ხელოვნება

პენ მარათონი 2010–ის გამარჯვებულები

28 დეკემბერი, 2010 • • 1475
პენ მარათონი 2010–ის გამარჯვებულები
ლიტერატურული კონკურსის, პენ მარათონი 2010–ის დაჯილდოვების ცერემონიალი დღეს შედგა. 27 კონკურსანტიდან სამი საპრიზო ადგილის მფლობელის ვინაობა უკვე ცნობილია. ასევე ცნობილია ათი ადამიანი, რომლის მოთხრობებიც შევიდა გამომცემლობა დიოგენეს მიერ გამოცემულ მოთხრობათა კრებულში.

ნინო გუგეშაშვილი კიდევ ერთხელ გახდა პენ მართონის გამარჯვებული. სამი ათასი ლარი და სპეციალური ვერცხლის პრიზი სწორედ მას ერგო მოთხრობისთვის, რომლებიც სპეციალურად კონკურსისთვის ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში დაწერა.

ბესო სოლომონაშვილმა ფულადი ჯილდო 1500 ლარი მიიღო,  ჟიურისგან მას კონკურსის მეორე ადგილი ერგო.

ირმა არჩუაშვილმა მესამე ადგილი და ფულადი ჯილდო 1000 ლარი მიიღო.

სამივე მათგანის ბაწარმოები შევიდა ათ საუკეთესო მოთხრობაში, რომელიც “დიოგენემ”კრებულის სახით გამოუშვა.

ჯანო ჯიქიძე, პაატა ბერიკაშვილი, თამუნა ნადარეიშვილი, მაკა ლდოკონენი, თამაზ დევიძე, სოფო ვარდიაშვილი და ლევან ლორი იმ შვიდი მოთხრობის ავტორები არიან, რომლებიც ასევე მოხვდნენ კრებულში.

წლევანდელ კონკურსში მონაწილეობას ცნობილი მწერლებიც იღებდნენ. მათ შორის, ზურაბ ლეჟავა, თეონა დოლენჯაშვილი, ბესო ხვედელიძე და სხვები.

2010 წლის 11-12 დეკემბერს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში, ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი პენ მართონი 2010.

თითოეულ კონკურსანტს 30 საათის განმავლობაში  უნდა დაეწერა ორიგინალური პროზაული ნაწარმოები.

წლევანდელი კონკურსის თემა იყო მგზავრის წერილები.

 2010 წელს პენ მარათონი სამწლიანი პაუზის შემდეგ გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი