მარნეულის მერიაში ვერ ასაბუთებენ, რა სარგებლობა მოაქვს საწარმოს, რომელზეც 193 ათასი დაიხარჯა

Comments Off on მარნეულის მერიაში ვერ ასაბუთებენ, რა სარგებლობა მოაქვს საწარმოს, რომელზეც 193 ათასი დაიხარჯა

აუდიტის ანგარიშის თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რა საჭიროა შპს ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო, რომლის მშენებლობაზეც 2012 წელს თითქმის მილიონი ლარი დახარჯა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში საწარმომ სუბსიდიის სახით მუნიციპალური ბიუჯეტიდან ... Read More

დეპუტატმა მოქალაქეს დაურეკა, ყველაფერი აგინა და დაემუქრა

Comments Off on დეპუტატმა მოქალაქეს დაურეკა, ყველაფერი აგინა და დაემუქრა

ბათუმის მცხოვრები მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მას საქართველოს პარლამენტის წევრმა მუხრან ვახტანგაძემ ცოტა ხნის წინ დაურეკა და ყველაფერი აგინა. მერაბ ღოღობერიძემ მუხრან ვახტანგაძის სატელეფონო ზარი ფეისბუქლაივში ჩართო. მერაბ ღოღობერიძის ფეისბუქლაივში... Read More

შუამავალი არ ყოფილა, ჩვენ ეს წერილი პირდაპირ მივიღეთ – ბადრი ჯაფარიძე

Comments Off on შუამავალი არ ყოფილა, ჩვენ ეს წერილი პირდაპირ მივიღეთ – ბადრი ჯაფარიძე

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ე.წ. მუქარის წერილი შუამავლის გარეშე, პირდაპირ მიიღეს: “შუამავალი არ ყოფილა, ჩვენ ეს წერილი პირდაპირ მივიღეთ და მე და მამუკა ვიყავით ადრესატები. თავიდანვე არასწორად იყო საკითხი წარმოჩენილი ე.წ.... Read More

Facebook-ზე დეზინფორმაციულ კამპანიას ორგანიზებული სახე აქვს – ISFED

Comments Off on Facebook-ზე დეზინფორმაციულ კამპანიას ორგანიზებული სახე აქვს – ISFED

“სამართლიანი არჩევნების” (ISFED) ინფორმაციით, საპარლამენტო არჩვნებამდე თითქმის ერთი წლით ადრე ძალას იკრებს დეზინფორმაციის კამპანია, რომლის ერთ-ერთი სამიზნე სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები არიან. ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიაში – “დეზინფორმაციის კოორდინირებული სქემა Facebook-ზე” –... Read More

ტრანზაქცია არ განხორცილედა, შესაბამისად, “კონტი ჯგუფი” აქციონერად რჩება – კონსორციუმი

Comments Off on ტრანზაქცია არ განხორცილედა, შესაბამისად, “კონტი ჯგუფი” აქციონერად რჩება – კონსორციუმი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ტრანზაქცია, რომლითაც პროექტიდან “კონტი ჯგუფი” (Conti International) უნდა გასულიყო, არ განხორციელდა, შესაბამისად, კომპანია აქციონერად რჩება. ამასთან, როგორც კონსორციუმში აცხადებენ, იმის მიუხედავად, რომ ამერიკულ კომპანიას პროექტიდან გასვლა სურს,... Read More

ანაკლია ანაკლიის პორტი

კონტი ჯგუფი ანაკლიის პროექტში დარჩენას არ ადასტურებს – BMG

Comments Off on კონტი ჯგუფი ანაკლიის პროექტში დარჩენას არ ადასტურებს – BMG

BMG აქვეყნებს “კონტი ჯგუფისგან” (Conti International) მიღებულ წერილს, სადაც ამერიკული კომპანია ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის დატოვებას აპირებენ, თუმცა პროექტი ჯერ დატოვებული არ აქვთ. როგორც წერილში წერია, კომპანიას ანაკლიის პროექტში... Read More

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 8 ნოემბერს დაიწყება

Comments Off on ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 8 ნოემბერს დაიწყება

თბილისის საქალაქო სასამართლომ თიბისის ბანკის საქმის არსებითი განხილვა 8 ნოემბერს, 13:00 საათზე დანიშნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 25 ოქტომბერს, არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და თიბისი ბანკის საქმეზე ბრალდებულების მიმართ... Read More

არჩილ ყარაულაშვილი ესტონეთში ელჩად ინიშნება

Comments Off on არჩილ ყარაულაშვილი ესტონეთში ელჩად ინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი ესტონეთში საქართველოს ელჩად ინიშნება. საქართველოს პრეზიდენტისთვის ესტონეთში ელჩის თანამდებობაზე არჩილ ყარაულაშვილის წარდგენის შესახებ მთავრობის განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, არჩილ... Read More

ანაკლიის პროექტში “კონტის” დაბრუნების მიუხედავად, “მერიდიანთან” მოლაპარაკება გრძელდება

Comments Off on ანაკლიის პროექტში “კონტის” დაბრუნების მიუხედავად, “მერიდიანთან” მოლაპარაკება გრძელდება

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში აცხადებენ, რომ “კონტი ჯგუფის” დაბრუნების მიუხედავად, კომპანია “მერიდიანი” ისევ განიხილება პროექტის ერთ-ერთ ინვესტორად. თავის მხრივ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 29 ოქტომბრამდე აქვს ვადა იმისთვის, რომ “მერიდიანს” პროექტში მონაწილეობაზე თანხმობა... Read More

ქართულმა „ვენდიმ“ საერთაშორისო „ვენდისგან“ Golden Grill ჯილდო მიიღო

Comments Off on ქართულმა „ვენდიმ“ საერთაშორისო „ვენდისგან“ Golden Grill ჯილდო მიიღო

„ვენდის“ საერთაშორისო „ვენდისგან“ წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის Golden Grill ჯილდო მიიღო. საერთაშორისო აღიარება „ვენდის“ ქართულ რესტორნებს სწრაფი განვითარების ტემპების, რეკორდულად მზარდი გაყიდვების, სტუმრების ნაკადის დინამიური ზრდის და მომხმარებლის ცნობიერებაში გემოვნური თვისებებით... Read More

სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა

Comments Off on სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 25 ოქტომბერს, არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და თიბისი ბანკის საქმეზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიება უცვლელად დატოვა. კერძოდ, ადვოკატები მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის შეფარდებული 700-700... Read More

ყველა რუს დამნაშავეს მოვუწოდებ, მიბრძანდნენ თავიანთ ქვეყანაში – წულუკიანი

Comments Off on ყველა რუს დამნაშავეს მოვუწოდებ, მიბრძანდნენ თავიანთ ქვეყანაში – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “მოუწოდებს ყველა რუს დამნაშავეს, რომ ისინი მიბრძანდნენ თავიანთ ქვეყანაში და პასუხი აგონ თავიანთი კანონის წინაშე“. აღნიშნული წულუკიანმა სუმბაევის საქმის შეფასებისას განაცხადა ვიდეოში, რომელსაც “მთავარი არხი“ ავრცელებს.... Read More

შეფასება მივეცით EUMM-ისთვის ხელშეშლას — ქართული მხარე IPRM-ის შეხვედრის შემდეგ

Comments Off on შეფასება მივეცით EUMM-ისთვის ხელშეშლას — ქართული მხარე IPRM-ის შეხვედრის შემდეგ

„შეფასება მივეცით გუშინდელ ინციდენტს, როდესაც რეგიონში ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ხელი შეუშალეს საქმიანობის განხორციელებაში“- განაცხადა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 25 ოქტომბრის ტექნიკური შეხვედრის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების... Read More

სასამართლომ ხაზარაძის საქმეზე პროკურატურის უცხოელი ექსპერტების დასკვნა დაუშვებლად ცნო

Comments Off on სასამართლომ ხაზარაძის საქმეზე პროკურატურის უცხოელი ექსპერტების დასკვნა დაუშვებლად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ არ დააკამყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მტკიცებულების სახით არ დაუშვა პროკურატურის უცხოელი ექსპერტების დასკვნა. პროკურატურამ 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ მათ მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა... Read More

მარგველაშვილი: ანა დოლიძე ჩემი საამაყო კანდიდატია

Comments Off on მარგველაშვილი: ანა დოლიძე ჩემი საამაყო კანდიდატია

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან შესაძლო გამოწვევას მის საბჭოს სხვა წევრებისგან განსხვავებულ პოზიციებს უკავშირებს. მარგველაშვილი, რომელმაც დოლიძე ამ თანამდებობაზე წარადგინა, ამბობს, რომ ის მისი საამაყო... Read More

„კატეგორიულად მიუღებელია“ — საპატრიარქო არქიმანდრიტ ფირცხალაშვილის ნათქვამზე

Comments Off on „კატეგორიულად მიუღებელია“ — საპატრიარქო არქიმანდრიტ ფირცხალაშვილის ნათქვამზე

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის მიერ საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის შესახებ ნათქვამთან დაკავშირებით — „რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“. საპატრიარქოს თანახმად, კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული. „ვეხმაურებით აღიარებული... Read More

ძუძუს კიბოს განკურნების შანსები საქართველოში და შეწყვეტილი მკურნალობა

Comments Off on ძუძუს კიბოს განკურნების შანსები საქართველოში და შეწყვეტილი მკურნალობა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წელს 627 000 ქალი გარდაიცვალა ძუძუს კიბოთი.  საქართველოში სპეციალისტები ძუძუს კიბოს გამოვლენის შემდეგ შეწყვეტილ მკურნალობას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევენ. საქართველოში განკურნების შანსები “პაციენტისთვის, ყველაზე მტკივნეულია,... Read More

თუ შემოთავაზება იქნება ვაშინგტონიდან, ცხადია, უნდა დავთანხმდეთ – აგლაძე კოფის იდეაზე

Comments Off on თუ შემოთავაზება იქნება ვაშინგტონიდან, ცხადია, უნდა დავთანხმდეთ – აგლაძე კოფის იდეაზე

GIPA-ს დოქტორი და “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი უფროსი სამხედრო წარმომადგენელი ერაყში ზურაბ აგლაძე მიიჩნევს, რომ ლუკ კოფის იდეა ოფიციალური თბილისის მხრიდან ჯერჯერობით განსახილველი არ არის, მაგრამ თუ ასეთი შემოთავაზება... Read More

გროზნოს ყოფილი მერი მოქალაქეებს ელექტროშოკით აწამებდა – ვიდეო

Comments Off on გროზნოს ყოფილი მერი მოქალაქეებს ელექტროშოკით აწამებდა – ვიდეო

ჩეჩნეთის ტელევიზიამ რამდენიმე დღის წინ აჩვენა კადრები, რომელზეც გროზნოს ყოფილი მერი და რამზან კადიროვის ნათესავი ისლამ კადიროვია აღბეჭდილი. ვიდეოში ჩანს, როგორ ძალადობს ის მოქალაქეებზე, მათ შორის, ქალებზე. ძალადობისას გროზნოს ყოფილი მერი,... Read More

ახვლედიანი: კონტი ჯგუფი ანაკლიის პროექტში იმავე წილით რჩება

Comments Off on ახვლედიანი: კონტი ჯგუფი ანაკლიის პროექტში იმავე წილით რჩება

ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ კონტი ჯგუფი ანაკლიის პორტის პროექტში იმავე წილით რჩება, რაც ადრე ჰქონდა. ახვლედიანის თქმით, კონტის წილი 42 პროცენტის ფარგლებშია: “როგორც დღეს დავადასტურეთ, კონტი ინთერნეიშენალმა... Read More

არქიმანდრიტმა ფირცხალაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს — დეკანოზი თამაზ ლომიძე

Comments Off on არქიმანდრიტმა ფირცხალაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს — დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც გერმანიაში მიუნხენის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობს, აცხადებს, რომ არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს ანიტა რაჭველიშვილზე ნათქვამი სიტყვების გამო. „ახლა არქიმანდრიტ ფირცხალაშვილს ერთადერთი რამ ჰმართებს: ის... Read More

70 დეპუტატი, კორძაია და სხვები – არქიმანდრიტ ბართლომეს წყევლა/შეტევის ადრესატები

Comments Off on 70 დეპუტატი, კორძაია და სხვები – არქიმანდრიტ ბართლომეს წყევლა/შეტევის ადრესატები

„აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“, — ასე გამოეხმაურა ფეისბუკზე არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი ქართველი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერას კრიტიკას. თუმცა როგორც ირკვევა ანიტა რაჭველიშვილი არ არის ერთადერთი ადამიანი, ვის მიმართაც სასულიერო... Read More

“მამაჩემი დის დაკრძალვაზე ახალგორიდან თბილისში ვერ ჩადის” – იზოლაციის 51 დღე

Comments Off on “მამაჩემი დის დაკრძალვაზე ახალგორიდან თბილისში ვერ ჩადის” – იზოლაციის 51 დღე

ორმოცდამეთერთმეტე დღეა, ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტი ჩაკეტილია და ახალგორის რაიონი ფაქტობრივად იზოლირებულია. საოკუპაციო ძალებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ რაიონის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მიზნით, ჩაკეტეს და... Read More

ირაკლი მენაღარიშვილი: კოფის იდეის განხილვა შესაძლებელია

Comments Off on ირაკლი მენაღარიშვილი: კოფის იდეის განხილვა შესაძლებელია

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ “ჰერიტიჯის ფონდის” მკვლევარ ლუკ კოფის იდეის განხილვა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა იდეის, რომელიც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის უფრო გააქტიურებას შეიძლება ემსახურებოდეს, “რა თქმა... Read More