ნეტგაზეთი | 2019 | August | 29 29.08.2019 – Netgazeti

რატომ შევიწყალე, ნამდვილად არ გეტყვით – პრეზიდენტი პოლიციელის მკვლელის შეწყალებაზე

Comments Off on რატომ შევიწყალე, ნამდვილად არ გეტყვით – პრეზიდენტი პოლიციელის მკვლელის შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ იტყვის, თუ რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული პირი, რომელსაც 12-წლიანი სასჯელიდან მხოლოდ 5 წელი ჰქონდა მოხდილი. პრეზიდენტის კომენტარს საფრანგეთიდან ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს, სადაც... Read More

ნოდარ მელაზე რ2-დან გათავისუფლებას სასამართლოში გაასაჩივრებს

Comments Off on ნოდარ მელაზე რ2-დან გათავისუფლებას სასამართლოში გაასაჩივრებს

“რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე, რომელიც ახალმა მენეჯმენტმა 20 აგვისტოს გაათავისუფლა სამსახურიდან, გათავისუფლების ბრძანებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც მელაძემ ტვ “პირველის” ეთერში თქვა, სამართლებრივ დახმარებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა –... Read More

სავალდებულო ჰიჯაბის მოწინააღმდეგე აქტივისტ ქალს ირანში 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Comments Off on სავალდებულო ჰიჯაბის მოწინააღმდეგე აქტივისტ ქალს ირანში 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სავალდებულო ჰიჯაბის მოწინააღმდეგე აქტივისტს, საბა ქორდ აფშარის, თეირანის სასამართლომ 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” სპარსული სამსახური მის ადვოკატზე დაყრდნობით იუწყება. აქტივისტს 15 წელი სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ მოქმედებისთვის განუსაზღვრეს,... Read More

Fly Jordan-ს საქართველოში დაფრენის ნებართვა მიეცა – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

Comments Off on Fly Jordan-ს საქართველოში დაფრენის ნებართვა მიეცა – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Fly Jordan-ს საქართველოში დაფრენის ნებართვა მიეცა. საუბარია ჩარტერულ რეისზე, რომელიც ავიაკომპანიის ინფორმაციით, იორდანიულ კომპანიას DALLAS TRAVEL AND TOURISM-თან ერთად ბათუმში 30 აგვისტოს აქვს დანიშნული. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანახმად,... Read More

ერგნეთში მოლაპარაკებები ჩაიშალა – ცხინვალი კვლავ ითხოვს ქართული საგუშაგოს მოშლას

Comments Off on ერგნეთში მოლაპარაკებები ჩაიშალა – ცხინვალი კვლავ ითხოვს ქართული საგუშაგოს მოშლას

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა ჩაიშალა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცხინვალის მხარემ “დესტრუქციული პოზიცია” დაიკავა,... Read More

რუსეთის სანქცირების მოთხოვნა არამშვიდობიან პოლიტიკას არ გულისხმობს — ანალიტიკოსი

Comments Off on რუსეთის სანქცირების მოთხოვნა არამშვიდობიან პოლიტიკას არ გულისხმობს — ანალიტიკოსი

რამდენად სწორი და არგუმენტირებულია პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადება, რომ „რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ვერ აჩერებს რუსეთის მხრიდან აგრესიას“? თამარ ხულორდავამ ამ ფრაზით უპასუხა კრიტიკას იმის გამო, რომ საერთაშორისო... Read More

ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით რუსთავში კაცი დააკავეს

Comments Off on ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით რუსთავში კაცი დააკავეს

რუსთავის პოლიციამ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 1964 წელს დაბადებული კაცი დააკავა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, იმ მოტივით, რომ იგი იყო... Read More

შეამოწმე, როგორ ჩააბარებდი უნარების გამოცდას – ტესტი

Comments Off on შეამოწმე, როგორ ჩააბარებდი უნარების გამოცდას – ტესტი

ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა ჩაიარა. საინტერესოა, რა შედეგს მიიღებდით, აბიტურიენტების ადგილას თქვენ რომ ყოფილიყავით და ზოგადი უნარების ტესტი გქონოდათ დასაწერი. ამის გასაგებად “ნეტგაზეთი” გთავაზობთ მცირე ქვიზს, რომელიც 2019 წლის საგამოცდო ტესტების მიხედვითაა... Read More

სხვა პარტიის წევრები არა მტრები, არამედ კოლეგები არიან – შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე

Comments Off on სხვა პარტიის წევრები არა მტრები, არამედ კოლეგები არიან – შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეს ნორლენმა არჩილ თალაკვაძესთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა. შვედეთის პარლამენტის სპიკერმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია ქართული პოლიტიკის პოლარიზებული ბუნებით: “ვფიქრობ,... Read More

მთავრობამ მასზე დაქვემდებარებული “ახალგაზრდობის სააგენტო” შექმნა

Comments Off on მთავრობამ მასზე დაქვემდებარებული “ახალგაზრდობის სააგენტო” შექმნა

საქართველოს მთავრობამ “ახალგაზრდობის სააგენტო” დააფუძნა. 26 აგვისტოთი დათარიღებული დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, უწყების სახელმწიფო კონტროლს თავად მთავრობა განახორციელებს. როგორც “ნეტგაზეთს” მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, უწყების ხელმძღვანელი რეზო... Read More

აშშ-ის 4 სენატორი ტრამპს მიმართავს, რუსეთს G7-ში დაბრუნებაში ხელი არ შეუწყოს

Comments Off on აშშ-ის 4 სენატორი ტრამპს მიმართავს, რუსეთს G7-ში დაბრუნებაში ხელი არ შეუწყოს

აშშ-ის ოთხი სენატორი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართვას, რუსეთის დიდ შვიდიანში (G7) დაბრუნება აღარ მოხდეს. ღია წერილი მოჰყვა პრეზიდენტის მინიშნებას, რომ 2020 წელს აშშ-ში დიდი შვიდეულის შეხვედრაზე შესაძლოა ვლადიმერ პუტინი მიიწვიოს.... Read More

„ფორმულას“ მაუწყებლობის უფლება მიენიჭა

Comments Off on „ფორმულას“ მაუწყებლობის უფლება მიენიჭა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, „ფორმულას“ მაუწყებლობის უფლება მიენიჭა. მათივე ცნობით, ტელეკომპანია  მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პირველი ოქტომბრიდან შეძლებს. თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი ზუსტი დრო, ახალი არხი როდის გავა ეთერში. “კომპანიას... Read More

გაუგებარია — ხულორდავა პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე

Comments Off on გაუგებარია — ხულორდავა პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ „გაუგებარი“ უწოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით მსჯავრდებული ადამიანის შეწყალებას. პრეზიდენტმა 28 აგვისტოს სხვა 33 მსჯავრდებულთან ერთად შეიწყალა რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის,... Read More

მომდევნო დღეებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

Comments Off on მომდევნო დღეებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

ხვალიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავს ინფორმაციით, ხვალ დასავლეთ საქართველოში დღის პირველ ნახევარში საღამოს საათებამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.... Read More

ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების გარიყვის მოწოდებები სტიგმას აძლიერებს – ლომჯარია

Comments Off on ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების გარიყვის მოწოდებები სტიგმას აძლიერებს – ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პეკინის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც გამვლელმა მცირეწლოვან ბავშვს დანით ჭრილობა მიაყენა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მომხდარის შეფასებისას, სოცქსელში არაერთი მოწოდება გავრცელდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა... Read More

გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი პანკისში დაკრძალეს

Comments Off on გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი პანკისში დაკრძალეს

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანიაში მოკლეს, 29 აგვისტოს პანკისის ხეობაში, მშობლიურ სოფელ დუისში დაკრძალეს. 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიაში, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის... Read More

ალდაგში ციტრუსის დაზღვევის სეზონი დაიწყო

Comments Off on ალდაგში ციტრუსის დაზღვევის სეზონი დაიწყო

სოფლის მეურნეებს, რომლებსაც აქვთ ციტრუსის ბაღები, შეუძლიათ თავისი მოსავალი დააზღვიონ ალდაგში. სექტემბერში ციტრუსის დაზღვევა ყველაზე ხელსაყრელი დროა, რათა მეურნეები ზამთრის სეზონს მშვიდად შეხვდნენ. თუმცა პოლისის შეძენა 31 ოქტომბარმდეა შესაძლებელი. ციტრუსის... Read More

სანქციები ვერ აჩერებს რუსულ აგრესიას — თამარ ხულორდავა

Comments Off on სანქციები ვერ აჩერებს რუსულ აგრესიას — თამარ ხულორდავა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ვერ აჩერებს რუსეთის მხრიდან აგრესიას. ხულორდავამ ეს 29 აგვისტოს თქვა, როდესაც ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ... Read More

ზურაბიშვილი: ევროპა არაფერია, თუ ის არ ოცნებობს

Comments Off on ზურაბიშვილი: ევროპა არაფერია, თუ ის არ ოცნებობს

საქართველოს პერზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მედეფის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოსა და ევროკავშირის უერთიერთობების შესახებ ისაუბრა: “მე ჩემი პირადი ისტორია მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ საქართველო არის ქვეყნა, სადაც შეუძლებელი არაფერია.... Read More

იწერს თუ არა iPlus ქუჩაში გამვლელების საუბარს? – სახელმწიფო ინსპექტორმა შესწავლა დაიწყო

Comments Off on იწერს თუ არა iPlus ქუჩაში გამვლელების საუბარს? – სახელმწიფო ინსპექტორმა შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აიპლიუსის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას სწავლობს. საქმე ეხება კომპანიის მიერ 27 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელზეც მცირეწლოვან ბავშვზე თავდასხმაა ასახული, თუმცა ჩანაწერში ისმის ხმაც, მათ შორის ქუჩაში... Read More

ნადირაშვილი ზურაბიშვილს აკრიტიკებს პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების გამო

Comments Off on ნადირაშვილი ზურაბიშვილს აკრიტიკებს პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების გამო

ევროპული საქართველოს წევრი ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალების ფაქტს გამოეხმაურა. მან ამ გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო ნაბიჯი უწოდა. ნადირაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ხელში შეყწალების კომისია არის პოლიტიკური იარაღი. „მინდა... Read More

ცხინვალის ულტიმატუმი თბილისს – ერგნეთში ქართული და ოსური მხარეების შეხვედრა დაიწყო

Comments Off on ცხინვალის ულტიმატუმი თბილისს – ერგნეთში ქართული და ოსური მხარეების შეხვედრა დაიწყო

“ოსური მხარე მტკიცედ მოითხოვს საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების სასაზღვრო ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანას და იქ უკანონო მშენებლობების შეწყვეტას”.წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ცხინვალის ოფიციალური პირები აცხადებენ, “შესაბამისი ზომები იქნება მიღებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიული... Read More

შვეიცარიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

Comments Off on შვეიცარიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ გუშინ გამართულ სხდომაზე საქართველო ‘უსაფრთხო ქვეყნების’ სიაში შეიყვანა. დადგენილება ძალაში 2019 წლის პირველ ოქტომბერს შევა. საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ცნობით, პრესრელიზი გუშინ შვეიცარიის ყველა ოფიციალურ ენაზე (გერმანული, იტალიური,... Read More

გლდანის გამგებლის მოადგილემ თანამშრომელს სახეში გაარტყა, გამოძიება 2 წლის მერე დაიწყო

Comments Off on გლდანის გამგებლის მოადგილემ თანამშრომელს სახეში გაარტყა, გამოძიება 2 წლის მერე დაიწყო

გლდანის გამგებლის მოადგილემ თანამშრომელს სახეში ხელი გაარტყა. მას ამის გამო მხოლოდ საყვედური მისცეს, თუმცა პოლიციისთვის არ შეუტყობინებიათ. გამოძიება 2 წლის შემდეგ დაიწყო — მას შემდეგ, რაც ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო... Read More