ევროსაბჭოს ხაზინაში საქართველო 500 ათას ევროს შეიტანს – ბახტაძე

Comments Off on ევროსაბჭოს ხაზინაში საქართველო 500 ათას ევროს შეიტანს – ბახტაძე

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველო ევროსაბჭოს ხაზინაში ნებაყოფლობით 500 ათას ევროს შეიტანს. ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას ბახტაძემ განაცხადა, რომ უკვე წლებია ქვეყანა ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოების მხრიდან ფინანსური დახმარებებით სარგებლობს და ეს... Read More

პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ აქვს — ბახტაძე PACE-ში

Comments Off on პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ აქვს — ბახტაძე PACE-ში

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) სიტყვითგამოსვლისას განაცხადა, რომ უდიდესი ნაკლი, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლინდა, „ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო“ იყო, თუმცა, მისი თქმით, ეს პრობლემა კონტინენტზე მხოლოდ... Read More

უნდა დავირაზმოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების წინააღმდეგ – პრემიერი PACE-ში

Comments Off on უნდა დავირაზმოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების წინააღმდეგ – პრემიერი PACE-ში

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, აღნიშნული რეგიონების მილიტარიზაციაზე, მავთულხლართების გავლებაზე ისაუბრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მან აღნიშნულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას ჰუმანიტარული კატასტროფა უწოდა. “ამ რეგიონების გაძლიერებული... Read More

Airbnb საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სახლების გაქირავებაზე ინფორმაციას აღარ წაშლის

Comments Off on Airbnb საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სახლების გაქირავებაზე ინფორმაციას აღარ წაშლის

ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სახლების გაქირავების შესახებ ინფორმაცია კომპანია Airbnb-ის საიტზე კვლავ ხელმისაწვდომი რჩება. Airbnb-იმ გაავრცელა განცხადება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსთან დაკავშირებით. კომპანია აღნიშნავს, რომ აღარ წაშლის დასავლეთ სანაპიროს თავისი... Read More

“როდესაც ჩემს ქართველობაზე ვფიქრობ, ეს პოლიფონია მახსენდება” – ბახტაძე ჩაკრულოზე

Comments Off on “როდესაც ჩემს ქართველობაზე ვფიქრობ, ეს პოლიფონია მახსენდება” – ბახტაძე ჩაკრულოზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, 10 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) სიტყვით გამოდის. პრემიერის გამოსვლამდე დარბაზში ჩაკრულო იმღერეს. ბახტაძემ თქვა, რომ როდესაც საკუთარ ქართველობაზე ფიქრობს, სწორედ ეს პოლიფონია ახსენდება.... Read More

„ნაცვლიშვილს ვუთხარი, ძალიან გაგიჭირდება-მეთქი, შვილო“ — ივანიშვილი

Comments Off on „ნაცვლიშვილს ვუთხარი, ძალიან გაგიჭირდება-მეთქი, შვილო“ — ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტარ ბექა ნაცვლიშვილს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ დატოვა უმრავლესობა, „გზა დაულოცა“; თქვა, რომ ისურვებდა, „მემარცხენე ძალას ძალა მოეკრიბოს“; ამასთან, ნაცვლიშვილს უთხრა, მას „ქართულ... Read More

აფხაზეთში ქართველებს საკუთრებაზე მემკვიდრეობის უფლება შესაძლოა წაართვან

Comments Off on აფხაზეთში ქართველებს საკუთრებაზე მემკვიდრეობის უფლება შესაძლოა წაართვან

“აფხაზეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი” ქართველების ოჯახის წევრებს აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავ ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება შეეზღუდებათ. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს სამოქალაქო კოდექსში აფხაზმა დეპუტატებმა პირველი მოსმენით კენჭი უკვე უყარეს. საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი დე... Read More

ბათუმში აღმოჩენილ ცხედრებზე აუცილებელია გამოძიება და ექსპერტიზა – SOVLAB

Comments Off on ბათუმში აღმოჩენილ ცხედრებზე აუცილებელია გამოძიება და ექსპერტიზა – SOVLAB

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB) სახელმწიფო ორგანოებს და ბათუმის ეპარქიის წარმომადგენლებს მიმართავს, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ცხედრებთან დაკავშირებით ჩაატარონ ანთროპოლოგიურ-კრიმინალისტური ექსპერტიზა და სრულყოფილი გამოძიება. SOVLAB-ის 3 რეკომენდაცია სახელმწიფოს და ეკლესიას: უზრუნველყონ... Read More

გიორგი ანდრიაძე “ბიბლიური თავისუფლების” გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

Comments Off on გიორგი ანდრიაძე “ბიბლიური თავისუფლების” გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

“კატაკომბური მართლმადიდებელი ეკლესიის” დამფუძნებელი გიორგი ანდრიაძე “გირჩის” რელიგიური ორგანიზაციის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა “კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ანდრიაძე მიიჩნევს, რომ “ბიბლიური თავისუფლების” გამო დიდი... Read More

„რამდენად ზნეობრივია სააკაშვილი-ივანიშვილის ტოლებად მოხსენიება“? — ივანიშვილი მაღრაძეს

Comments Off on „რამდენად ზნეობრივია სააკაშვილი-ივანიშვილის ტოლებად მოხსენიება“? — ივანიშვილი მაღრაძეს

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოეტ დავით მაღრაძეს, მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, — რომელმაც განაცხადა, რომ „ოცნებასა და ნაციონალებს შორის მორალური ზღვარი წაიშალა“, — კითხვით პასუხობს: „რამდენად ზნეობრივია სააკაშვილი-ივანიშვილის... Read More

შალვა შავგულიძე ივანიშვილის ბრალდებებს ბინძურ ცილისწამებად აფასებს

Comments Off on შალვა შავგულიძე ივანიშვილის ბრალდებებს ბინძურ ცილისწამებად აფასებს

გირგვლიანების ოჯახის ადვოკატის, შალვა შავგულიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რა არის სიმართლე, მაგრამ მას დღეს ლევან მურუსიძე სჭირდება საკუთარ სამსახურში. შავგულიძემ უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც... Read More

ლოცვა თუ შელოცვა – საკითხავი ესღა რჩება – უსუფაშვილი ივანიშვილის განცხადებებზე

Comments Off on ლოცვა თუ შელოცვა – საკითხავი ესღა რჩება – უსუფაშვილი ივანიშვილის განცხადებებზე

შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუს და ექსპრემიერის მიერ 9 აპრილის თაობაზე გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. “აი, ეს იყო 2019 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოს... Read More

“ერთი წელი გავიდა და „ვარკეთილის“ ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია” – კალაძე

Comments Off on “ერთი წელი გავიდა და „ვარკეთილის“ ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია” – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ერთი წლის განმავლობაში მეტროსადგურ “ვარკეთილში” შეუკეთებელი ჭერი სირცხვილია. კალაძე განმარტავს, რომ მეტროსადგურების რეაბილიტააციის მიზნით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოცხადდეს პირდაპირი წესით შესყიდვები. „ამდენი ხნის განმავლობაში... Read More

ივანიშვილი შავგულიძეს თავს მურუსიძის შპარგალკებით ესხმოდა – რატიანი

Comments Off on ივანიშვილი შავგულიძეს თავს მურუსიძის შპარგალკებით ესხმოდა – რატიანი

ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში შალვა შავგულიძეს თავს “ლევან მურუსიძის მიერ დაწერილი შპარგალკებით” ესხმოდა. რატიანის აზრით, ეს ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილს ოპოზიციის შიგნით... Read More

PACE-ში პრემიერის გამოსვლამდე ჩაკრულოს შეასრულებენ

Comments Off on PACE-ში პრემიერის გამოსვლამდე ჩაკრულოს შეასრულებენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლამდე ანსამბლი “რუსთავი” “ჩაკრულოს” შეასრულებს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, 10 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE)... Read More

ბესელია: ასეთ უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ივანიშვილი არ მახსოვს

Comments Off on ბესელია: ასეთ უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ივანიშვილი არ მახსოვს

ეკა ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი გუშინ, 9 აპრილს, “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში გულწრფელი არ იყო, როცა “ქართული ოცნებიდან” დეპუტატების წასვლაზე საუბრობდა: “ასეთ უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს დროს, განსაკუთრებით იმ... Read More

“ცენტრ-პოინტის” დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

Comments Off on “ცენტრ-პოინტის” დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

“ცენტრ-პოინტის” დამფუძენბელ მაია რჩეულიშვილს სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თბილისი საქალაქო სასამართლომ დღეს, 10 აპრილს გამოაცხადა. რჩეულიშვილი სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ქეთევან ჟორდანიას, დანაშაულის აღიარების შემდეგ,... Read More

ივანიშვილი საყვარელმა პოეტმა მაღრაძემ მიატოვა და დამწყები პოეტი თალაკვაძის ამარა დარჩა – გოცირიძე

Comments Off on ივანიშვილი საყვარელმა პოეტმა მაღრაძემ მიატოვა და დამწყები პოეტი თალაკვაძის ამარა დარჩა – გოცირიძე

“ეს იყო შეშინებული კაცის დარდები, რომელიც ხვდება, რომ კარგავს ძალაუფლებას, რომ დარჩა მარტო და გაწირა ყველამ, ვისაც კი ჭკუა მოეკითხებოდა”, – ასე აფასებს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი რომან გოცირიძე, ბიძინა... Read More

გოგიჩაიშვილი: ივანიშვილი ჩვენზე გაბრაზებულია და არის ძალიან საშიში

Comments Off on გოგიჩაიშვილი: ივანიშვილი ჩვენზე გაბრაზებულია და არის ძალიან საშიში

პარლაენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულია იმ დეპუტატებზე, რომლებმაც “ქართული ოცნება” დატოვეს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი საშიშია, რადგან ის დიდ ძალაუფლებას ფლობს: “ის ითხოვდა, რომ ჩვენ გავჩუმებულიყავით... Read More

ინსტალაციები ერთ-ერთი კომპანიის აქციის ნაწილია – მერია

Comments Off on ინსტალაციები ერთ-ერთი კომპანიის აქციის ნაწილია – მერია

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინსტალაციები ერთ-ერთი კომპანიის აქციის ნაწილია. თბილისის მერიაში ამბობე,ნ რომ აქციის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეში გავრცელდება. დღეს დილიდან თბილისში,  ქალაქის სხვადასხვა წერტილში, ბოძებზე დარჭობილი ამოყირავებული მანქანები... Read More

მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

Comments Off on მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, 10 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) სიტყვით გამოვა. პრემიერის სიტყვით გამოსვლა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება და 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც იგი... Read More

თბილისს უახლოეს მომავალში ავტობუსის 21 ქალი მძღოლი დაემატება – კალაძე

Comments Off on თბილისს უახლოეს მომავალში ავტობუსის 21 ქალი მძღოლი დაემატება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სატრანსპორტო კომპანიას ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე მომუშავე 6 ქალი დაემატა, 21 კი უახლოეს მომავალში დაემატება. “ერთი სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს – ქალი მძღოლები შემოგვემატა სატრანსპორტო კომპანიაში, საზოგადოებრივ... Read More

აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ფრთხილად სიარულზე – ოგბაიძე

Comments Off on აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ფრთხილად სიარულზე – ოგბაიძე

თბილისის საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძის განცხადებით, დედაქალაქში გამოჩენილი დამტვრეული მანქანების სტენდები ერთგვარი “შოკურ-სოციალური კამპანიის ფორმაა” და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. “დედაქალაქში გამოჩნდა დამტვრეული ავტომობილების სტენდები, რომელიც გამოსაჩენ ადგილზეა დამონტაჟებული. აქციის მიზანია-კიდევ ერთხელ... Read More

ქუთაისში ადამიანის ჩონჩხის ნაწილები იპოვეს

Comments Off on ქუთაისში ადამიანის ჩონჩხის ნაწილები იპოვეს

ქუთაისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადამიანის ჩონჩხის ნაწილები იპოვეს. როგორც ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწებაში... Read More