ხელოვნება

სვანეთი, არქივი და ორი ქვეყნის ერთობლივი ფილმი

28 მარტი, 2011 • • 1081
სვანეთი, არქივი და ორი ქვეყნის ერთობლივი ფილმი

დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში “აზერბაიჯან ფილმის” სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, “Умри Отмщенным” გადაღება  დაიწყება.

ფილმის გადაღებები უკვე დასრულდა სვანეთში, სადაც, სცენარის მიხედვით, აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩამოსული გერმანელი ცხოვრობდა. მისი შთამომავალი კი წინაპრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ არქივში ეძებს, რაშიც მას დახმარებას არქივის თანამშრომლები გაუწევენ.

გადაღებები კინოსტუდია “ქართული ფილმის” მონაწილეობით მიმდინარეობს.
ფილმში მოქმედება აზერბაიჯანში, საქართველოსა და გერმანიაში ვითარდება და 1941 წელს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან გერმანელების შუა აზიაში გადასახლების მოვლენებს ასახავს.

ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი ოქტაი მირ-კასიმია
საქართველოს მხრიდან ფილმის პროდიუსერი ანდრეი ლოგვინოვია;
მეორე რეჟისორი _ ელისო ჭანტურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი