მელია: წოწორიას შემთხვევა იმ ოპერიდანაა, რასაც სამართალდამცავების კანონდარღვევა ჰქვია

0 Comments

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ოთარ წოწორიას სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღის და ვაზნების ამოღება მისი დის, ევროპული სასამართლოს მოსამართლის ფაქტორს უკავშირდება. ნიკა მელიას განცხადებით, ეს საქმე  ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს. მისივე აზრით, ხელისუფლების... Read More

პროკურორი: დეკანოზის დაკავება და ჩხრეკა კანონის სრული დაცვით მოხდა

0 Comments

პროკურორი ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება და ჩხრეკა კანონის სრული დაცვით მოხდა. “მისი დაკავება, მისი ჩხრეკა მოხდა კანონის სრული დაცვით. დაკავება და ჩხრეკა სრულად ასახულია ოქმში. იგი... Read More

“მტერთან” დიალოგის უპირატესობები

0 Comments

სამშვიდობო დიალოგი თუ დროის კარგვა? ამასწინათ ფეისბუკზე ერთ პოსტს წავაწყდი. საუბარი იყო საქართველოში სომხურ-აზერბაიჯანულ მორიგ “სამშვიდობო” შეხვედრის შესახებ. შეხვედრა, როგორც წესი, ერთ-ერთი დასავლური ფონდის მიერ იყო ორგანიზებული. პოსტის ავტორი საუბრობდა... Read More

USA2Georgia ამანათების ტრანსპორტირების ფასს მხოლოდ წონით დაითვლის

0 Comments

კომპანია USA2Georgia ამანათების მოცულობით წონას აღარ დაიანგარიშებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია ამანათების ტრანსპორტირების ფასს მხოლოდ მათი რეალური, ანუ სასწორის წონის მიხედვით გამოითვლის. ცვლილება 17 მაისიდან ამოქმედდა და... Read More

ფარცხალაძის ადვოკატების ბრალდებები და თორდიას პასუხი მოწმეებზე შესაძლო ზეწოლაზე

0 Comments

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი, ლაშა თორდია საჯარო განცხადებებით თვითმხილველებზე ზეწოლას ახდენს. ადვოკატების განცხადებით, სამმა თვითმხილველმა, ვისაც ფარცხალაძის ადვოკატები საქმეზე ინფორმაციის შეგროვებისთვის შეხვდნენ, გამოკითხვაზე უარი განაცხადა: “ინფორმაციის... Read More

კოალიცია: დაფინანსების შემცირება აუტიზმის მქონე ბავშვების ინტერესს ეწინააღმდეგება

0 Comments

„კოალიცია თანასწორობისთვის“, შშმ ბავშვთა მშობლები და სხვა ხელმომწერები ეხმიანებიან თბილისის მერიის ინიციატივას, შეუმცირდეთ პროგრამით გათვალისწინებული კომპლექსური თერაპიის სეანსები აუტიზმის მქონე ბავშვებს. კოალიცია მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს... Read More

სამინისტროს თხოვნა და საპატრიარქოს პასუხი პარაფინიანი სანთლების შეზღუდვაზე

0 Comments

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო მომხრეა, ეკლესიებში პარაფინის შემცველი სანთლის გაყიდვა დარეგულირდეს. როგორც პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, საპატრიარქო იზიარებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივას, რომ პარაფინი ცვილის სანთლით... Read More

საპატრიარქო დეკანოზის პროცესის საჯაროობის მომხრეა, თუმცა მხარეთა არგუმენტებს ელოდება

0 Comments

საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესის საჯაროობის მომხრე იყო და აცხადებდა, რომ საზოგადოებას არ უნდა დარჩენოდა კითხვები ე.წ. ციანიდის საქმეზე. თუმცა, როგორც დღეს საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, საქმეში შესაძლოა არსებობდეს... Read More

პროკურატურა სხდომის დახურვის მოთხოვნისას მამალაძის პირადი ცხოვრების დაცვაზე მიუთითებს

0 Comments

დეკანოზ გიორგი მამალძის საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარე მზადაა, სასამართლოზე შესავალი სიტყვა წარმოთქვას, სადაც დეტალურად ისაუბრებენ, თუ როგორ გეგმავდა მკვლელობას ბრალდებული გიორგი მამალაძე. რა იყო მისი მოტივი... Read More

დეკანოზი: ჩემი ჩხრეკა და დაკავება აეროპორტში არ მომხდარა

0 Comments

დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, რომ დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა. მისი თქმით, იგი პროკურატურას აეროპორტში არ დაუკავებია: “ჩემი ჩხრეკა და დაკავება აეროპორტში არ მომხდარა. როდესაც ჩავჯექი მანქანაში, რამდენიმე წამის მერე მოხდა აუხსნელად დაკავება.... Read More

დეკანოზის ადვოკატი: პროკურატურას ბევრი აქვს დასამალი, ამიტომ ითხოვს პროცესის დახურვას

0 Comments

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესი უნდა იყოს ღია: “ჩვენი პოზიცია კვლავ არის უცვლელი – სასამართლო უნდა იყოს აუცილებლად ღია, რათა მიეცეს როგორც ადგილობრივ, ისე... Read More

“აეროსმიტის” კონცერტზე ბლექ სი არენასთან მგზავრები მატარებლით მისვლას შეძლებენ

0 Comments

საკონცერტო დარბაზ “ბლექ სი არენასთან” დაახლოებით 400 მეტრში მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური მოეწყო, რომელიც პირველად ჯგუფ “აეროსმიტის” კონცერტზე ჩასულ მგზავრებს მოემსახურება. მგზავრები მატარებლიდან პირდაპირ საკონცერტო დარბაზთან შეძლებენ მისვლას. როგორც “საქართველოს რკინიგზის”... Read More

mfx capital-ის საქმე: $1, 5 მლნ-ის გაფლანგვაში ბრალდებულებს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ

0 Comments

წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის ბრალდებით ორი პირს დაუსწრებლად შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოში რეგისტრირებული შპს „ემეფიქს ბროკერ ჯორჯია“- ს და შპს „ემეფიქს... Read More

გამარტივდება თუ არა საბერძნეთში ქართველი არალეგალების ლეგალიზაცია? – ელჩის განმარტებები

0 Comments

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, საბერძნეთთან დაიწყეს კონსულტაციები საბერძნეთში მცხოვრები ქართველი არალეგალებისთვის ლეგალიზაციის გამარტივებასთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტული წინადადებები ბერძნული მხარისთვის ჯერ არ შეუთავაზებიათ. ამასთან, რაიმე სპეციალური გამარტივებული პროცედურები არ იქნება მორგებული... Read More

“ეროვნული ფორუმი” უსუფაშვილთან თანამშრომლობის შესახებ კონსულტაციებს მართავს

0 Comments

პარტია “ეროვნული ფორუმის” წევრის, ანი მიროტაძის განცხადებით, პარტია ამ ეტაპზე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან კონსულტაციებს გადის. მათ შორის, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან, რომელმაც ახალი პარტიის შექმნაზე აპრილში განაცხადა. მიროტაძე არ... Read More

ოთარ წოწორია ჩხრეკას და იარაღის ამოღებას თავისი დის წინააღმდეგ მიმართულად აფასებს

0 Comments

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმა, ოთარ წოწორია მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას თავისი დის საქმიანობას უკავშირებს. იგი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, რომლებიც პოლიციამ... Read More

“ქულების დაწერას თავი რომ დაანებოთ” – აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების უშედეგო შეხვედრა მერიაში

0 Comments

ერთსაათიანი და ხმაურიანი შეხვედრა თბილისის მერიაში უშედეგოდ დასრულდა. აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები ახლა საკრებულოსთან გეგმავენ მოლაპარაკებას, რათა აუტიზმის მართვის ქვეპროგრამაში, რომელსაც მერია აფინანსებს, ცვლილება არ შევიდეს. თუ საკრებულოც მერიის მხარეს... Read More