ნეტგაზეთი | „სოციალური ქსელი“ ოსკარის მოლოდინში „სოციალური ქსელი“ ოსკარის მოლოდინში – Netgazeti
RU | GE  

„სოციალური ქსელი“ ოსკარის მოლოდინში



ფილმს, რომლის ოფიციალური თრაილერი youtube-ზე 3.5 მილიონმა ადამიანმა ნახა, ოსკარს უწინასწარმეტყველებენ.

საინფორმაციო სააგენტო როიტერის ინფორმაციით, აშშ–ს კინოკრიტიკოსთა საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ ფილმი „სოციალური ქსელი“, რომელიც Facebook–ის შექმნის ისტორიას ეხება, 2010 წლის საუკეთესო ფილმია. კინოკრიტიკოსთა აზრით, ფილმს  „ოსკარის“ მოსაპოვებლად ყველა შანსი აქვს.

როიტერის  ინფორმაციითვე, აშშ–ს კონოკრიტიკოსებმა წლის საუკუთესო რეჟისორად სწორედ სოციალური ქსელის შემქმნელი დევიდ ფინჩერი აღიარეს. საუკეთესო მსახიობად კი, Facebook–ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის როლის შემსრულებელი.  

„სოციალური ქსელის“ მიერ ოსკარის მიღების იმედი კონოსტუდია Columbia Pictures–მაც გამოთქვა.  

 

 

ამავე თემაზე http://netgazeti.ge/GE/26/culture/2414

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge