ნეტგაზეთი | 2019 | June June 2019 – Page 2 – Netgazeti
Batumelebi | RU

მაქსიმალურს გავაკეთებთ აბიტურიენტების ინტერესისთვის – სამინისტრო ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე

Comments Off on მაქსიმალურს გავაკეთებთ აბიტურიენტების ინტერესისთვის – სამინისტრო ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე

“სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად. მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა დაცული იყოს ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ მიეცეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა”, – ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების,... Read More

20 ივნისს დაშავებულთაგან ერთ-ერთი მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს

Comments Off on 20 ივნისს დაშავებულთაგან ერთ-ერთი მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს

20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი 2 ადამიანიდან ერთ-ერთი მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” კლინიკა “ევექსში” განუცხადეს. კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა გუშინ, 28 ივნისს, გაუმჯობესდა. რაც... Read More

ვეცდები, პროტესტი სიმღერით გამოვხატო – ანიტა რაჭველიშვილი აქციებს უერთდება

Comments Off on ვეცდები, პროტესტი სიმღერით გამოვხატო – ანიტა რაჭველიშვილი აქციებს უერთდება

საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი დღეს, 29 ივნისს, თბილისში დაგეგმილ მორიგ საპროტესტო აქციას შეუერთდება. ამის შესახებ მან Facebook Live-ში განაცხადა და მოუწოდა გულშემატკივრებს, დემონსტრაციას შეუერთდნენ. “…აუცილებლად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ძალადობის... Read More

სენაკში, მდინარე ცივში, მამა-შვილი დაიხრჩო

Comments Off on სენაკში, მდინარე ცივში, მამა-შვილი დაიხრჩო

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ სახარბედიოში, მდინარე ცივში, მამა და მისი ქალიშვილი დაიხრჩვნენ. მდინარემ ისინი 28 ივნისს გაიტაცა, ცხედრები კი მაშველებმა დღეს, 29 ივნისს, გამთენიისას იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ნეტგაზეთს”... Read More

არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს შეხვდა

Comments Off on არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომე გახდა მას შემდეგ, რაც მრავალათასიანი დემონსტრაციების შედეგად ირაკლი კობახიძე გადადგა, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური აკეთებს, რომლის მიხედვითაც თალაკვაძე... Read More

პროტესტის ათი დღე თბილისში – თავისუფლების მარში 29 ივნისს 19.00 საათზე დაიწყება

Comments Off on პროტესტის ათი დღე თბილისში – თავისუფლების მარში 29 ივნისს 19.00 საათზე დაიწყება

29 ივნისს თბილისში, მასობრივი დემონსტრაციების დაწყებიდან მეათე დღეს, თავისუფლების მარში გაიმართება. დემონსტრანტები 19.00 საათზე შეიკრიბებიან რესპუბლიკების მოედანზე და ტავისუფლების მოედნამდე მსვლელობას მოაწყობენ. აქციის მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა ამ დროისათვის შინაგან... Read More

შფერხება მეტროში: საბურთალოს ხაზზე მხოლოდ „დელისამდე” არის გადაადგილება შესაძლებელი

Comments Off on შფერხება მეტროში: საბურთალოს ხაზზე მხოლოდ „დელისამდე” არის გადაადგილება შესაძლებელი

კვლავ შეფერხებაა თბილისის მეტროში.  ტექნიკური შეფერხების გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე, მეტროსადგურები „ვაჟა – ფშაველა” და „სახელმწიფო უნივერსიტეტი” 10:15 საათიდან არ  მუშაობს. მგზავრების მომსახურება მხოლოდ მეტროსადგურ „დელისამდე” არის შესაძლებელი. თბილისის სატრანსპორტო... Read More

იცურე მშვიდად – აქცია მდინარე ალაზანზე 

Comments Off on იცურე მშვიდად – აქცია მდინარე ალაზანზე 

კამპანია „იცურე მშვიდად“ მონაწილე ორგანიზაციებმა – ადამიანის უფლებათა ცენტრმა, CENN-მა და პროგრესის ცენტრმა მდინარე ალაზანზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილას – ე. წ. წითელკლდესთან აქცია გამართეს.  ამ ადგილას წარსულში ადამიანების... Read More

სახის ძვლები დამტვრეული მაქვს, გამიზნულად მესროლეს – ბიჭი, რომელმაც თვალი დაკარგა

Comments Off on სახის ძვლები დამტვრეული მაქვს, გამიზნულად მესროლეს – ბიჭი, რომელმაც თვალი დაკარგა

28 წლის გიორგი სულაშვილი ტელეარხ “მესამესთან” ინტერვიუში იხსენებს, თუ როგორ დაკარგა თვალი 20-21 ივნისის დარბევისას. “მე ვიდექი პარლამენტის კიბეებთან გვერდზე და გვერდიდანვე მესროლეს. გასროლის ხმა გავიგე და ეგრევე მომხვდა. ეს... Read More

რუსთაველზე აქცია დასრულდა – 29 ივნისს “თავისუფლების მარში” იმართება

Comments Off on რუსთაველზე აქცია დასრულდა – 29 ივნისს “თავისუფლების მარში” იმართება

28 ივნისს აქციის მეცხრე დღე თბილისში, რუსთაველის გამზირზე დასრულდებულია. აქციის მონაწილეებმა 29 ივნისს რესბუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე “თავისუფლების მარში” დააანონსეს. მსვლელობა 19 საათზე დაიწყება. აქციის მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა ამ... Read More

პარლამენტის წინ აქციაზე “ჟუჟუნა წვიმას” მღერიან – ვიდეო

Comments Off on პარლამენტის წინ აქციაზე “ჟუჟუნა წვიმას” მღერიან – ვიდეო

პარლამენტის წინ უკვე მეცხრე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას ამჟამად მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. დღევანდელ აქციაზე წვიმს. აქციის მონაწილეებმა იმღერეს “ჟუჟუნა წვიმა”. ნახეთ... Read More

ნიკა მელია

ნიკა მელია: ასჯერ რომ მომიწიოს, ასჯერვე გავაკეთებდი იგივეს

Comments Off on ნიკა მელია: ასჯერ რომ მომიწიოს, ასჯერვე გავაკეთებდი იგივეს

ტელეკომპანია პირველის გადაცემაში “პირველები” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ 100-ჯერ რომ დაბრუნდეს 20 ივნისის ღამეს, ასჯერვე იმავე განცხადებას გააკეთებდა. ჟურნალისტმა მელიას ჰკითხა, როდესაც იმ ღამით აქციის მონაწილეებს... Read More

ასოციაცია „ქართული ღვინის“ მიმართვა

Comments Off on ასოციაცია „ქართული ღვინის“ მიმართვა

ასოციაცია „ქართული ღვინო“ მიმართავს ღვინის ეროვნულ სააგენტოს და აცხადებს, რომ „სახელმწიფომ უნდა აწარმოოს გონივრული პოლიტიკა, რათა შეძლოს თავიდან აიცილოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც ქვეყანას აარიდებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს“.... Read More

რუსი ტურისტები და პროვოკაციის საფრთხე – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან

Comments Off on რუსი ტურისტები და პროვოკაციის საფრთხე – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან

8 ივლისს ძალაში უნდა შევიდეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალებათ რუსეთიდან საქართველოში საჰაერო გადაყვანები – ეს იყო კრემლის პასუხი საქართველოს მოქალაქეების პროტესტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში... Read More

რა მიმართულებით დაეხმარება სახელმწიფო ტურიზმის სექტორს

Comments Off on რა მიმართულებით დაეხმარება სახელმწიფო ტურიზმის სექტორს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო რამდენიმე მიმართულებით დაეხმარება ტურიზმის სექტორს. მათ შორის არის ლოჯისტიკა, ხოლო მცირე სასტუმროების შემთხვევაში კრედიტის აღებისას – დახმარება და სხვა. თურნავას მტკიცებით,... Read More

არღვევს თუ არა სასამართლო მელიასთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს?

Comments Off on არღვევს თუ არა სასამართლო მელიასთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს?

საქართველოს პარლამენტმა თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე, თუმცა მოსამართლე თემურ გოგოხიამ, პატიმრობის ნაცვლად, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და, ამავდროულად, აუკრძალა: საცხოვრებელი... Read More

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ხელისუფლებას 20 ივნისის მოვლენების გამოძიებისკენ მოუწოდებენ

Comments Off on ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ხელისუფლებას 20 ივნისის მოვლენების გამოძიებისკენ მოუწოდებენ

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოიძიოს 20 ივნისის მოვლენები, მათ შორის ძალის შესაძლო გადამეტება. „[ხელისუფლებას] მოვუწოდებთ, გამოძიება ძალის შესაძლო გადამეტებასა და ნებისმიერ მოქმედებაზე, რამაც გამოიწვია ძალადობა და წინ უსწრებდა... Read More

„მოლოდინები მძიმეა“ — მაჭავარიანი ეკონომიკაზე გავრილოვის ამბების შემდეგ

Comments Off on „მოლოდინები მძიმეა“ — მაჭავარიანი ეკონომიკაზე გავრილოვის ამბების შემდეგ

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ დღესდღეობით რუსეთის ემბარგო „მატერიალიზებული არ არის“, ტურისტული ნაკადების შემცირება „მინიმალურია“, თუმცა „მოლოდინები მძიმეა“. 28 ივნისს მაჭავარიანმა თქვა: „მე პასუხისმგებლობას კი არ ვგრძნობ მარტო, ძალიან... Read More

თურნავა: დიდი იმედი გვაქვს, 2020-დან დაიწყება Ryanair-ის ფრენები

Comments Off on თურნავა: დიდი იმედი გვაქვს, 2020-დან დაიწყება Ryanair-ის ფრენები

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია “რაინეართან” მოლაპარაკებები გრძელდება და იმედს გამოთქვამს, რომ ავიაკომპანია ფრენებს საქართველოში 2020 წლიდან დაიწყებს, რისი დიდი ალბათობაც, მისი თქმით, არსებობს: “ჩვენ უნდა... Read More

ბახტაძის აზრით, ვარდების რევოლუცია ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგებით დასრულდა

Comments Off on ბახტაძის აზრით, ვარდების რევოლუცია ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგებით დასრულდა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.  ორივე შემთხვევაში ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და ორივე შემთხვევა დასრულდა უმძიმესი შედეგებით ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის... Read More

ბრიტანეთის ელჩი ხელისუფლებას 20 ივნისის მოვლენების გამოძიებისკენ მოუწოდებს

Comments Off on ბრიტანეთის ელჩი ხელისუფლებას 20 ივნისის მოვლენების გამოძიებისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს 20 ივნისის მოვლენები, მათ შორის ძალის შესაძლო გადამეტება. „მოვუწოდებთ, გამოძიება ძალის გადამეტების შესაძლებლობასა და მოქმედებებზე, რომლებმაც საფუძველი დაუდო ძალადობას და... Read More

მაჭავარიანი არაპროპორციულს უწოდებს პროტესტს და არა დარბევას

Comments Off on მაჭავარიანი არაპროპორციულს უწოდებს პროტესტს და არა დარბევას

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ დემონსტრანტების პროტესტი 20 ივნისის ღამეს „არაპროპორციული“ იყო, პროტესტის ნაწილი სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ „არაფერში არ ჯდება“ და იმეორებს სხვა ლიდერების მესიჯს: გულწრფელი პროტესტი დესტრუქციულმა ოპოზიციამ გამოიყენა.... Read More

რაზე ისაუბრეს აბაშიძემ და კარასინმა

Comments Off on რაზე ისაუბრეს აბაშიძემ და კარასინმა

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ დღეს სერგეი ლავროვის მოადგილე გრიგორი კარასინს ესაუბრა. როგორც აბაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, “ზოგადი განწყობა ასეთია, რომ შეძლებისდაგავარად შევინარჩუნოთ... Read More

გახარია მოუწოდებს მხარდამჭერებს, კონტრაქცია არ გამართონ

Comments Off on გახარია მოუწოდებს მხარდამჭერებს, კონტრაქცია არ გამართონ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ეხმაურება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი მხარდამჭერები კონტრაქციის მოწყობას გეგმავენ,  და ამბობს, რომ მსგავსი ღონისძიებები საჭირო არაა და საზოგადოების პოლარიზებასთან ბრძოლას... Read More