კოპოლა: Marvel-ის ფილმები გულისამრევია

Comments Off on კოპოლა: Marvel-ის ფილმები გულისამრევია

რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა ამბობს, რომ Marvel-ის ფილმები, რომლებიც ძირითადად კომიქსების სუპერგმირებს ეხება, მისთვის გულისამრევია. ამ ფრაზით კოპოლა სხვა ცნობილი რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს განცხადებას ეხმიანება. სკორზესემ Avengers: Endgame-ს გამოსვლის შემდეგ, თქვა, რომ Marvel-ის ფილმები... Read More

აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევას რუსეთი, ჩინეთი და ირანი ცდილობენ – ცუკერბერგი

Comments Off on აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევას რუსეთი, ჩინეთი და ირანი ცდილობენ – ცუკერბერგი

Facebook-ის მფლობელისა და გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის თქმით, აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში რუსეთი, ჩინეთი და ირანი ცდილობენ ჩარევას- წერს NBC News. როგორც ცუკერბერგმა ტელეარხის წამყვან ლესტერ ჰოლტთან საუბარში განაცხადა, კომპანია აპირებს,... Read More

“მე მგონია, რომ აფხაზეთში ვეღარასდროს დავბრუნდებით” – დევნილი სასტუმრო “უშბიდან”

Comments Off on “მე მგონია, რომ აფხაზეთში ვეღარასდროს დავბრუნდებით” – დევნილი სასტუმრო “უშბიდან”

27 წელია აფხაზეთიდან დევნილი ასეულობით ადამიანი თბილისში, დიღომში, ყოფილ სასტუმრო “უშბაში” ცხოვრობს. თითოეულ ოჯახს აქ რამდენიმე კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი ერგო, სადაც დღემდე ცხოვრობენ.  ეს ბინები სახელმწიფოს მათთვის არ დაუკანონებია... Read More

წილების შემდეგ სასამართლომ რ2-ის ქონებაც დააყადაღა – რას გეგმავს ტელეარხი

Comments Off on წილების შემდეგ სასამართლომ რ2-ის ქონებაც დააყადაღა – რას გეგმავს ტელეარხი

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ნეტგაზეთთან ადასტურებს, რომ ტელეარხის ქონება თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის ოქტომბერში დააყადაღა. ამის მიზეზი გახდა ევროპის მაუწყებელთა კავშირის წინაშე არსებული 2 მილიონი აშშ დოლარის... Read More

შსს: მესტიაში ძმამ ძმა მოკლა

Comments Off on შსს: მესტიაში ძმამ ძმა მოკლა

მესტიაში ძმამ ძმა მოკლა, ინფორმაციას ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ. უწყება ამბობს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. სამინისტროს... Read More

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

Comments Off on გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

„გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა“, – ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების თქმით, მოსახლეობას გაზმომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგება: „გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე... Read More

სამხედრო სწავლებებზე, სადაც პუტინი იმყოფებოდა, რაკეტა ვერ გაუშვეს – მედია

Comments Off on სამხედრო სწავლებებზე, სადაც პუტინი იმყოფებოდა, რაკეტა ვერ გაუშვეს – მედია

სამხედრო სწავლების, “გრომ -2019 – ის“ დროს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა, სისტემური ხარვეზი დაფიქსირდა. რუსული მედია წერს, რომ 17 ოქტომბერს, სწავლების ფინალურ ეტაპზე, წყალქვეშა კრეისერმა “რიაზანმა“ ბალისტიკური რაკეტა... Read More

ჰოლანდიური კომპანია “ვანორდი” ანაკლიის კონსორციუმის მეწილე ხდება

Comments Off on ჰოლანდიური კომპანია “ვანორდი” ანაკლიის კონსორციუმის მეწილე ხდება

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ “ვანორდს” ანაკლიის პორტის პროექტში შესვლის უფლება მისცა. როგორც ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, მთავრობამ ეს კომპანია მოიწონა, შესაბამისად, ანაკლიის ინვესტორს ამის შესახებ აცნობა. მათივე ინფორმაციით, ვანორდი კაპიტალში შევა 5 მლნ... Read More

ჩეხეთი აცხადებს, რომ რუსი ჰაკერების ქსელი გამოავლინა

Comments Off on ჩეხეთი აცხადებს, რომ რუსი ჰაკერების ქსელი გამოავლინა

ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსი ჰაკერების ქსელი გამოავლინეს, რომელიც მათი თქმით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისთვის [FSB] მუშაობდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ჩეხური მხარის განცხადებით,... Read More

დღეიდან EUMM-ს ევროკავშირის 28-ვე წევრი ქვეყანა დააკომპლექტებს

Comments Off on დღეიდან EUMM-ს ევროკავშირის 28-ვე წევრი ქვეყანა დააკომპლექტებს

ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საქართველში დღეს დაემატა წარმომადგენელი სლოვენიიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ EUMM გახდა პირველი სამოქალაქო მისია საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში, რომელიც დაკომპლექტებულია ევროკავშირის 28-ვე წევრი სახელმწიფოს... Read More

სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად ერთ-ერთი კაზინოდან 4 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

Comments Off on სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად ერთ-ერთი კაზინოდან 4 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გლდანში მდებარე “ბეთლაივის” ერთ-ერთი ფილიალიდან 4 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სასწრაფო დახმარების სამსახურში დაუდასტურეს. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის... Read More

37 წლის კანდიდატს მიაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოში 40 წლიდან უნდა ინიშნებოდნენ

Comments Off on 37 წლის კანდიდატს მიაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოში 40 წლიდან უნდა ინიშნებოდნენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 37 წლის კანდიდატი ლევან მიქაბერიძე მიიჩნევს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები 40 წლიდან უნდა განწესდნენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მიქაბერიძეს ჰკითხა, მასზე რომ იყოს დამოკიდებული, რა... Read More

პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი აქსის თაუერსში

Comments Off on პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი აქსის თაუერსში

პაშა ბანკის სათავო ოფისმა ახალ მისამართზე – აქსის თაუერსში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე N37მ-ში გადაინაცვლა. „პაშა ბანკის პასუხისმგებლობები საქართველოს წინაშე გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი. ახლად შექმნილმა საცალო საბანკო ბრენდმა, რე|ბანკმა და პაშა... Read More

ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა – ექიმი

Comments Off on ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა – ექიმი

იაშვილის კლინიკის ექიმის, დავით ფულარიანის თქმით, ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც დღეს მატარებელი დაეჯახა, მძიმეა. როგორც ექიმი ამბობს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება: “არის მრავლობითი დაზიანებები. კერძოდ, ქალა-ფუძის მოტეხილობა. ასევე, სახეზე და ყურის... Read More

ცხრა თვეში ექსპორტი 11%-ით გაიზარდა და დაახლოებით 2.7 მილიარდს მიაღწია

Comments Off on ცხრა თვეში ექსპორტი 11%-ით გაიზარდა და დაახლოებით 2.7 მილიარდს მიაღწია

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა და, ჯამში, დაახლოებით 2.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ექსპორტისგან განსხვავებით, 2019 წლის ცხრა თვეში 3.3%-ით შემცირდა იმპორტი. შედეგად, მოცემულ პერიოდში იმპორტის მოცულობა დაახლოებით... Read More

20 ივნისის საქმეზე დაკავებულთაგან ერთმა ბრალი აღიარა – რეპორტაჟი სასამართლოდან

Comments Off on 20 ივნისის საქმეზე დაკავებულთაგან ერთმა ბრალი აღიარა – რეპორტაჟი სასამართლოდან

20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ილია მემარნიშვილმა ბრალი აღიარა და პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სადავო არ გახადა. შედეგად, მემარნიშვილის საქმე გამოეყო სხვა ბრალდებულების საქმეს და სხვა მოსამართლეს გადაეცა.... Read More

დოლიძე მთავრობას მოუწოდებს, დავითგარეჯას დაცული ტერიტორიის სტატუსი მიანიჭონ

Comments Off on დოლიძე მთავრობას მოუწოდებს, დავითგარეჯას დაცული ტერიტორიის სტატუსი მიანიჭონ

საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მთავრობას ინიციატივით მიმართავს და მოუწოდებს, დავითგარეჯას დაცული ტერიტორიის სტატუსი მიანიჭოს. როგორც დოლიძე აცხადებს, დავითგარეჯას მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გარდაქმნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობას... Read More

მგონი, მოსამართლეობასაც არ იმსახურებთ – კობერიძე “თბილავიამშენის” საქმის მოსამართლეს

Comments Off on მგონი, მოსამართლეობასაც არ იმსახურებთ – კობერიძე “თბილავიამშენის” საქმის მოსამართლეს

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს კითხვები დაუსვეს “თბილავიამშენის” საქმეთან დაკავშირებით, რომელზეც მიქაბერიძემ განაჩენი საქალაქო სასამართლოს მოსამართლის რანგში გამოიტანა. თბილისის საავიაციო ქარხნის ყოფილ მფლობელებს, რომლებიც აცხადებენ, რომ 2010... Read More

დეკანოზ მამალაძის საკითხს სინოდი არ განიხილავს – მიტროპოლიტი

Comments Off on დეკანოზ მამალაძის საკითხს სინოდი არ განიხილავს – მიტროპოლიტი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, მიტროპოლიტი იოანე “რუსთავი 2-თან” ამბობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს სინოდის სხდომაზე არ განიხილავენ. მიტროპოლიტი ეჭვქვეშ აყენებს იმასაც, რომ დაკავებული დეკანოზის... Read More

თბილისში ბავშვს მატარებელი დაეჯახა

Comments Off on თბილისში ბავშვს მატარებელი დაეჯახა

თბილისში ბავშვს მატარებელი დაეჯახა. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უწყების ცნობითვე, დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შენიშვნა:თავდაპირველად ეწერა, რომ გამოძიება სსკ-ს... Read More

ალდაგი მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერას აგრძელებს

Comments Off on ალდაგი მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერას აგრძელებს

22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო ჰილტონ ბათუმში, სადაზღვევო კომპანია ალდაგი აუდიტორულ და საკონსულტაცია კომპანია ლოიალტესთან თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. შეთანხმება ალდაგის კლიენტი კომპანიებისთვის ლოიალტეს მომსახურების განსაკუთრებული პირობებით მიღებას გულისხმობს. ამ... Read More

“განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” დოკუმენტის განხილვა

Comments Off on “განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” დოკუმენტის განხილვა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დოკუმენტის – “განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” წარდგენა დაინტერესებულ მხარეებთან.  შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ... Read More

ლენტეხში მიტროპოლიტის კრიტიკის შემდეგ შადრევანი დალის ქანდაკების გარეშე დადგეს

Comments Off on ლენტეხში მიტროპოლიტის კრიტიკის შემდეგ შადრევანი დალის ქანდაკების გარეშე დადგეს

ლენტეხში, სადაც შადრევანზე ქართული მითოლოგიის პერსონაჟის, ნადირობის ქალღმერთ დალის ქანდაკების დადგმა იგეგმებოდა, მონუმენტი დალის გარეშე დადგეს. შადრევნის დადგმას წინ უძღოდა მიტროპოლიტ სტეფანეს კრიტიკა, რომელიც მონუმენტს კერპად მიიჩნევდა. როგორც “ნეტგაზეთს” ლენტეხის... Read More

ეროვნული ლიგის მატჩზე „ტორპედოს“ კარი 13 წლის ბიჭმა დაიცვა

Comments Off on ეროვნული ლიგის მატჩზე „ტორპედოს“ კარი 13 წლის ბიჭმა დაიცვა

ეროვნული  ლიგის 31-ე მატჩი ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „საბურთალოსთან“  ახალი შემადგენლობით – 19 წლამდე ფეხბურთელებით ითამაშა. 19 ოქტომბერს გამართულ მატჩში ასაკით ყველაზე პატარა ფეხბურთელი 13 წლის სოსო კოპალიანი იყო. მატჩი „საბურთალოს“... Read More