@StalinskyK

კაცი, რომელზე ძალადობაშიც პოლიციას ადანაშაულებენ, კლინიკაში გარდაიცვალა

Comments Off on კაცი, რომელზე ძალადობაშიც პოლიციას ადანაშაულებენ, კლინიკაში გარდაიცვალა

გუშინ, 15 აპრილს ღუდუშაურის კლინიკაში გარდაცვლილი 55 წლის მოქალაქის ოჯახის წევრები პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სწორედ სამართალდამცველების მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა ზვიად მთავრიშვილი. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გარდაცვალებამდე... Read More

საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

Comments Off on საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და წინასწარ პატიმრობაში დატოვა 25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულები. დაცვის მხარე დაკავებულთა გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა. საქმეზე დაკავებულები არიან ავთანდილ კანდელაკიშვილი და... Read More

მუხთარლიზე ბახტაძის განცხადება სიმართლე არ არის – უფლებადამცველები აზერბაიჯანში

Comments Off on მუხთარლიზე ბახტაძის განცხადება სიმართლე არ არის – უფლებადამცველები აზერბაიჯანში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე აზერბაიჯანთან თანამშრომლობის შესახებ არ ადასტურებენ აზერბაიჯანელი უფლებადამცველები, რომლებიც მუხთარლის საქმეზე მუშაობენ. “საქართველოს ხელისუფლებას არ წარუდგენია დაცვის მხარისთვის ვიდეოკამერების ჩანაწერები, სამართალდამცველ... Read More

ქანთარია სერიალების “სახელმწიფოებრივ დონეზე” დაფინანსების აუცილებლობაზე საუბრობს

Comments Off on ქანთარია სერიალების “სახელმწიფოებრივ დონეზე” დაფინანსების აუცილებლობაზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია კინოინდუსტრიის აღორძინების თაობაზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება. დეპუტატი მიზანშეწონილად მიიჩნევს, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა გარკვეული სერიალების გადაღება დაუკვეთონ. “აუცილებელია აღვადგინოთ ემოციური კავშირი ჩვენს... Read More

კიდევ ერთი მილიარდერი ნოტრ-დამის აღდგენისთვის 200 მლნ ევროს გაიღებს

Comments Off on კიდევ ერთი მილიარდერი ნოტრ-დამის აღდგენისთვის 200 მლნ ევროს გაიღებს

კიდევ ერთი ფრანგი მილიარდერი ბერნარდ არნო და მისი ჯგუფი LVMH პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს. “არნოების ოჯახს და LVMH ჯგუფს სურს, აჩვენოს სოლიდარობა ამ ეროვნული ტრაგედიის დროს... Read More

ფრანგული გამოცემების ყდები ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის შემდეგ

Comments Off on ფრანგული გამოცემების ყდები ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის შემდეგ

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძარი ფრანგული გამოცემების 16 აპრილის ნომრების მთავარი თემაა. ლე პარიზიენ, ლიბერასიონი და სხვები სწორედ ხანძრის ამსახველი ყდებით დაბეჭდეს. “ჩვენი დრამა” -ასეთ სათაური ხვდება ლიბერასიონის ყდაზე მკითხველს.... Read More

სტალინისადმი კეთილგანწყობამ რუსეთში რეკორდულ 70%-ს მიაღწია

Comments Off on სტალინისადმი კეთილგანწყობამ რუსეთში რეკორდულ 70%-ს მიაღწია

სტალინისადმი კეთილგანწყობის რეიტინგი რუსეთში რეკორდულ 70 პროცენტზეა. ამას მოწმობს ლევადა ცენტრის მიერ მარტში ჩატარებული კვლევა. რუსეთის მოქალაქეების 70 პროცენტი დადებითად აფასებს სტალინის როლს ქვეყნის ცხოვრებაში. ლევადა ცენტრის ცნობით, ეს რეკორდული... Read More

ბოძებზე დამაგრებული დამტვრეული მანქანები შსს-ს კამპანია აღმოჩნდა

Comments Off on ბოძებზე დამაგრებული დამტვრეული მანქანები შსს-ს კამპანია აღმოჩნდა

რამდენიმე დღის წინ საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში ბოძებზე დამონტაჟებული დამტვრეული ავტომობილები შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი სოციალური კამპანიის “მეტი სიცოცხლისთვის” ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შსს-ს ინფორმაციით, ამავე კამპანიის... Read More

ვუთანაგრძნობ ჩემს ქრისტიან მეგობრებს – ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი

Comments Off on ვუთანაგრძნობ ჩემს ქრისტიან მეგობრებს – ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი

ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარ ხანძარს ეხმაურება. “ვუთანაგრძნობ ჩემს ქრისტიან მეგობრებს” – აცხადებს ნაკაიძე. “სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა პარიზში, დაიწვა უდიდესი კულტურული და რელიგიური მნიშვნელობის... Read More

კახა მიქაიამ “დაიცავი საქართველო” დატოვა

Comments Off on კახა მიქაიამ “დაიცავი საქართველო” დატოვა

“დაიცავი საქართველო” მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა კახა მიქაიამ დატოვა. როგორც მიქაია ამბობს, მიიიღო გადაწყვეტიილება, “ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმოს”. რაც შეეხება იმას, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას, მიქაიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ უახლოეს პერიოდში გახდება... Read More

ფრანგი მილიარდერის ოჯახი ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მლნ ევროს გამოყოფს

Comments Off on ფრანგი მილიარდერის ოჯახი ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მლნ ევროს გამოყოფს

ფრანგი მილიარდერების, პინოებს, ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 100 მილიონ ევროს გაიღებს. “მამაჩემმა [ფრანსუა პინომ] და მე გადავწყვიტეთ, არტემისის ფონდიდან 100 მილიონი გამოვყოთ, რათა მონაწილეობა მივიღოთ იმ ძალისხმევაში, რომელიც პარიზის... Read More

“არა სიძულვილს” – სასამართლოში ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასაჭერად აქცია იმართება

Comments Off on “არა სიძულვილს” – სასამართლოში ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასაჭერად აქცია იმართება

დღეს, 16 აპრილს, 12: საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება პირველი პროცესი ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე. პროცესამდე სასამართლოს ეზოში იმართება სოლიდარობის აქცია ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასჭერად. “არა ქსენოფობიას”, “არა ძალადობას”, “არა რასიზმს” – აქციის მონაწილეებს ხელში... Read More

ჩვენ, ყველანი ერთად, აღვადგენთ ნოტრ–დამს – მაკრონი

Comments Off on ჩვენ, ყველანი ერთად, აღვადგენთ ნოტრ–დამს – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხანძრით დაზარალებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად კამპანიის დაწყება და ფონდის გახსნა დააანონსა. აღნიშნულის შესახებ მან ტაძრის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ჩვენ შევძელით, აგვეგო ეს ტაძარი 800 წლის... Read More

წინასწარი გამოძიებით, ნოტრ–დამში ხანძარი შემთხვევით გაჩნდა

Comments Off on წინასწარი გამოძიებით, ნოტრ–დამში ხანძარი შემთხვევით გაჩნდა

წინასწარი გამოძიების ინფორმაციით, ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში შემთხვევით გაჩნდა. ამის შესახებ The Guardian პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება. ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზები ამ დრომდე დაუდგენელია. თავდაპირველად ვრცელდებოდა წინასწარი ცნობები, რომ ცეცხლის გაჩენა... Read More

საფრანგეთის ეკლესიები ზარებს რეკავენ ნოტრ–დამის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად

Comments Off on საფრანგეთის ეკლესიები ზარებს რეკავენ ნოტრ–დამის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად

ხანძრით დაზარალებულ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს საფრანგეთის ირგვლივ მდებარე ეკლესიები სოლიდარობას ზარების რეკვით უცხადებენ. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში არაერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. Les cloches de Saint-Germain sonnent pour #NotreDame pic.twitter.com/sqmjGCZtri — Gautier... Read More

ნოტრ–დამის მთავარი სტრუქტურა გადარჩა – პარიზის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელი

Comments Off on ნოტრ–დამის მთავარი სტრუქტურა გადარჩა – პარიზის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ძირითადი სტრუქტურა გადარჩენილი და დაცულია. განცხადება, The Guardian–ის ცნობით, პარიზის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა გააკეთა. “შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ჩრდილოეთით მდებარე ორი კოშკი გადარჩა. მთლიანობაში, ჩვენი ქალბატონის[ტაძრის] სტრუქტურა გადარჩენილია”,... Read More

არ არსებობს გარანტია, რომ ნოტრ-დამი გადარჩება – საფრანგეთის ოფიციალური პირები

Comments Off on არ არსებობს გარანტია, რომ ნოტრ-დამი გადარჩება – საფრანგეთის ოფიციალური პირები

საფრაგნეთის ოფიციალური პირების თქმით, არანაირი გარანტია არსებობს იმისა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გადარჩება. ინფორმაციას The  Guardian AFP–ზე ავრცელებს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადარჩენის საკითხი “გარკვეული... Read More