თსუ-ის ლექტორმა მიმისა და Facebook-ზე გინების გამო სტუდენტს უჩივლა

Comments Off on თსუ-ის ლექტორმა მიმისა და Facebook-ზე გინების გამო სტუდენტს უჩივლა

თსუ-ის ლექტორმა მიმისა და Facebook-ზე გინების გამო სტუდენტს უჩივლა. მიმი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტმა სტუდენტების დახურულ ჯგუფში გამოაქვეყნა. ფოტოზე, რომელზეც ლექტორი  გიორგი გორაშვილი ბოდიბილდერ ქალთან... Read More

პარლამენტთან აქციაზე ომში დაღუპულთა სახელები წაიკითხეს და სიმბოლურად 412 ბუშტი გაუშვეს

Comments Off on პარლამენტთან აქციაზე ომში დაღუპულთა სახელები წაიკითხეს და სიმბოლურად 412 ბუშტი გაუშვეს

პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა რაოდენობის აღსანიშნავად სიმბოლურად 412 ბუშტი გაუშვეს ჰაერში. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სწორედ ამდენი ადამიანი ემსხვერპლა 2008 წლის აგვისტოს ომს, რომელთა სახელები და გვარები წაიკითხეს.... Read More

როგორ გადმოიტანეს $300 მლნ აზერბაიჯანიდან – ქადაგიძე 2008 აგვისტოს მოვლენებს იხსენებს

Comments Off on როგორ გადმოიტანეს $300 მლნ აზერბაიჯანიდან – ქადაგიძე 2008 აგვისტოს მოვლენებს იხსენებს

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე გაიხსენა, თუ რა ვითარებაში მოუწია ქართულ მხარეს აზერბაიჯანიდან 300 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფულის გადმოტანა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს,... Read More

ლეილა მჭედლიშვილის ქუდბედი, ფერწერა და გობელენები

Comments Off on ლეილა მჭედლიშვილის ქუდბედი, ფერწერა და გობელენები

ია მერკვილაძე, ნიუ იორკი, აშშ “გრეიტ – ნეკში ჩემი ოთახის ფანჯრიდან მწვანეში ჩაფლული ეზო მოჩანდა. დღისით ეზოს ყვავილები, იები ამშვენებდა. ღამით კი, როცა შუქები აინთებოდა, ფანჯრებიდან ძალიან  ლამაზად ჩანდა მოპირდაპირე... Read More

პარლამენტთან აგვისტოს ომზე საინფორმაციო გამოფენა მოეწყო [live]

Comments Off on პარლამენტთან აგვისტოს ომზე საინფორმაციო გამოფენა მოეწყო [live]

“ომი აგვისტოში არ არ დაწყებულა და არ დასრულებულა”, – ამ ლოზუნგით დღეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საინფორმაციო გამოფენა მოეწყო. ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორებმა, რომლებიც მეორე თვეა გიორგი... Read More

გავაგრძელებთ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას – EU-ის წარმომადგენლობა

Comments Off on გავაგრძელებთ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას – EU-ის წარმომადგენლობა

ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 11 წლისთავთან დაკავშირებით. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ განცხადება ქვეყნდება საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით. “11 წელი გავიდა რუსეთის ფედერაციასა და... Read More

ბოდბისხევის ტყეში კაცის ტანსაცმელი და ადამიანის ძვლების ფრაგმენტებია ნანახი – შსს

Comments Off on ბოდბისხევის ტყეში კაცის ტანსაცმელი და ადამიანის ძვლების ფრაგმენტებია ნანახი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის ტყეში მამაკაცის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ადამიანის ძვლების ფრაგმენტები იქნა ნანახი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების... Read More

ცუცხვათის მღვიმოვანში 50 000 წლის წინანდელ ნეანდერტალელთა სამოსახლოს იკვლევენ

Comments Off on ცუცხვათის მღვიმოვანში 50 000 წლის წინანდელ ნეანდერტალელთა სამოსახლოს იკვლევენ

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცუცხვათის მღვიმოვანის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. ბრინჯაოს მღვიმეში მოპოვებული ნეანდერტალელი ბავშვის საღეჭი კბილი, ახალი კვლევების თანახმად, დაახლოებით 50 000 წლის წინანდელია. ცუცხვათის მღვიმოვანში მიმდინარე ეროვნული... Read More

მაშინდელმა ხელისუფლებამ შესაძლებელი გახადა საოკუპაციო გეგმის განხორციელება – ბახტაძე

Comments Off on მაშინდელმა ხელისუფლებამ შესაძლებელი გახადა საოკუპაციო გეგმის განხორციელება – ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “11 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. ეს იყო ომი, რომელსაც მოჰყვა რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაცია, ასეულობით ქართული სოფლის განადგურება და... Read More

ბილაინის აბონენტები როუმინგის ინტერნეტ პაკეტებზე სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

Comments Off on ბილაინის აბონენტები როუმინგის ინტერნეტ პაკეტებზე სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, მომხმარებლებს საშუალებას აძლვევს ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით როუმინგში, რომელიც  ინტერნეტ პაკეტებზე 50%-იან ფასდაკლებას გულისხმობს. ბილაინის აბონენტებს სასურველი ინტერნეტ პაკეტის გააქტიურება შეუძლიათ, როგორც მობილურ აპლიკაციის – Mybeeline, ასევე... Read More

აშშ აგრძელებს ზრუნვას იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაზე – ელიზაბეთ რუდი

Comments Off on აშშ აგრძელებს ზრუნვას იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაზე – ელიზაბეთ რუდი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავს წეროვანიდან ეხმაურება. “საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან 11 წლისთავზე თითოეული ეს სახლი გვიყვება ოჯახების, მეგობრების, სახლ-კარისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის... Read More

ლევან გოგიჩაიშვილი: ყოფილ პატიმარში ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი თანასწორი

Comments Off on ლევან გოგიჩაიშვილი: ყოფილ პატიმარში ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი თანასწორი

ლევან გოგიჩაიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი: ზოგადად შიშები არსებობს იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც პენიტენციური სისტემა გამოვლილი აქვთ. ჩვენთან სიტყვებს ხშირად პატივს არ სცემენ და ძალიან მარტივად შეუძლიათ ადამიანებისთვის რაღაცის თქმა,... Read More

ეს მდგომარეობა არ არის ისტორიის ბოლო სიტყვა – გერმანიის ელჩი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე

Comments Off on ეს მდგომარეობა არ არის ისტორიის ბოლო სიტყვა – გერმანიის ელჩი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე

2008 აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ “ნეტგაზეთი” გერმანიის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს ესაუბრა.  – რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომიდან 11 წელი შესრულდა. დღევანდელი გადმოსახედიდან ხომ არ ფიქრობთ, რომ... Read More

ზარქუა: სპონტანურად გადავწყვიტე ომში წასვლა, ჩანთას რომ ვალაგებდი, არც კი ვიცოდი რა უნდა წამეღო

Comments Off on ზარქუა: სპონტანურად გადავწყვიტე ომში წასვლა, ჩანთას რომ ვალაგებდი, არც კი ვიცოდი რა უნდა წამეღო

ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ექიმი ჯაბა ზარქუა 2008 წლის აგვისტოში 20 წლის იყო. როგორც იხსენებს, სამხედრო კომისარიატიდან 7 აგვისტოს, ღამით დაურეკეს და უთხრეს, რომ მის სახელზე გაწვევა იყო. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ ჯაბა... Read More

ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი “ნაციონალური მოძრაობის” სახით – ირაკლი ღარიბაშვილი

Comments Off on ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი “ნაციონალური მოძრაობის” სახით – ირაკლი ღარიბაშვილი

“ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთთან ერთად, ოკუპაციის თანაავტორია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. “დღეს ერთ-ერთი ყველაზე... Read More

თურქეთი და წიგნები. ფოტო: Turkey Purge

თურქეთის მთავრობამ 300 000 წიგნი გაანადგურა 2016 წლის შემდეგ

Comments Off on თურქეთის მთავრობამ 300 000 წიგნი გაანადგურა 2016 წლის შემდეგ

2016 წელს თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან დღემდე სახელმწიფომ 300 000-ზე მეტი წიგნი გაანადგურა. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა, ზია სელჩუქმა, საპარლამენტო მოსმენაზე გაახმიანა ნაციონალისტური პარტიის დეპუტატის კითხვის საპასუხოდ.... Read More

კანონიერია თუ არა მოქალაქის დაბლოკვა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს

Comments Off on კანონიერია თუ არა მოქალაქის დაბლოკვა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს

უზენაესმა სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების პოტენციურ დარღვევად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს ფეისბუკ-გვერდზე მოქალაქის დაბლოკვა და განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას დაუბრუნა. სწორედ ამ კოლეგამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად კანონიერად დაბლოკეს მოქალაქე სამინისტროს... Read More

საერთაშორისო საზოგადოება რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება

Comments Off on საერთაშორისო საზოგადოება რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება

საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში რუსეთის აგრესიიდან 11 წლისთავს ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. “ვიხსენებთ რა 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოში, ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს... Read More

“ევროპულმა საქართველომ” ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან აქცია გამართა

Comments Off on “ევროპულმა საქართველომ” ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან აქცია გამართა

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით “ევროპულმა საქართველომ” ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქცია გამართა. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, აქციას სიმბოლური დატვირთვა აქვს და მისი... Read More

ცხინვალელ მოსწავლეებს ნიკარგუას დასათვალიერებლად წაიყვანენ

Comments Off on ცხინვალელ მოსწავლეებს ნიკარგუას დასათვალიერებლად წაიყვანენ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასკოლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს ნიკარაგუას დასათვალიერებლად გაგზავნიან. “ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი მოსწავლეები ნიკარაგუაში გავგზავნოთ, რათა მათ ახლოს გაიცნონ ეს ქვეყანა, მისი კულტურა,... Read More

“რუსეთი ოკუპანტია” კალაძისგან მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევას წელსაც მოითხოვს

Comments Off on “რუსეთი ოკუპანტია” კალაძისგან მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევას წელსაც მოითხოვს

მოძრაობამ “რუსეთი ოკუპანტია” თბილისში, მოსკოვის გამზირზე აქცია-პერფორმანსი გამართა. სამოქალაქო აქტივისტებმა გამზირზე მიიტანეს აბრები, რომლებზეც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 170 მეომრის სახელები და გვარები წერია. პერფორმანსი ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით... Read More

ორი ქალის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა 6 წლით მიესაჯა

Comments Off on ორი ქალის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა 6 წლით მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი ქალის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული კ.ხ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით მიუსაჯა. როგორც პროკურატურა აცხადებს, სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 2... Read More

რუსული გავლენა საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე თანდათან მზარდია – მინისტრი

Comments Off on რუსული გავლენა საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე თანდათან მზარდია – მინისტრი

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის პრეზიდენტი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება და ამით ცდილობს ერთგვარი ლეგიტიმაცია მიანიჭოს იმას, რასაც ლეგიტიმაცია არანაირად არ ექნება, რადგან საქართველოს ტერიტორიები უკანონოდ არის... Read More

ბაღდათში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

Comments Off on ბაღდათში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდათში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. “ქუთაისი პოსტის” ინფორმაციით, შემთხვევა 6 აგვისტოს ღამით მოხდა. ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, შედეგად მოპედზე მსხდომი ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე – საავადმყოფოში... Read More