დაუშვებელია, პარლამენტში ოკუპანტის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს ფორუმს — ივანიშვილი

Comments Off on დაუშვებელია, პარლამენტში ოკუპანტის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს ფორუმს — ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სრულიად იზიარებს თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას და „დაუშვებელია ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს“. პარტიის პრესსამსახურის თანახმად, ივანიშვილი აცხადებს: „სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ... Read More

ქუცნაშვილმა პარლამენტში დემონსტრანტს ტრანსფარანტი დაუხია

Comments Off on ქუცნაშვილმა პარლამენტში დემონსტრანტს ტრანსფარანტი დაუხია

პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ზაქარია ქუნცაშვილმა პარლამენტის აქციაზე მისულ დემონსტრანტს ტრანსფარანტი წაართვა და დახია. „სირცხვილი მთავრობას“ — ეწერა პლაკატზე.... Read More

ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს – შსს

Comments Off on ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარა. უწყების თანახმად, ბიზნესმენი გამოკითხვაზე დაბარებულია გამოძიების ფარგლებში, რომელიც მის მიერ “სახალხო რაზმების” შექმნის დაანონსების შემდეგ დაიწყო. ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 16 ივნისს მუქარით თქვა, რომ თბილისის პრაიდისა... Read More

„სირცხვილია“ — პარლამენტთან გავრილოვის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

Comments Off on „სირცხვილია“ — პარლამენტთან გავრილოვის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. ადევნეთ თვალი „ნეტგაზეთის“ პირდაპირ ეთერს აქციიდან:  ... Read More

ბია ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს

Comments Off on ბია ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს

თბილისში, ბიას ორგანიზებით, ყოველწლიური საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი, “განვითარებადი ბაზრების ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები” გაიმართა. ფორუმს რეგიონის წინაშე არსებული შესაძლებლობებითა და გამოწვევებით დაინტერესებული დელეგატები ესწრებოდნენ 15-ზე მეტი ქვეყნიდან. საინვესტიციო ფორუმი, ბიას... Read More

გურამ ფალავანდიშვილი დაკავებულია

Comments Off on გურამ ფალავანდიშვილი დაკავებულია

შსს-მ დააკავა გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც ბოლო დღეებში თბილისში გამართული ჰომოფობიური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. შსს-ს თანახმად, მასთან პოლიცია უწყების ჩასაბარებლად მივიდა უკანონო ფორმირების შექმნასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში. თუმცა, უწყების... Read More

სჯობდა სხდომისთვის სხვა ადგილი შერჩეულიყო, არ იყო კარგად გათვლილი – ქუცნაშვილი

Comments Off on სჯობდა სხდომისთვის სხვა ადგილი შერჩეულიყო, არ იყო კარგად გათვლილი – ქუცნაშვილი

“ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გამართვა სწორი არ იყო. მან ასევე ბოდიში მოუხადა ასამბლეის დელეგატებს. “დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარად ჩანს, რომ სჯობდა ამ სხდომისთვის... Read More

ბოდიში ასამბლეის მონაწილეებს, პარლამენტში ღონისძიება ვეღარ გაგრძელდება – მდინარაძე

Comments Off on ბოდიში ასამბლეის მონაწილეებს, პარლამენტში ღონისძიება ვეღარ გაგრძელდება – მდინარაძე

ქართული ოცნების ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შექმნილი ვითარების გამო, საპარლამენტო სივრცეში მართლმადიდებლობის საპარლამეტშორისო ასამბლეა ვეღარ გაგრძელდება. მამუკა მდინარაძე ბოდიშს უხდის ღონისძიების მონაწილეებს და დელეგატებს ამ დისკომფორტისთვის. მისი თქმით, ასამბლეა რომელიმე სასტუმროში... Read More

მოვითხოვთ მანდატი შეუჩერდეს ზაქარია ქუცნაშვილს – თინა ბოკუჩავა

Comments Off on მოვითხოვთ მანდატი შეუჩერდეს ზაქარია ქუცნაშვილს – თინა ბოკუჩავა

ერთიანი ნაციონალური მოძერაობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა მოითხოვს “ქართული ოცნების” წევრს ზაქარია ქუცნაშვილს პარლამენტის წევრის მანდატი შეუჩერდეს. მისი თქმით, ქუცნაშვილი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.... Read More

დააკავეს პირი, რომელმაც ორ კაცს, სავარაუდოდ, საყურის გამო სცემა

Comments Off on დააკავეს პირი, რომელმაც ორ კაცს, სავარაუდოდ, საყურის გამო სცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს პირი, რომელიც რუსთაველის მეტროში 19 ივნისის ღამით მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა. ინციდენტისას ორ კაცს, სავარაუდოდ, საყურის გამო სცემეს. “მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ... Read More

დუმის წევრებმა საქართველო უნდა დატოვონ! – თალაკვაძე

Comments Off on დუმის წევრებმა საქართველო უნდა დატოვონ! – თალაკვაძე

რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოს პარლამენტში მისვლას უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ეხმაურება. “რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და... Read More

პრეზიდენტი: რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება არსებობდეს რუსეთთან?

Comments Off on პრეზიდენტი: რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება არსებობდეს რუსეთთან?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს საქართველოს პარლამენტში ამჟამად მიმდინარე „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეას“, რომლის დროსაც რუსეთის დუმის დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა სხდომა. პრეზიდენტი წერს: „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა? რას ნიშნავს? რა... Read More

გავრილოვს პარლამენტში აღარ შემოვუშვებთ — „ევროპული საქართველოს“ წევრები

Comments Off on გავრილოვს პარლამენტში აღარ შემოვუშვებთ — „ევროპული საქართველოს“ წევრები

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაიკავეს და აცხადებენ, რომ აღარ შემოუშვებენ რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელსაც საქართველოს პარლამენტში „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა. გენერალური ასმაბლეის... Read More

“სირცხვილია!” – გავრილოვის პარლამენტში მისვლას აქციით გააპროტესტებენ

Comments Off on “სირცხვილია!” – გავრილოვის პარლამენტში მისვლას აქციით გააპროტესტებენ

საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, მისვლას აქციით შეეწინააღმდეგებიან. ორგანიზატორები 11:30-დან რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ელიან ყველას, ვისაც ამ ფაქტის გაპროტესტება სურს. “რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში სხდომას უძღვება. საჭიროა... Read More

“მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები” – გუშინდელ ინციდენტებზე პასუხისმგებლები ჯერ გამოკვეთილი არ არიან

Comments Off on “მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები” – გუშინდელ ინციდენტებზე პასუხისმგებლები ჯერ გამოკვეთილი არ არიან

“მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“ – ეს არის შსს-ს პასუხი კითხვაზე, ხომ არ არის პასუხისმგებელი გამოკვეთილი “თბილისი პრაიდის“ აქტივისტებისთვის ღია სატელეფონო ნომრებიდან სიკვდილის მუქარების გაგზავნაზე. უწყებას იგივე პასუხი აქვს მეტროს ინციდენტზეც. გუშინ, 20 ივნისს... Read More

რუსეთის დეპუტატი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში – ფოტო

Comments Off on რუსეთის დეპუტატი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში – ფოტო

საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობს. სხდომას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობს, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია.  ფოტოში ჩანს, რომ სხდომას გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან ხელმძღავენლობს. გავრილოვი... Read More

სიძულვილის წინააღმდეგ თბილისში აქცია დაიგეგმა

Comments Off on სიძულვილის წინააღმდეგ თბილისში აქცია დაიგეგმა

21 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აქცია გაიმართება. “დროა – მშვიდობა ომზე მეტია!” – ეს იქნება შეკრების მთავარი მოწოდება, რომელზეც ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები, როგორც თავად წერენ, საზოგადოებაში არსებულ... Read More

რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა – ჩუგოშვილი

Comments Off on რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა – ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების მისვლაზე ამბობს, რომ ეს მისთვის მძიმედ სანახავია. “ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი. არ ვიცი რა უნდა... Read More

თუ გავრილოვი ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, კატასტროფაა მისი გამოსვლა – მარგველაშვილი

Comments Off on თუ გავრილოვი ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, კატასტროფაა მისი გამოსვლა – მარგველაშვილი

“თუ გავრილოვი მართლა იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ, მისი გამოსვლა პრეზიდენტის სასახლეში არის კატასტროფა და რუსული რბილი ძალის მათთვის წინგადაგმული ნაბიჯი”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 19 ივნისს, ტელეკომპანია პირველის... Read More

ეპისკოპოსი კალისტრატე გარდაიცვალა

Comments Off on ეპისკოპოსი კალისტრატე გარდაიცვალა

ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი, მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ქუთაის-გაენათის ეპარქიაში დაუდასტურეს. სასულიერო პირი კლინიკა “ევექსში” მკურნალობდა, ბოლო ხანს კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ეპისკოპოსის გარდაცვალებაზე ინფორმაცია 19 ივნისსაც გავრცელდა, თუმცა... Read More

ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოსვლა რუსული თამაშია – მარგველაშვილი

Comments Off on ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოსვლა რუსული თამაშია – მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ  რუსეთის სპეცსამსახურების ყოველდღიური საქმიანობაა მოძებნოს დაპირისპირების წერტილები საქართველოში და გააღრმავოს ისინი. ერთ-ერთი მთავარი წერტილი, მისი თქმით, პრაიდის თემაა.  “მე არ მინდა ვინმე რუსეთის... Read More

მარგველაშვილი: ლევან ვასაძის დემონიზაცია მოხდა

Comments Off on მარგველაშვილი: ლევან ვასაძის დემონიზაცია მოხდა

“დავინახე, რომ მოხდა ლევანის [ვასაძის] დემონიზაცია.  40 წელია ვმეგობრობთ. ახლა არა გვაქვს ასეთი ურთიერთობა, მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს. ლევანს ცხოვრებაში არავინ არ დაუჩაგრავს, არავისთვის ბოროტება არ გაუკეთებია”, – განაცხადა საქართველოს... Read More

მარგველაშვილი: პრაიდი არ არის თავდასხმა, ლგბტქ თემი არსებობის უფლებისთვის იბრძვის

Comments Off on მარგველაშვილი: პრაიდი არ არის თავდასხმა, ლგბტქ თემი არსებობის უფლებისთვის იბრძვის

“თუ არ მოგწონს პრაიდი, როცა ნიუსებში გაიგონებ, რომ სხვა ორიენტაციის ადამიანს გაუსწორდნენ, მოკლეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, პირველი შენ უნდა გამოხვიდე და თქვა, რომ ეს მიუღებელია. ასეთ შემთხვევაში არ იქნება საჭირო... Read More

თბილისის მეტროში 2 ბიჭს თავს საყურის გამო დაესხნენ – პირველი არხი

Comments Off on თბილისის მეტროში 2 ბიჭს თავს საყურის გამო დაესხნენ – პირველი არხი

აგრესიულად განწყობილი კაცების ჯგუფი 19 ივნისს, გვიან  ღამით, ორ ბიჭს იმის გამო დაესხა თავს, რომ მათ საყურე ეკეთათ. როგორც პირველი არხი იტყობინება, ფაქტს შეესწრო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თეონა მანაგაძე, რომელმაც... Read More