ხელოვნება

ერთი მოთხრობის კონკურსი

20 მაისი, 2011 • • 1357
ერთი მოთხრობის კონკურსი

დღეს “ერთი მოთხრობის კონკურსის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საუკეთესო ხუთეული 5– კაციანმა ჟიურიმ შეაფასა,რომელთა შორის, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი და მისი ძმა, ზურაბ სამადაშვილი იყვნენ.

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სადაც დღეს დაჯილდოვება გაიმართა, კონკურსში 43–მა ავტორმა მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო ხუთეული ასე დაკომპლექტდა:

1. ლევან სებისკვერაძე –ისინი მოდიან (1500 ლარი)

2. ეკატერინე ტოგონიძე – მარჯვნიდან მარცხნივ (1200 ლარი)

3. ალექსანდრე ქურხული – უკანასკნელი მამლუქი (1000 ლარი)

4. რატი რატიანი – დალაქისა და მისი შეყვარებულის ამბავი ათას ერთი ღამიდან (600 ლარი)

5. მარიამ ტაბაღუა – მარი, რომელიც იცინოდა (500 ლარი)

კონკურსის გამარჯვებულები 5– კაციანმა ჟიურიმ გამოავლინა. ჟიურის წევრები იყვნენ : ზაალ სამადაშვილი – მწერალი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე; ზურა სამადაშვილი – მწერალი; ივანე ამირხანაშვილი – ლიტერატურის კრიტიკოსი,  მიხო მოსულიშვილი – მწერალი, ირაკლი ჯავახაძე – მწერალი, `”ლიტერატურული გაზეთის” რედაქტორი.

კონკურსი ლიტერატურულმა გაზეთმა 2010 წლიდან წამოიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი