ხელოვნება

ასოციაცია ქართული კინოპროდუქციის ლეგალიზაციისთვის

9 თებერვალი, 2011 • 1129
ასოციაცია ქართული კინოპროდუქციის ლეგალიზაციისთვის

ინტერნეტსივრცეში  ქართული კინოპროდუქციის არალეგალურად განთავსების აღკვეთის გზების მოძიებასა და მის შედგომ პრევენციას გულისხმობს ახალი პროექტი, რომლის პრეზენტაციაც გამართა “კინოპროდუქციის დაცვისა და განვითარების ასოციაციამ” სასტუმროში HOLIDAY INN.

პროექტის – “ლიცენზირებული კინოპროდუქციის ინტერნეტ დისტრიბუცია და საავტორო უფლებების დაცვა” – პრეზენტაცია წარმოადგინეს: ასოციაციის თავმჯდომარემ, პროდიუსერმა ნინო გამრეკელმა, ასოციაციის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, ადვოკატმა გიგა კობალაძემ და ვიდეო პორტალ myvideo.ge-ს ინტერნეტ კინოთეატრის მენეჯერმა სოსო ბლიაძემ.

“კინოპროდუქციის დაცვისა და განვითარების ასოციაციის” მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კინოპროდუქციის  ლეგალიზაციას და საავტორო უფლებების დაცვას. ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი იზრუნებენ ქართულ ბაზარზე დისტრიბუციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე, ლეგალური პროდუქციის შექმნასა და მისი რეალიზაციის ხელშეწყობაზე. 

ასოციაციის საქმიანობას მხარს უჭერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. პროექტის პირველი ეტაპი კი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი