კინოხელოვნება

ფილმი რუსეთ-საქართველოს ომზე– დაფინანსება

18 იანვარი, 2011 • 2537
ფილმი რუსეთ-საქართველოს ომზე– დაფინანსება

რუსეთ –საქართველოს ომზე გადაღებული ფილმის ბიუჯეტი, IMDB-ის (ფილმების მონაცემთა ბაზა ინტერნეტში) მიხედვით, 20 მილიონი დოლარია. ფილმის პროდიუსერი, პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ფილმის საბოლოო ბიუჯეტი ოც მილიონამდე ავა.

ამავე ინტერნეტ გვერდის მიხედვით, ფილმს ორი საპროდიუსერო კომპანია წარმოადგენს: ამერიკული რექს  მედია და ჯორჯიან ინტერნეიშენალ ფილმი. ეს უკანასკნელი 2009 წლის 1 იანვარს კალიფორნიაში დარეგისტრირდა. ნაყოფიას დეკლარაციის მიხედვით, მისი შვილი, ნიკოლოზ ნაყოფია, ჯორჯიან ინტერნეიშენალ ფილმის პარტნიორია, რასაც ნეტგაზეთთან საუბარში ბატონი კობაც ადასტურებს. ამერიკელი რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმი ეკრანებზე, სავარაუდოდ, მარტში გამოვა.

ვინ დააფინანსა აგვისტოს ხუთი დღე და რა ფუნქია ჰქონდათ პარლამენტის წევრ კობა ნაყოფიას და დიასპორის საკითხებში მინისტრ მირზა (პაპუნა) დავითაიას? – ამ საკითხებთან დაკავშირებით წაიკითხეთ ნეტგაზეთის ინტერვიუ კობა ნაყოფიასთან:

რა გევალებოდათ თქვენ და რას აკეთებდით, როგორც ამ ფილმის პროდიუსერი?

პროდიუსერები (მე მარტო არ ვარ) არიან ამ იდეის ავტორები. პროდიუსერების მოვალეობაშია მთლიანი მონიტორინგი, ფილმის იმიჯინგი, პროდაქშენი, პრეპროდაქშენი, პოსტპროდაქშენი, თანხების მოზიდვა, გადაღების პროცესზე კონტროლი და ა.შ.

ჯერ უნდა დაიბადოს იდეა, შემდეგ უნდა მოხდეს ფექიჯინგი ( შეფუთვა), შემდეგ უნდა მოხდეს პრეპროდაქშენი, შემდეგ პროდაქშენი, ანუ გადაღება, შემდეგ შავი მასალის თეთრზე გადატანა, ანუ პოსტპროდაქშენი და შემდეგ სეილები (გაყიდვები).

თქვენი იდეა იყო ფილმის გადაღება?

დიახ, ჩვენი იდეა იყო და გადავიღეთ ფილმი. ჩვენ ბევრი იდეა გვქონდა. თქვენ ხომ გიყვართ თქვენი ქვეყანა და ფიქრობთ, რა შეიძლება გააკეთოთ ქვეყნისთვის, მსოფლიომ რომ იცოდეს მეტი თქვენი ქვეყნის შესახებ, რეალური სურათი რომ იცოდეს?! ფილმს ძალიან დიდი ძალა აქვს. მე და პაპუნა ბევრს ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა და როგორ გაგვეკეთებინა. ჩვენ ვმეგობრობთ დიდი ხანია. ამ საუბარში წამოიჭრა იდეა, ფილმი ხომ არ გავვეკეთებინა.

რენი ჰარლენიც თქვენ აირჩიეთ ფილმის რეჟისორად?

ეს რეჟისორი ჩვენ ავირჩიეთ, დიახ. ჩვენ ფილმ მარკეტზე ვიპოვნეთ ამერიკელი პარტნიორი და მან გვაპოვნინა რენი ჰარლენი.

აც შეეხება ორ კომპანიას, რომლებიც, ასევე, ფილმის პროდიუსერები არიან რექს მედია და ჯორჯიან ინტერნეიშენალ ფილმი?

იცით, როგორ ხდება ფილმის დაფინანსება? როცა ფილმს დააპაკეტებთ, ფილმის ბიუჯეტი ისაზღვრება, მიდიხარ ბანკში და უმტკიცებ ბანკს, რომ შეგიძლია ასეთი ფილმი გადაიღო, გაყიდო და ამდენი შემოსავალი გქონდეს. ეს ფილმი მთლიანად არის კომერციული და მთლიანად არის დაფინანსებული ბანკიდან მოზიდული სესხებით, ჩვეულებრივ, როგორც ხდება ამერიკაში.

ესხი საქართველოში აიღეთ, თუ ამერიკაში?

სესხები ნაწილობრივ  ამერიკაშია მოზიდული და ნაწილობრივ – საქართველოში. არის პროცესები, რომლებსაც ადგილობრივი ბანკები აკონტროლებენ და ხედავენ. მაგალითად, პროდაქშენი, გადაღება საქართველოში ხდებოდა, პოსტპროდაქშენი– ამერიკაში. როცა პროდაქშენი გაკეთებული გაქვს და მასალა გიდევს,  ჩვეულებრივად მიდიხარ ბანკში. რამდენიმე ბანკს მივმართეთ, ერთ-ერთმა გვითხრა, რომ ჩვენ დაგაფინანსებთო. ძალიან შრომატევადია, ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ, ფინანსისტების და იურისტების დიდი სტაფი იყო ჩართული. გვყავს ამერიკელი პარტნიორი, რომლის ინტერესიც არის წმინდად კომერციული, ამერიკან ფილმ მარკეტზე გავიტანეთ ფილმი, ვიპოვნეთ გაყიდვების, დისტრიბუციის პარტნიორები და მინდა გითხრათ, რომ ფილმის საკითხი ძალიან კარგად მიდის. ჩვენ არ გვეგონა, იმიტომ, რომ ეს პირველი იყო. ზოგადად, ინდუსტრია ძალიან მომეწონა და ძალიან დავინტერესდი. ამ პროცესში დავინახე, რომ მეორე პროექტს გაცილებით კარგად გავაკეთებ. ყველა დაინტერესდა – რა და როგორ, მე მეცინება, იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივი კომერციული პროექტია. დისტრიბუტორებთან კონტრაქტების გაფორმებას უკვე ვასრულებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნება. რენი ჰარლენი ძალიან ცნობილი რეჟისორია, მას წარუმატებელი პროექტი არ ჰქონია.

რექს მედიას და ჯორჯიან ინტერნეიშენალ ფილმს არ ჰქონიათ თანხები ჩადებული?

თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ, პარტნიორები ვსხედვართ და ვფიქრობთ, რომ ფული უნდა მოვიზიდოთ. რა აუცილებელია, რომ თქვენ ფული ჩადოთ? მე ყოველთვის ვამბობ, რომ ფული არის ბანკში,

ანუ 20 მილიონი დოლარი მოგცათ ბანკმა?

არა, რატომ 20 მილიონი? ჯერ ერთი, 20 მილიონი არა.

IMDB-ის ბაზაზე წერია ფილმის ბიუჯეტია– 20 მილიონი.

გასაგებია, ხომ. 20–მდე ავა, ალბათ, დაახლოებით.

რეკლამა და პრომოუშენიც ამ თანხაში შედის?

დისტრიბუტორი რომ იყიდის, ის თავად გადაწყვეტს, უფრო მეტი დახარჯოს, თუ –უფრო ნაკლები. ეს დისტრიბუტორის საქმეა. პროდაქშენი და დისტრიბუცია სულ სხვადასხვა ბიზნესია.

ეს ჩვეულებრივი ბიზნესია. თქვენ პამპერსის წარმოება რომ გინდოდეთ, ბაზრის გათვლა და პროექტი გაკეთებული რომ გქონდეთ, ბანკი ფულს არ მოგცემთ? ყველა პროექტი საბანკო დაფინანსებით ხდება. რატომ უნდა გაგიკვირდეთ ბანკის დაფინანსება?!

თქვენ რომელმა ბანკმა დაგაფინანსათ?

საქართველოში „საქართველოს ბანკმა“. დაფინანსების 4-5 წყარო გვაქვს.

ექს მედიის ფუნქცია რ არის?

რექს მედი არის ჩვენი მედიატორი, პარტნიორი. ეს არის ჩვენი პარტნიორი, ვისთან ერთადაც დავაპაკეტეთ ფილმი. რომელმაც გვაპოვნინა ვრაითერი, რეჟისორი. ერთად მივედით ბანკში, ამერიკულ საფინანსო სექტორებთან რომ მიდიხარ, არ გენდობიან საქართველოდან ჩასულს. კი, მოგისმენენ, ყველაფერი, მაგრამ ნაცნობობაც უნდა იყოს. ამიტომ გჭირდება პარტნიორი, იმიტომ, რომ ეს ფილმი ამერიკულია. გადაღება იქ არ ყოფილა, მაგრამ წმინდად ჰოლივუდური ფილმია. პარტნიორი გვჭირდებოდა, ჩვენთვის ეს იყო პირველი. სერიოზულად ვფიქრობ, რომ ამ ინდუსტრიაში გავაგრძელო მუშაობა.

ეორე კომპანიაორჯიან ინტერნეიშენალ ფილმი?

ესეც ამერიკული კომპანიაა.

ქართველი პარტნიორები არ ყავს?

დიახ, აბა, ჩვენ ვინ ვართ?!

მეწილეს ვგულისხმობ

ამ ფილმის პარტნიორები არიან: ერთი – ჩემი შვილი და მეორე – პაპუნა. მე განათლებით ეკონომისტი ვარ, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რძის პროდუქტების წარმოება მომიტანს მოგებას, თუ – ფილმი. ჩემთვის ყველა პროექტი არის კომერციული. მე ასე ვუყურებ. პროექტი უნდა აკეთო კომერციული და თუ გინდა ვიღაცას სოციალურად დაეხმარო, კომერციული პროექტის ფარგლებში, მაგალითად, უნდა იცოდე, რომ მე დავხარჯავ წელს სოციალური პროექტების დაფინანსებაში რაღაც X თანხას.

პაპუნა ამ სფეროში გამოცდილი ადამიანია, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს ადამიანი გავიცანი და მასთან ვმეგობრობ. ის განათლებით სანახევროდ რეჟისორია.

მიხარია, რომ პირველი ერთობლივი პროექტი ჰოლივუდ–საქართველოსი განხორციელდა და ეს ძალიან დიდი პროექტების დასაწყისი იქნება.

ოდის შედგება პრემიერა?

დისტრიბუტორები გადაწყვეტენ. ჩვენი ფუნქცია მთავრდება სეილებთან, დისტრიბუტორებამდე.

ფილმში შეიცვალა რამე? იყო საუბრები, რომ ფილმში კორექტივები შევიდა, იმიტომ, რომ არ იყო მოწონებული.

ეს არის აბსურდი, რა ცვლილება?! ამერიკელები იღებენ. თქვენ ძალიან ისე უყურებთ, ის რეჟისორია, ამხელა სახელია, შენ მიხვიდე და დააჩეხინო, გადააკეთე-გადმოაკეთე, შეიძლება გითხრას, წადი ახლა და შენ გააკეთეო. მის პოლიტიკაში ვერ ჩაერევი. თუ გვინდოდა, რომ ჩვენი აზრი გაგვეტანა, მოდი, იქნებ ასე სჯობდესო, ამას სამი დღე ვამზადებდით, როგორ უნდა გვეთქვა. არ არის ასე მარტივი, თქვენ რომ გგონიათ. შავი ვარიანტი იყო, 7 თუ 8 გვქონდა. ნებისმიერ რეჟისორს კითხეთ, პირველი ვერსია, შავი ვერსია, რომელსაც რეჟისორი დადებს, ის ცვლილებებს განიცდის.

ახლა დასრულებულია?

დიახ, ახლა დასრულებულია. ჩვენში გვჩვევია, ვიღაც რაღაც ჭორს დააგდებს, სულ ეჭვებში ვცხოვრობთ. თქვენ იცით, რომ შვიდი კვირა მიმდინარეობდა პროდაქშენი. თითოეული დღე ღირს ფული. მე მომეწონა, პეტრეს მოეწონა და ივანეს არ მოეწონა, ასე არ არის. ეს ყველაფერი ფული ღირს.

რეზიდენტმა ნახა ეს ფილმი?

მე არ ვიცი.

ვინ ნახა ეს ფილმი, თუ აჩევენეთ, მაგალითად, მეგობრებს?

არა, იმიტომ, რომ დისტრიბუტორის მოთხოვნაა. სადმე რომ გაიპაროს, ხომ დავღუპავ დისტრიბუტორს, მან ხომ უნდა გაყიდოს ფილმი?! ჩვენ ეს კონტრაქტშიც გვიდევს.

აპრემიერო ჩვენება, შესაბამისად, თქვენზე არ არის დამოკიდებული?

არა, დისტრიბუტორზეა დამოკიდებული. ამერიკა და კანადა, ამერიკულმა კომპანიამ იყიდა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, წინა აზია, იაპონელებს ველოდებით. აფრიკა მთლიანად გავყიდეთ, სამხრეთ ამერიკას ველოდებით.

რაც მალე გამოვა, მე დაინტერესებული ვარ. ბანკები და ა.შ. ყველა ფულს ელოდება, მაგრამ ინდუსტრიის სტანდარტებს არღვევს და ფილმს შეუშლის ხელს. ახლა რომ პრემიერა გავაკეთო და ფილმს შეუშალოს ხელი, მინდა მე ახლა ფინანსური პრობლემები?!

ეს პროექტი კომერციულია. დამიჯერეთ, ყველა პროექტი, რომელიც არ არის კომერციული,  არ არის წარმატებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი