიის “ამხილე ფეოდალი მაჟორიტარი” ფარგლებში დმანისში ჩასულ “სამოქალაქო მოძრაობის” წევრებს ქალაქში მისასალმებელი ბანერები და პლაკატები დახვდათ. “სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში. კახა ოქრიაშვილი”, –... Read More

საქართველოს დელეგაციას PACE-ში ჩუგოშვილის ნაცვლად კობახიძე უხელმძღვანელებს

Comments Off on საქართველოს დელეგაციას PACE-ში ჩუგოშვილის ნაცვლად კობახიძე უხელმძღვანელებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაზე, რომელიც 27 იანვარს გაიხსნება, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ახალი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. დელეგაციას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კობახიძის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პრიორიტეტი იქნება იმ... Read More

ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა 8 დეკემბრიდან დროებით აღდგება

Comments Off on ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა 8 დეკემბრიდან დროებით აღდგება

თბილისის მერის განცხადებით, 8 დეკემბრიდან 8 იანვრამდე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესი დროებით შეჩერდება და ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება, 8 იანვრიდან კი საგზაო სამუშაოები ვაკის პარკამდე გაგრძელდება. “ჭავჭავაძის გამზირზე ამჟამად ტროტუარების... Read More

თბილისში 24 ბინის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

Comments Off on თბილისში 24 ბინის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი – 1981 წელს დაბადებული ა. კ. და 1984 წელს დაბადებული ა. ტ. – დააკავა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დიდ დიღომში იმ... Read More

მოვითხოვთ ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას – ეუთო-ს 15 ქვეყნის განცხადება

Comments Off on მოვითხოვთ ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას – ეუთო-ს 15 ქვეყნის განცხადება

ბრატისლავაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადების ავტორები გმობენ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს.... Read More

ქრთამის აღების ბრალდებით თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელი დააკავეს

Comments Off on ქრთამის აღების ბრალდებით თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ლაშა ქ. დააკავეს. სუს-ის ინფრომაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაშა ქ-მ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თურქეთის... Read More