ხელოვნება

კინოფესტივალი 63 ფილმით

6 დეკემბერი, 2010 • • 1023
კინოფესტივალი 63 ფილმით

63 ახალი ფილმის ნახვის შესაძლებლობა თბილისის მეთერთმეტე საერთაშორისო კინოფესტივალის მაყურებელს კინოთეატრ ამირანსა და რუსთაველში შეეძლება.

ფესტივალს დღეს კინოთეატრ ამირანში  ოთარ იოსელიანის ფილმი „შანტრაპა“გახსნის. ფესტივალის მონაწილე დანარჩენი ფილმების ნახვა კი მსურველებს „რუსთაველსა“ და „ამირანში“ შეეძლებათ. 

“იქნება უფასო მასტერკლასები ახალგაზრდა კინემატოგრაფებისთვის ისეთ თემებზე, როგორებიცაა, თუ როგორ გადავიღოთ მცირებიუჯეტიანი ფილმები”,-ამბობს ნინო ანჯაფარიძე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი.

ფესტივალი კონკურსის  ფორმატით წარიმართება და საერთაშორისო ჟიური გამარჯვებულ რეჟისორებსა და ფილმებს გამოავლენს, რომელთაც ოქროსა და ვერცხლის პრომეთეს ქანდაკებას გადასცემენ.   ჟიურის ხელმძღვანელია სერბი რეჟისორი ჟილმერ ჟილნიკი.

ფესტივალს 12 დეკემბერს ალეკო ცაბაძის ნამუშევარი „რენე მიდის ჰოლივუდში“ დახურავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი