ნეტგაზეთი | 2019 | November | 19 19.11.2019 – Page 2 – Netgazeti
RU | GE  

„უხელფასო დარაჯები“ – ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან

Comments Off on „უხელფასო დარაჯები“ – ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან

ავტორი: მანონ ბოკუჩავა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი მასალა მომზადდა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) მიერ, პროექტის ფარგლებში: “ადამიანის უფლებათა დაცვის” ხელშეწყობა  “საზღვრის წინა ხაზზე”. პროექტი ხორციელდება “დემოკრატიის ევროპული წვლილის” (EED) ფინანსური... Read More

კოჟორიძის თქმით, მაქარაშვილის პროცესი აქციისთვის ხელშესაშლელად გადადეს

Comments Off on კოჟორიძის თქმით, მაქარაშვილის პროცესი აქციისთვის ხელშესაშლელად გადადეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომა, რომელზეც 18 ნოემბერს დაკავებულ გიგა მაქარაშვილისა და 5 სხვა პირის საქმე უნდა განეხილათ, 17:00 საათამდე გადადგო. იურისტი და “ლელოს“ წევრი კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება... Read More

ოქრიაშვილის აზრით, მოსახლეობის 99% ვერ ერკვევა, რა დადებითი აქვს პროპორციულ სისტემას

Comments Off on ოქრიაშვილის აზრით, მოსახლეობის 99% ვერ ერკვევა, რა დადებითი აქვს პროპორციულ სისტემას

“ქართული ოცნების” დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის 99% ვერ ერკვევა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მაჟორიტარულ და პროპორციულ საარჩევნო სისტემებს. მაჟორიტარი დეპუტატის აზრით, ამ თემაზე დისკუსია უნდა გაიხსნას... Read More

წავკისში, მესხის ქუჩაზე ქვაფენილის გზა დაიგო

Comments Off on წავკისში, მესხის ქუჩაზე ქვაფენილის გზა დაიგო

მთაწმინდის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, წავკისში, მესხის ქუჩაზე ქვაფენილის გზა მოეწყო. საგზაო სამუშაოების მიხედვით, 1300 კვ.მ. ფართობზე ამორტიზებული ასფალტის საფარი ბაზალტის ქვაფენილმა ჩაანაცვლა. რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე,... Read More

საარჩევნო შედეგები რამდენიმე ათეული პროცენტით სცდება კვლევას – მდინარაძე IRI-ზე

Comments Off on საარჩევნო შედეგები რამდენიმე ათეული პროცენტით სცდება კვლევას – მდინარაძე IRI-ზე

ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე IRI-ის კვლევას ტენდენციურს უწოდებს და უნდობლობას უცხადებს. “ეს ტენდენციური კვლევები საქართველოში რამდენიმე წელია ვრცელდება. გვეუბნებიან, რომ ასეა და შემდეგ საარჩევნო შედეგები მხოლოდ და... Read More

წყლის ჭავლის გამო ხელი მომტყდა – მომიტინგე

Comments Off on წყლის ჭავლის გამო ხელი მომტყდა – მომიტინგე

18 ნოემბრის აქციის მონაწილე გიორგი მღებრიშვილის თქმით, მას ხელი ორ ადგილას აქვს მოტეხილი. მომიტინგე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ  წყლის ნაკადმა უკან გადაისრლა, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო. მღებრიშვილის მიერ ნეტგაზეთისთვის მოწოდეული ინფორმაციის... Read More

ცხინვალი

ცხინვალში ილიას მეორის მიმართვას სასაცილოს და არაადეკვატურს უწოდებენ

Comments Off on ცხინვალში ილიას მეორის მიმართვას სასაცილოს და არაადეკვატურს უწოდებენ

ცხინვალში სასაცილოს და არაადეკვატურს უწოდებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის რუსეთის პატრიარქისადმი მიმართვას სოხუმსა და ცხინვალში რუსი სასულიერო პირების გაგზავნის საკითხზე. “ეკლესია სახელმწიფოსგან განცალკევებულია, მაგრამ მაინც აქტიურად ერევა, როგორც... Read More

საერთაშორისო სოლიდარობა თვალახვეული ფოტოებით პალესტინელ ფოტოგრაფს

Comments Off on საერთაშორისო სოლიდარობა თვალახვეული ფოტოებით პალესტინელ ფოტოგრაფს

პალესტინელმა ფოტოგრაფმა, რომელიც ისრაელელმა ჯარისკაცმა თვალში დაჭრა, მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ფოტოგრაფისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით ჟურნალისტები სოციალურ ქსელებში აქტიურად ათავსებენ საკუთარ თვალახვეულ ფოტოებს. გამოცემა “პალესტინის ქრონიკების” ინფორმაციით, 35 წლის ფოტოჟურნალისტი, მოათ... Read More

მაქარაშვილის და 5 დაკავებულის საქმის განხილვა 2 საათით გადაიდო

Comments Off on მაქარაშვილის და 5 დაკავებულის საქმის განხილვა 2 საათით გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერის აქციის დაშლისას 6 დაკავებული პირის საქმე 2 საათით გადაიდო. ის 17:00 საათზე გაგრძელდება. დაკავებულებს შორის არიან გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, პაატა სოსანაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი... Read More

რომან გოცირიძემ პლენარული სხდომის დარბაზს ბოქლომი დაადო

Comments Off on რომან გოცირიძემ პლენარული სხდომის დარბაზს ბოქლომი დაადო

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი სიმბოლურად დალუქა. გოცირიძის თქმით, “ოცნების” დეპუტატები სხდომათა დარბაზში ვერ შევლენ. “ეროვნული მოძრაობის დროს რაიკომის მდივნებს ვუჭედავდით კარებს, ახლა მოდერნიზებული ბოქლომი... Read More

აღსრულების ბიურო დიღომში ბინიდან ოჯახის ძალით გამოსახლებას ცდილობს

Comments Off on აღსრულების ბიურო დიღომში ბინიდან ოჯახის ძალით გამოსახლებას ცდილობს

აღსრულების ბიურო თბილისში, დიღმის მასივში, საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლებას ცდილობს, რასაც ეს ოჯახი და მისი ახლობლები ეწინააღმდეგებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ბაია სეხნიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, პოლიციამ ბინიდან... Read More

სასამართლოში 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულთა პროცესი დაიწყო

Comments Off on სასამართლოში 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულთა პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულთა ადმინისტრაციული საქმეების განხილვა დაიწყო. ამ წუთები [13:50] განიხილება ირაკლი კაჭარავას, პაატა სოსანაშვილის, დიმიტრი ბიძინაშვილის, გიგა მაქარაშვილის, ირაკლი ნადირაძისა და დავით მჟავანაძის საქმეები.... Read More

პრეზიდენტმა რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებულ ჭაღში $59 000 გადაიხადა – IDFI

Comments Off on პრეზიდენტმა რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებულ ჭაღში $59 000 გადაიხადა – IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ინფორმაციას ათონელზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციის ანტიკვარული და თანამედროვე ნივთებით კეთილმოწყობის ხარჯების შესახებ. შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებით IDFI-მა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს,... Read More

პროკურატურამ ოქრუაშვილს და ადეიშვილს ახალი ბრალი წაუყენა

Comments Off on პროკურატურამ ოქრუაშვილს და ადეიშვილს ახალი ბრალი წაუყენა

ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე – ყოფილ თანამდებობის პირებს გამოძიება თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს:  პროკურატის მიერ 19 ნოემბერს გავრცელებული ცნობით, ბუტა რობაქიძის... Read More

გამოკითხულთა უმრავლესობა “იმედის” ახალ ამბებს ენდობა – IRI 

Comments Off on გამოკითხულთა უმრავლესობა “იმედის” ახალ ამბებს ენდობა – IRI 

IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია “იმედის” ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობა. ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციას სანდოდ მიიჩნევს IRI-ის გამოკითხულთა 39%. რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს “მთავარი არხი” 18%-ით, მესამეს კი... Read More

ციხის ექიმები დღეში 15-20 პატიმარს ემსახურებიან

Comments Off on ციხის ექიმები დღეში 15-20 პატიმარს ემსახურებიან

ბოლო წლების განმავლობაში, მიუხედავად ბევრი ხარვეზისა, პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 2014-17 წლებში, სისტემაში ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. შედარებით გაიზარდა... Read More

ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მონაწილეა – ცხინვალი

Comments Off on ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მონაწილეა – ცხინვალი

ცხინვალის КГБ [უშიშროების სამსახური] ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. “გამოძიებამ... Read More

მაჟორიტარები სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან

Comments Off on მაჟორიტარები სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით, ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემიდან სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. განცხადებას ამის შესახებ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი Facebook-ში საკუთარ გვერდზე... Read More

ბლოკირების შემთხვევაში, პოლიცია გააკეთებს იგივეს – გახარია აქციის დაშლაზე

Comments Off on ბლოკირების შემთხვევაში, პოლიცია გააკეთებს იგივეს – გახარია აქციის დაშლაზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პოლიციამ იმოქმედა კანონიერად და მას სრულად ჰქონდა უფლება, 18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაეშალა. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა, პოლიტიკოსები მოიქცნენ უპასუხისმგებლოდ, როდესაც მოქალაქეებს პარლამენტისა და... Read More

ხანძარია მარტვილის ტყეშიც

Comments Off on ხანძარია მარტვილის ტყეშიც

ხანძარია მარტვილის მუნიციპალიტეტში, სადაც სოფელ სალხინოს მიმდებარედ იწვის ტყე. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი მთის ფერდობზე, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა: “რთული რელიეფის გამო, ადგილზე ვერ ხერხდება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა.... Read More

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაშავებული 5 ადამიანიდან 2 საავადმყოფოში რჩება

Comments Off on 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაშავებული 5 ადამიანიდან 2 საავადმყოფოში რჩება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 18 ნოემბერს, სულ 5 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზებული, მათგან 3 ამ დროისთვის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. კლინიკებში რჩება 2 პოლიციელი, რომლებსაც თავისა და ხელის არეში აღენიშნებოდათ დაზიანებები. ჯანდაცვის... Read More

გამოკითხულთა 76% პროდასავლურ საგარეო კურსს უჭერს მხარს – IRI

Comments Off on გამოკითხულთა 76% პროდასავლურ საგარეო კურსს უჭერს მხარს – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76% პროდასავლურ საგარეო კურსს უჭერს მხარს. თუ ამ მონაცემებს 2018 წელსა და 2019 წლის იანვარში ჩატარებულ კვლევებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ეს მონაცემი თითქმის... Read More

საქართველოს ნატოში შესვლას 71% უჭერს მხარს – IRI

Comments Off on საქართველოს ნატოში შესვლას 71% უჭერს მხარს – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ისნტიტუტის (IRI) მიერ 18 ნოემბერს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 71% მხარს უჭერს ნატოში შესვლას. როგორც ბოლო 11 წლის დინამიკა აჩვენებს, ეს მაჩვენებელი ძირითადად სტაბილურია. ნატოში... Read More

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს დღეს ცხინვალში ელიან

Comments Off on ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს დღეს ცხინვალში ელიან

ჟენევის  დისკუსიების მორიგ რაუნდამდე დღის წესრიგის განსახილველად დისკუსიების თანათავმჯდომარეებს დღეს, 19 ნოემბერს ცხინვალში ელიან. ცხინვალის ინფორმაციით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა წნელისის ირგვლივ შექმნილი სიტუაციაა, რომელიც აგვისტოს შემდეგ ინციდენტების პრევენციისა... Read More