ხელოვნება

‘შუშანიკის შვილები’ ლიტერატურის მუზეუმში

11 მარტი, 2011 • • 1518
‘შუშანიკის შვილები’ ლიტერატურის მუზეუმში

დღეს, 11 მარტს, ლიტერატურის მუზეუმში ანა კორძაია სამადაშვილის წიგნის “შუშანიკის შვილების” პრეტენტაცია გაიმართა. წიგნი გამომცემლობა ბაკურ სულაკაურმა ლიტერატურულ პრემია საბაზე საუკეთესო რომანის ნომინაციით წარადგინა.

რომანის მთავარი გმირი ერთი ქალია, რომელსაც შუშანიკი ჰქვია. იგი თბილისის  ერთ–ერთ ძველ ქუჩაზე, თაღთან ცხოვრობს, სადაც უამრავი საოცარი მცენარე ხარობს. შუშანიკი ღამღამობით აივანზე გამოდის და თმას ივარცხნის. მისი თმა ევლება მთელ თბილისს, ყოველ ქუჩასა და  სახლს.  ვინც მარტო წევს, მათ შუშანიკი ეუბნება, რომ ძალიან უყვარს. თუ წყვილი წევს, შუშანიკის თმით ისინი უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს.

“ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძალიან ვღელავ, როდესაც ჩემი წიგნი გამოდის. ეტყობა, მეტისმეტად ძვირად მიღირს ეს წიგნი”,–ამბობს ანა კორძაია სამადაშვილი.

ანა კორძაია სამადაშვილმა ახალი რომანი თითქმის ხუთწლიანი ინტერვალის შემდეგ გამოსცა. დღეს ახალი რომანის პრეზენტაცია ლიტერატურის მუზეუმში შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი