ხელოვნება

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს დიტო ცინცაძის ფილმით დაიხურება

5 დეკემბერი, 2015 • 1267
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს დიტო ცინცაძის ფილმით დაიხურება

რიგით მე-16 თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს, 5 დეკემბერს, 19:30 საათზე კინოთეატრ ამირანში დიტო ცინცაძის ფილმით „ბედნიერების ღმერთი“ დაიხურება.

ფესტივალი წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას მიეძღვნა. ქალთახედვა/”Women Eyes“ – სექციის ფარგლებში მოეწყო ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება. მათი ნამუშევრები ფესტივალის სხვა სექციების ფოკუსშიც იყო წარმოდგენილი.

წლევანდელი ფესტივალის რჩეული ფერი იასამნისფერი იყო, რაც ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კამპანიის სიმბოლოა. კინოჩვენებების გარდა, ფესტივალის ფარგლებში მოეწყო დისკუსიები ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და ქალის, როგორც საზოგადოებრივად აქტიური ფიგურის საკითხის გარშემო. ლექცია-დისკუსიები ადგილობრივმა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან მოწვეულმა მომხსენებლებმა გამართეს.

თბილისის კინოფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც ევროპელი კინორეჟისორების 9 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი