ხელოვნება

მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტი ფილმს არ გაახმოვანებს

13 მაისი, 2011 • 1758
მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტი ფილმს არ გაახმოვანებს

ნეტგაზეთთან საუბარში პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილს ფილმში „აგვისტოს 5 დღე“ ქართულ ენაზე თავად მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გაახმოვანებს.

დღეს რამდენიმე ქართულ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რენე ჰარლინის ფილმის გმირს, საქართველოს პრეზიდენტს, ქართულად თავად მიხეილ სააკაშვილი გაახმოვანებდა.

„ეს, ალბათ, რაღაც გაუგებრობა იყო“, –აცხადებს მანჯგალაძე.

ფილმში საქართველოს პრეზიდენტის როლს მსახიობი ენდი გარსია ასრულებს.

ფილმი 2008 წლის ომზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი