სოკარი კომერციულ აბონენტებს I მარტიდან გაზს გაუძვირებს

Comments Off on სოკარი კომერციულ აბონენტებს I მარტიდან გაზს გაუძვირებს

“სოკარ ჯორჯია გაზი” კომერციულ აბონენტებს პირველი მარტიდან გაზის საფასურს გაუძვირებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე 95 თეთრი იქნება დღგ-ს ჩათვლით. კომერციული აბონენტებისთვის დღეს მოქმედი ტარიფი 84 თეთრია, შესაბამისად, ზრდა 11... Read More

ტენდერით რუსული თაფლის შემომტან კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს

Comments Off on ტენდერით რუსული თაფლის შემომტან კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დისკვალიფიკაცია მისცა კომპანიას, რომელიც თაფლის შემოტანას რუსეთიდან გეგმავდა. სატენდერო კომისიის ინფორმაციით, სპეციალურად შექმნილმა ტექნიკურმა ჯგუფმა მიიჩნია, რომ  რომ  შპს „ვ.ტ“-ს მიერ წარმოდგენილი თაფლი არ შეესაბამება სატენდერო  მოთხოვნებს,... Read More

ოპოზიციური პარტიები არ დაგვკავშირებიან, პროპორციულ სისტემას მხარს ვუჭერთ – ხვიჩია

Comments Off on ოპოზიციური პარტიები არ დაგვკავშირებიან, პროპორციულ სისტემას მხარს ვუჭერთ – ხვიჩია

“გირჩი” მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ყველა ადამიანს, ვინც ამას ითხოვს, პარტიის მხარდაჭერა ექნება. ამის შესახებ ნეტგაზეთს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა. რაც შეეხება საინიციატოვო ჯგუფს, ხვიჩია ამბობს,... Read More

რატომ არ უერთდება პატრიოტთა ალიანსი ოპოზიციის საინიციატოვო ჯგუფს

Comments Off on რატომ არ უერთდება პატრიოტთა ალიანსი ოპოზიციის საინიციატოვო ჯგუფს

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი,ს გოჩა თევდორაძის თქმით, პარტია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს, თუმცა ოპოზიციურ საინიციატოვო ჯგუფს არ უერთდებიან. თევდორაძე განმარტავს, რომ მათთვის მიუღებელია “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად რაიმე გაერთიანებაში ყოფნა.... Read More

საარჩევნო სისტემის ცვლილებების ოპოზიციური საინიციატივო ჯგუფი 24 წევრისგან შედგება

Comments Off on საარჩევნო სისტემის ცვლილებების ოპოზიციური საინიციატივო ჯგუფი 24 წევრისგან შედგება

არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით საკონსტიტუციო ცვლილებების წარდგენის მიზნით, ოპოზიციამ საინიციატივო ჯგუფი შექმნა. როგორც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირების მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის ბიუროს უახლოეს დღეებში მიმართავენ.... Read More

უზენაესი სასამართლო 6 მედიასაშუალებას ქარტიაში უჩივის

Comments Off on უზენაესი სასამართლო 6 მედიასაშუალებას ქარტიაში უჩივის

უზენაესმა სასამართლომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა ექვსი მედიასაშუალების წინააღმდეგ ეკა ბესელიასა და სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, მზია თოდუასთან დაკავშირებული სტატიების გამო. ქარტიის საბჭოს სამდივნომ 30 იანვარს დასაშვებად ცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს... Read More

მეფუტკრეები თაფლზე გამოცხადებული ტენდერის საკითხზე მთავრობას მიმართავენ

Comments Off on მეფუტკრეები თაფლზე გამოცხადებული ტენდერის საკითხზე მთავრობას მიმართავენ

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების გამგეობა პრემიერს, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფლის მეურნეობის მინისტრს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართავს. მეფუტკრეების მიმართვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერს ეხება, რომლის მიხედვითაც შსს-სთვის,... Read More

მონდომებული ვართ ანაკლიის პორტმა საბოლოო სახე მიიღოს – ევროკომისიის წარმომადგენელი

Comments Off on მონდომებული ვართ ანაკლიის პორტმა საბოლოო სახე მიიღოს – ევროკომისიის წარმომადგენელი

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაში. ეს განცხადება მან ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ჰენრიკ ჰოლოლეის თქმით,  ანაკლიაში პორტთან... Read More

ოკუპირებული ცხინვალი პრეტენზიას აცხადებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე

Comments Off on ოკუპირებული ცხინვალი პრეტენზიას აცხადებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მცხეთა-მთიანეთის რიგ ტერიტორიებს “ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს” უწოდებს და აცხადებს, რომ “ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები ოსეთს დაუბრუნდება”. ამის შესახებ მან გერმანულ... Read More

ყაზტრანსგაზის დირექტორი სატრანსპორტო კომპანიის გენდირექტორის პოსტიდან გადადგა

Comments Off on ყაზტრანსგაზის დირექტორი სატრანსპორტო კომპანიის გენდირექტორის პოსტიდან გადადგა

ყაზტრანსგაზის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე სატრანსპორტო კომპანიის გენდირექტორის თანამდებობიდან გადადგა, თუმცა ყაზტრანგაზ-თბილისის ხელმძღვანელის პოსტს კვლავ ინარჩუნებს. მამუკა კობახიძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაციას თბილისის მერიაში ადასტურებენ. ყაზტრანგაზის დირექტოირის გადადგომის... Read More

19 საფეხმავლო ხიდი, რომლის დემონტაჟსაც თბილისის მერია გეგმავს

Comments Off on 19 საფეხმავლო ხიდი, რომლის დემონტაჟსაც თბილისის მერია გეგმავს

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში 19 საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი და მათ ნაცვლად ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება, რომელიც შუქნიშნებით რეგულირდება. როგორც მერიაში აცხადებენ, დღესდღეობით ფეხით მოსიარულეთათვის საფეხმავლო ხიდებით სარგებლობა არაკომფორტული და... Read More

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

Comments Off on ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

ეროვნული ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა.  25 საბაზისო პუნქტით შემცირების შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი 6.75%-ს შეადგენს. ეს გადაწყვეტილება სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის კომიტეტმა დღეს, 30 იანვარს მიიღო. რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ეროვნული ბანკი ინფლაციის... Read More

მარი წერეთელმა თანამდებობა დატოვა, 4 სოცმუშაკი კი გაათავისუფლეს

Comments Off on მარი წერეთელმა თანამდებობა დატოვა, 4 სოცმუშაკი კი გაათავისუფლეს

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მეურვეობა – მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა თანამდებობა დატოვა, ხოლო 4 სოცმუშაკი სააგენტოდან გაათავისუფლეს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, გადაყწვეტილება შიდა აუდიტის მოკვლევის... Read More

“გვასუნთქეთ” – თბილისის მერიასთან აქტივისტები ოქროს უბანში პარკის გაშენებას ითხოვდნენ

Comments Off on “გვასუნთქეთ” – თბილისის მერიასთან აქტივისტები ოქროს უბანში პარკის გაშენებას ითხოვდნენ

დღეს, 30 იანვარს თბილისის მერიასთან აქტივისტთა ჯგუფმა აქცია გამართა. აქტივისტები ოქროს უბანში, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კონსტიტუციის ქუჩებს შორის არსებული თავისუფალი ტერიტორიის გამწვანებას ითხოვენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი... Read More

ოპოზიცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

Comments Off on ოპოზიცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს. გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია” შემავალმა პარტიებმა, “ევროპულმა საქართველომ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” შესაბამის მემორანდუმს დღეს მოაწერეს ხელი. “25 პარტია... Read More

იუსტიციის საბჭოს წევრების ერთიანი პოზიცია თავისთავად კლანურობას არ ნიშნავს – კობახიძე

Comments Off on იუსტიციის საბჭოს წევრების ერთიანი პოზიცია თავისთავად კლანურობას არ ნიშნავს – კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში კლანების არსებობაზე საუბარი ზედმეტია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ერთერში განმარტავს, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ერთ პოზიციაზე არიან,... Read More

აფხაზური მხარის ცნობით, გალში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

Comments Off on აფხაზური მხარის ცნობით, გალში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

აფხაზეთის უშიშროების დე ფაქტო სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტთან ერთად გალში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს “საზღვრის კვეთის ბრალდებით”. მათი ცნობით, დაკავებულები არიან 40 წლის მ.კ. და 33... Read More

თსუ-ში ჯერ არ იციან, 2020 წელს არჩევით საგნებს შორის იქნება თუ არა ზოგადი უნარების გამოცდა

Comments Off on თსუ-ში ჯერ არ იციან, 2020 წელს არჩევით საგნებს შორის იქნება თუ არა ზოგადი უნარების გამოცდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ არ იციან, არჩევით საგნებს შორის იქნება თუ არა ზოგადი უნარების გამოცდა 2020 წელს. უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ამ საკითზე მსჯელობა გაიმართება. “მსჯელობის შედეგად... Read More

პატრიარქმა შეგვარიგა – ძიუდოისტები

Comments Off on პატრიარქმა შეგვარიგა – ძიუდოისტები

ერთმანეთთან დაპირისპირებული ძიუდოისტები, ასევე, ძიუდოს ფედერაციის წევრები და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდნენ, საიდანაც გამოსვლის შემდეგ განაცხადეს, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შერიგდნენ და ახლა ისევ ერთი ოჯახი არიან. ძიუდოისტთა ნაკრების... Read More

კონსტანტინოპოლი სრული გაგებით ეკიდება ჩვენს აუჩქარებლობას – მიტროპოლიტი შიო

Comments Off on კონსტანტინოპოლი სრული გაგებით ეკიდება ჩვენს აუჩქარებლობას – მიტროპოლიტი შიო

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო პატივს სცემს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აუჩქარებლობას უკრაინის საკითხზე – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოსაყრდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ჟურნალისტებს განუცხადა. “ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან ჩვენ განვიხილეთ... Read More

როგორ აფასებს მოსახლეობა პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს – NDI

Comments Off on როგორ აფასებს მოსახლეობა პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს – NDI

NDI-ის კვლევით, გამოკითხული მოქალაქეების უმეტესობა სალომე ზურაბიშვილის მოღვაწეობას პრეზიდენტის პოსტზე ნაწილობრივ დადებითად აფასებს. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, გამოკითხულთა 41% მთავრობის საქმიანობას კარგად, ხოლო 37% ცუდად აფასებს. 2018 წლის მარტის მონაცემებით,... Read More

მიტროპოლიტი ემანუელი. ფოტო: Orthodox Christian Network

ჩვენი მიზანი არ იყო აზრების თავს მოხვევა საქართველოს ეკლესიისთვის – მიტროპოლიტი ემანუელი

Comments Off on ჩვენი მიზანი არ იყო აზრების თავს მოხვევა საქართველოს ეკლესიისთვის – მიტროპოლიტი ემანუელი

კონსტანტინოპოლისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის, მიტროპოლიტ ემანუელის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა მართლმადიდებელი ეკლესიების დღის წესრიგში მყოფი საკითხები, მათ შორის უკრაინის ავტოკეფალია განიხილეს, თუმცა კონსტანტინოპოლის... Read More

საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ თანამდებობა დატოვა

Comments Off on საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ თანამდებობა დატოვა

საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ თანამდებობა დატოვა. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კუპატაძე სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. კუპატაძე ამ თანამდებობას 2017 წლის ნოემბრიდან იკავებდა. უწყებაში ჯერ არ ამბობენ, ვინ... Read More

ვენესუელის დროებითი ხელისუფლება მზადაა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება გააუქმოს

Comments Off on ვენესუელის დროებითი ხელისუფლება მზადაა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება გააუქმოს

ვენესუელის დროებითი ხელისუფლება მზად არის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება გააუქმოს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ეს განცხადება “კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ვენესუელის ეროვნული ასამბლეის მიერ ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში დანიშნულმა... Read More