ხელოვნება

საქართველო: თბილისს ფესტივალის ფანტომი აედევნა?

10 მაისი, 2011 • 1175
საქართველო: თბილისს ფესტივალის ფანტომი აედევნა?

წუილის ხმა, რომელიც საქართველოდან ისმის, გიტარის გამაძლიერებლის ექო არ არის. როგორც ჩანს, ის MTV-ის სპონსორობით დაგეგმილი როკ-ფესტივალის დამუხრუჭების ხმაა.

წუილის ხმა, რომელიც საქართველოდან ისმის, გიტარის გამაძლიერებლის ექო არ არის. როგორც ჩანს, ის MTV-ის სპონსორობით დაგეგმილი როკ-ფესტივალის დამუხრუჭების ხმაა.

ხმები ამ კონცერტის შესახებ თბილისში შარშან, დეკემბერში გავრცელდა. ყოფილ საბჭოთა კავშირში ის MTV-ის სპონსორობით გამართული პირველი ღონისძიება იქნებოდა და ქართველი ჩინოვნიკები იმედოვნებდნენ, რომ როკ-ფესტივალი მათ ქვეყანას ამ არაოფიციალური მუსიკის მოყვარულ ტურისტთა რუკაზე მოაქცევდა. MTV-ის ევროპის ქსელისა (MTV Networks Europe) და საქართველოს მთავრობის 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების (პირველი სამწლიანი ტრანში) კონტრაქტი სამ კონცერტს მოიცავდა, აქედან 2011 წლის კონცერტი ითვალისწინებდა გლობალურ სარეკლამო კამპანიას, მსოფლიოს ერთ ან ორ საერთაშორისო პოპ-ვარსკვლავს და კერძო სპონსორების დაფინანსებას.

მას შემდეგ ექვსი თვე გავიდა, მაგრამ MTV ფაქტს საჯაროდ არ ადასტურებს. EurasiaNet.org-ის მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, MTV-სთან კონცერტთან დაკავშირებულ გეგმებზე ესაუბრა, MTV-ის ქსელმა ისიც კი არ დაადასტურა, საერთოდ ჩატარდება თუ არა მსგავი კონცერტი, როგორც ეს „2011 წლის ზაფხულის დასაწყისში“ შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ბათუმში იგეგმებოდა. 4 მაისს MTV -ს დამფუძნებელმა კომპანია Viacom-მა EurasiaNet.org-ს განუცხადა, რომ კომპანიის პოლიტიკა კრძალავს კომენტარის გაკეთებას ისეთ მოვლენებზე, რომლებიც ჯერ „არ გამოცხადებულა“.

თუმცა საქართველოს მთავრობამ ის უკვე გამოაცხადა. შარშან, დეკემბერში, საქართველოს კულტურის სამინისტრომ პრესისთვის მოკლე განცხადება გაავრცელა, რომელიც კონცერტის შესახებ დღემდე ერთადერთი ოფიციალური შეტყობინებაა. მას შემდეგ მთავრობა უჩვეულო თავშეკავებას ავლენდა იმის მიმართ, რასაც თავდაპირველად „საქართველოსადმი, მასობრივი საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას“ უწოდებდა.

პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის სპიკერმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა EurasiaNet.org-ს განუცხადა, რომ (ახლა უკვე ივლისისთვის დაგეგმილი) კონცერტის ჩატარება ძალაში რჩება და MTV განცხადებას ამ თვის ბოლოს გააკეთებს.

მაგრამ ბათუმში რეკონსტრუირებულ შავი ზღვის სანაპირო ქალაქში, სადაც 121 800 ადამიანი ცხოვრობს, იმის არანაირი ნიშანწყალი არ იგრძნობა, რომ ქალაქი ტურისტული სეზონის პიკში ათასობით ახალგაზრდა მუსიკის თაყვანისმცემლის მასპინძლობისთვის ემზადება. აპრილში ადგილობრივი ხელისუფლების ჩინოვნიკებმა (იმ უწყებების შესაბამისად, საიდანაც ინფორმაცია გამოვითხოვეთ) EurasiaNet.org-ს კონცერტების სხვადასხვა შესაძლო თარიღები აცნობეს, რაც ივნისის და აგვისტოს თვეებს მოიცავდა. ბათუმის სასტუმროების მფლობელებს, ღამის კლუბების მეპატრონეებსა და თბილისის ტუროპერატორებს მოსალოდნელი კონცერტის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ.

როგორც ეს თავდაპირველად ითქვა, ღონისძიება, რომელსაც MTV-ი მალტაში ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის სახით აწყობს, არ არის იმ ტიპის მოვლენა, რომლიც ბოლო წუთს შეიძლება დაიგეგმოს. აჭარაში, სადაც ბათუმი მდებარეობს, დაახლოებით 7 000 სასტუმრო ოთახი და შეზღუდული რაოდენობის კაფეები და რესტორნებია – მწირი პირობები ადამიანთა იმ რაოდენობისთვის, რომელიც კუნძულ მალტაზე ათობით-ათასს აღწევს.

ქალაქის ყველაზე დიდმა სასტუმრომ ”ბათუმის შერატონი”, სადაც 202 ოთახია, არ უპასუხა ჩვენს თხოვნას MTV-სთვის მისი პირადი მზადების შესახებ მოეთხრო.

გაურკვეველია ასევე სატრანსპორტო გადაადგილების გეგმა ბათუმისკენ და პირიქით. ბათუმი თბილისიდან დასავლეთით 350 კილომეტრში მდებარეობს. გახანგრძლივებული რეკონსტრუქციისა და ქუჩების რეაბილიტაციის პროცესის გამო ქალაქის ზოგიერთი ნაწილი გაუვალია, თუმცა ადგილობრივი მთავრობა ირწმუნება, რომ ქუჩები ივნისის ბოლოს ტურისტული სეზონის დაწყებამდე, კარგ მდგომარებაში იქნება.

MTV-ს კონცერტი არ არის ის ერთადერთი საერთშორისო ღონისძიება, რომლსაც ბათუმში ამ ზაფხულში ელოდებიან. 3 ივლისს ქალაქის „პიაცაზე“ 1980-იანი წლების როკ-ლეგენდის სტინგის და ამერიკელი ინსტრუმენტალისტის (საყვირი) კრის ბოტის კონცერტი იგეგმება, ჯაზის საერთაშორისო ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. ორივე ღონისძიების სარეკლამო კამპანია დაწყებულია,  რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს იმ დეფიციტს, რაც MTV-ს ბათუმური ღონისძიებისთვის მზადების მხრივ იგრძნობა. მალტაში MTV-ს წლევანდელი ივნისის ფესტივალისთვის მზადება (ღონისძიების ხუთი წლისთავი) და მისი სარეკლამო კამპანია ევროპულმა ქსელმა თებერვალში დაიწყო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვაჟა დიასამიძემ, EurasiaNet.org-ს განუცხადა, რომ მას არ შეუძლია MTV-ს კონცერტის თარიღის ან ღონისძიებისთვის მზადების შესახებ კომენტარის გაკეთება, რადგან ამ საკითხზე თბილისში ცენტრალური მთავრობა მუშაობს. მისი თქმით, EurasiaNet.org ერთადერთი არ არის, ვისაც ეს ინფორმაცია აინტერესებს. „მეც ველოდები“ – თქვა დიასამიძემ.

თარგმანი: http://foreignpress.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი