კინოხელოვნება

იოსელიანის შანტრაპა, გოგატიშვილის ქრონიკები და ფესტივალის პირველი ფილმი

7 დეკემბერი, 2010 • • 2244
იოსელიანის შანტრაპა, გოგატიშვილის ქრონიკები და ფესტივალის პირველი ფილმი

ოთარ იოსელიანის ფილმით შანტრაპა გუშინ თბილისის მე–11  საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა.

იოსელიანის გამოსვლას დიდი ოვაციები მოჰყვა. ფესტივალის მაყურებელს მან ფილმი – „შანტრაპა“ წარუდგინა. შანტრაპა იოსელიანის ახალი, ავტობიოგრაფიული ფილმია. ეს ის ფილმია, რომლითაც წელს ბათუმის კინოფესტივალი დაიხურა. ასე რომ, ქართველი კინომოყვარულებისთვის „შანტრაპა“  არ იყო უცხო. სამაგიეროდ უცხო იყო ის, რომ ფილმს არ ახლდა სუბტიტრები, უფრო სწორად კი, მთელი სეანსის განმავლობაში ინგლისური სუბტიტრები კუთხეში, პატარა ეკრანზე გადიოდა. როგორც თვითონ  რეჟისორმა თქვა, ეს მისი გადაწყვეტილება იყო. „მე ვაჩვენებ ამ ფილმს ჩემ თანამემამულეებს და ელექტრონული სუბტიტრები, რომლებიც გარკვეულ ადგილს დაიკავებს, არაა საჭირო. ამ ფილმს პრინციპში თარგმანი არ სჭირდება, მაგრამ უცხოელებისთვის, ვისაც ტექსტი უფრო აინტერესებს, კუთხეში იქნება სუბტიტრები.“ – თქვა მან.

 

 ოთარ იოსელიანის მიმართვის შემდეგ მისივე ფილმი „შანტრაპა“ დაიწყო. ეს ორსაათიანი ქართულ-ფრანგული ფილმი ნამდვილად არ არის ახალი სიტყვა ქართულ კინემატორაფიაში, თუმცა ფესტივალი მხოლოდ ახლა დაიწყო და მაყურებელთა სასიამოვნოდ გასაკვირვებლად რეჟისორებს (განსაკუთრებით ქართველებს) კიდევ ექვსი დღე აქვთ.

ექვსი დღე აქვს მაყურებელს იმისათვის, რომ ფოტოგამოფენა დაათვალიეროს. კინოფესტივალის ქრონიკები და ფოტოგრაფ გია გოგიტაშვილის მიერ სხვადასხვა დროს ფესტივალის ფარგლებში გადაღებული ფოტოები ამირანშია წარმოდგენილი.

ფოტოგრაფი უკვე 5 წელია ფესტივალს იღებს. შეიძლება ითქვას, რომ ამირანის ფოიეში ფესტივალის ბოლო წლების ისტორიაა გამოფენილი. 


მასალების გადაბეჭდვის წესი