ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია

Comments Off on ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია

ავარია მოხდა თბილისში, თამარ მეფის გამზირზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან... Read More

რუსეთი და თურქეთი სირიის ჩრდილოეთში ერთობლივ პატრულირებაზე შეთანხმდნენ

Comments Off on რუსეთი და თურქეთი სირიის ჩრდილოეთში ერთობლივ პატრულირებაზე შეთანხმდნენ

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სოჭში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით 10-პუნქტიანი ურთიერთგაგების მემორანდუმი მიიღეს. კრემლის მიერ გამოქვეყნებული მემორანდუმის ტექსტის მიხედვით: ორივე მხარე ადასტურებს ერთგულებას სირიის ტერიტორიული მთლიანობის და... Read More

“პრაიმტაიმს” კუბლაშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტური სტანდარტი არ დაურღვევია – ქარტია

Comments Off on “პრაიმტაიმს” კუბლაშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტური სტანდარტი არ დაურღვევია – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, პრაიმტაიმის ჟურნალისტს, თორნიკე ყაჯრიშვილს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები არ დაურღვევია.  ამის შესახებ ინფორმაციას ქარტიის ვებგვერდი ავრცელებს. ამავე განცხადების მიხედვით, ჟურნალისტის წინააღმდეგ... Read More

ახალგაზრდების მიმართვა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ [ვიდეო]

Comments Off on ახალგაზრდების მიმართვა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ [ვიდეო]

ახალგაზრდები აზერბაიჯანულ ენაზე ავრცელებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის, ჰამიდ სადიგის მხარდამჭერ და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ მიმართვას. თაზაქენდის სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა ჰამიდ სადიგმა ფეისბუქზე ნაადრევი ქორწინება გააპროტესტა და... Read More

ძალადობა ციხეში – ვიდეო სავრაუდოდ ცხინვალშია გადაღებული

Comments Off on ძალადობა ციხეში – ვიდეო სავრაუდოდ ცხინვალშია გადაღებული

“პატიმრების ცემა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროებითი მოთავსების იზოლატორში”, – ასეთი სახელწოდებით ვიდეოკადრები ფეისბუკზე მომხმარებელმა გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ გამოჰყავს ნიღბიან სპეცრაზმს პატიმრები და სცემენ. აღნიშნული ვიდეომასალა ჯერ მხოლოდ ფეისბუკის მომხმარებლების... Read More

ზეწოლა, სექსუალური შევიწროება და შრომითი ექსპლუატაცია პროკურატურაში – ექსპროკურორის განცხადება

Comments Off on ზეწოლა, სექსუალური შევიწროება და შრომითი ექსპლუატაცია პროკურატურაში – ექსპროკურორის განცხადება

ყოფილი პროკურორი სალომე ადეიშვილი პროკურატურის სისტემაში შრომითი უფლებების დარღვევაზე, სექსუალური ხასიათის შევიწროებაზე და მიუღებელ დავალებებზე საუბრობს. ადეიშვილმა პროკურატურა დატოვა და სამსახურიდან წასვლის მიზეზების შესახებ ფეისბუკზე დაწერა შემდეგი: “იმიტომ, რომ 4-5... Read More

ბერა ივანიშვილის თქმით, ამაზონის ტყის აღსადგენად 1,1 მლნ დოლარს გადარიცხავს

Comments Off on ბერა ივანიშვილის თქმით, ამაზონის ტყის აღსადგენად 1,1 მლნ დოლარს გადარიცხავს

ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ აშშ დოლარის გადარიცხავა გადაწყვიტა. ბერა ივანიშვილი მიმართვაში ამბობს, რომ აღნიშნულ თანხას ტყის ხანძრებთან ბრძოლის ორგანიზაცია ISA-ს... Read More

60-ზე მეტი ქალის ისტორია ერთ კრებულში – “ქალები საქართველოდან“ წიგნად გამოიცა

Comments Off on 60-ზე მეტი ქალის ისტორია ერთ კრებულში – “ქალები საქართველოდან“ წიგნად გამოიცა

დღეს, 22 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში წიგნის, სახელწოდებით  “ ქალები საქართველოდან“ პრეზენტაცია გაიმართება. კრებულში 60-მე მეტი ქალის ისტორიაა თავმოყრილი, რომელთა დისკრიმინაციაზე, თავიანთი უფლებების დაცვაზე და საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულებაზე საუბრობენ.... Read More

კომიტეტმა “ბიბლიური თავისუფლების” წინააღმდეგ ტომარაძის წინადადება ჩააგდო

Comments Off on კომიტეტმა “ბიბლიური თავისუფლების” წინააღმდეგ ტომარაძის წინადადება ჩააგდო

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა მოქალაქე ზვიად ტომარაძის საკანონმდებლო წინადადებას სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე. ტომარაძე სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის 30-ე მუხლიდან, სადაც არის ჩამონათვალი, თუ... Read More

მე აქ პოლიტიკური სადღეგრძელოების მოსასმენად არ მოვსულვარ – მიქაუტაძე დეპუტატებს

Comments Off on მე აქ პოლიტიკური სადღეგრძელოების მოსასმენად არ მოვსულვარ – მიქაუტაძე დეპუტატებს

“მე აქ პოლიტიკური სადღეგრძელოების მოსასმენად ნამდვილად არ ვარ მოსული”, – ასე მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებს. მანამდე მიქაუტაძე გედევან ფოფხაძემ, ლევან... Read More

“ბავშვი არ შეიძლება იყოს პიროვნება” – დისკრიმინაციული ჩანაწერი სასკოლო წიგნში

Comments Off on “ბავშვი არ შეიძლება იყოს პიროვნება” – დისკრიმინაციული ჩანაწერი სასკოლო წიგნში

მეცხრეკლასელებისთვის განკუთვნილ სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში პიროვნების განმარტებას მასწავალებელთა და უფლებადამცველთა ნაწილი დისკრიმინაციულად აფასებს. წიგნი, რომელსაც 7 ავტორი ჰყავს, “საქართველოს მაცნემ” გამოსცა. გარდა ამისა, სახელმძღვანელომ განათლების სამინისტროს გრიფირების პროცესი წარმატებით გაიარა... Read More

კანადის არჩევნებში ლიბერალები იმარჯვებენ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას კარგავენ

Comments Off on კანადის არჩევნებში ლიბერალები იმარჯვებენ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას კარგავენ

კანადის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობას კარგავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამ დროისათვის არსებული შედეგებით, 338 ადგილიდან ლიბერალური პარტია 157-ს, მეორე ადგილზე მყოფი კონსერვატიული პარტია... Read More

აშშ-მა ლიეტუვაში სამხედროების დანაყოფი და ათობით ტანკი გაგზავნა

Comments Off on აშშ-მა ლიეტუვაში სამხედროების დანაყოფი და ათობით ტანკი გაგზავნა

21 ოქტომბერს ლიეტუვაში აშშ-მა სამხედროების ბატალიონი და ათობით ტანკი უპრეცედენტო როტაციის ფარგლებში გაგზავნა. როგორც “ფრანს 24” წერს, აშშ-მა ეს ნაბიჯი რუსეთის შესაკავებლად გადადგა. ათობით ტანკი და ჯავშანტექნიკა ლიეტუვის საწვრთნელ ბაზაზე... Read More

აზერბაიჯანში ფემიციდის წინააღმდეგ აქციის დაშლა შემაშფოთებელია – დუნია მიატოვიჩი

Comments Off on აზერბაიჯანში ფემიციდის წინააღმდეგ აქციის დაშლა შემაშფოთებელია – დუნია მიატოვიჩი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი აზერბაიჯანში ფემიციდის წინააღმდეგ აქციის დარბევას ეხმაურება და აზერბაიჯანს ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს. “საპროტესტო აქციის ამსახველი ვიდეოკადრები ღრმად შემაშფოთებელია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ პროტესტის მიზანს, რომელიც... Read More

წერილი პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც კვლევას ართულებს – პროკურატურა

Comments Off on წერილი პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც კვლევას ართულებს – პროკურატურა

“ზემოხსენებული წერილი თვეების განმავლობაში,  სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას”, – ამ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს... Read More

ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო

Comments Off on ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვილთან, ქეთევან გორჯესტანთან ერთად ტოკიოში იაპონიის იმპერატორის ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცერემონიას ასევე ესწრებოდა საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, საგანგებო... Read More

თუ ადგილობრივი ჰესების წინააღმდეგი ვიქნებით, ელექტროენერგია გაგვიძვირდება – ნარმანია

Comments Off on თუ ადგილობრივი ჰესების წინააღმდეგი ვიქნებით, ელექტროენერგია გაგვიძვირდება – ნარმანია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ თუ საქართველოში ჰესები არ აშენდა, მაშინ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება. ნარმანიას თქმითვე, ელექტროენერგიის იმპორტი ურყოფით გავლენას მოახდენს ლარის კურსზეც: “თუ... Read More

ცქიტიშვილი შრომის კოდექსის რეფორმაზე: ჩვენი მიზანი პოზიციების მაქსიმალური დაახლოებაა

Comments Off on ცქიტიშვილი შრომის კოდექსის რეფორმაზე: ჩვენი მიზანი პოზიციების მაქსიმალური დაახლოებაა

შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორებმა დღეს, 22 ოქტომბერს, კანონპროექტის პირველი საჯარო განხილვა გამართეს. სამუშაო შეხვედრას პროფკავშირების, ბიზნესასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი... Read More

კიდევ ერთი პერფორმანსი არ სჭირდება [ანაკლიას] – მინისტრი პარლამენტში მისვლაზე უარს ამბობს

Comments Off on კიდევ ერთი პერფორმანსი არ სჭირდება [ანაკლიას] – მინისტრი პარლამენტში მისვლაზე უარს ამბობს

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ანაკლიის პროეტზე სასაუბროდ პარლამენტში არ მივა. მისი თქმით, იმის მუხადევად, რომ მთავრობას ანაკლიის პორტის პროექტზე “ღიად საუბარი არ უჭირს”, ამ ეტაპზე ურჩევნია ანაკლიის პორტის... Read More

მიქაუტაძის აზრით, საქართველოში არაფორმალური მმართველობა არ არის

Comments Off on მიქაუტაძის აზრით, საქართველოში არაფორმალური მმართველობა არ არის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გიორგი მიქაუტაძე არ მიიჩნევს, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობაა. შესაბამისი კითხვა გასაუბრებაზე მას ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ დაუსვა. დეპუტატმა... Read More

“ნუ სარგებლობ რაღაცებით” – ბესელიას რეპლიკა შშმ დეპუტატს და განმარტება

Comments Off on “ნუ სარგებლობ რაღაცებით” – ბესელიას რეპლიკა შშმ დეპუტატს და განმარტება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, ეკა ბესელიასა და რატი იონათამიშვილს შორის კამათი მოხდა. კამათი გამოიწვია ეკა ბესელიას მოთხოვნამ, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარიშვილი... Read More

ჯაზის და ღვინის გზები

Comments Off on ჯაზის და ღვინის გზები

19 ოქტომბერს წინანდალში, სასტუმრო Radisson Collection-ში ფესტივალ Jazz & Wine Kakheti-ის ფარგლებში ჯაზისა და ღვინის გზები უკვე მესამედ გადაიკვეთა. რიგით მესამე ფესტივალის Jazz & Wine პროგრამა საკმაოდ დატვირთული და სანახაობრივი... Read More

გომელაური, გოგაშვილი და ჩიმაკაძე მაჩალიკაშვილის გამოძიების ფარგლებში დაკითხეს

Comments Off on გომელაური, გოგაშვილი და ჩიმაკაძე მაჩალიკაშვილის გამოძიების ფარგლებში დაკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ... Read More

როგორ გაასამართლებდა მოსამართლე მიქაუტაძე არსენა მარაბდელს? – გოცირიძის შეკითხვა

Comments Off on როგორ გაასამართლებდა მოსამართლე მიქაუტაძე არსენა მარაბდელს? – გოცირიძის შეკითხვა

როგორ გაასამართლებდა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე არსენა მარაბდელს? ეს საკითხი დღეს პარლამენტის იურიდიულ საკიხთთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ, დეპუტატმა რომან გოცირიძემ დასვა. დეპუტატი გოცირიძე არკვევდა, რა დამოკიდბეულება აქვს... Read More