ხელოვნება

ღვინის და ლიტერატურის მოციქული

31 დეკემბერი, 2010 • • 1681
ღვინის  და ლიტერატურის მოციქული

,,გოგონას მუქი ლურჯი კაბა აცვია. უფრო გამაღლებული და გამხდარი ჩანს…კინიარი ამ მოკლე აღწერას ასე ამთავრებს: “მის ჩამომდნარ სახეზე მხოლოდ თვალები ცხოვრობდნენ”(ციტატა  ეკუთვნის  მ. ხარბედიას ). –ეს  სცენა მალხაზ ხარბედიამ   ცოტა  ხნის წინათ წიგნში  მონიშნა.  წიგნის  ავტორი  პასკალ კინიარია, რომანში “ამერიკული ოკუპაცია”  თვითმკვლელი  გოგონას  შეხვედრა თავის  ყოფილ შეყვარებულთან მისთვის ყველაზე  საინტერესო  აღმოჩნდა.

ორი ძირითადი სფერო, სადაც მალხაზ ხარბედიას უწევს მუშაობა,  ლიტერატურა და  ღვინოა.

ჩაბარებას  ისტორიულზე  აპირებდა. ბოლო კლასებში  ძველი აღმოსავლეთის  ისტორიამ ძალიან გაიტაცა, მაგრამ …

დაბრუნება 1

ყოველთვის   უყვარდა ლიტერატურა.  როცა არჩევანის  გაკეთების  დრო მოვიდა, ფილოლოგიურზე ჩააბარა:

,,ლიტერატურა ყოველთვის მიყვარდა, ბავშვობაში ვხატავდი კიდეც, მაგრამ ბოლო კლასებში ძალიან გამიტაცა ძველი აღმოსავლეთის ისტორიამშუმერი, აქადი და .. ჩაბარებასაც ისტორიულზე ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს მაინც ფილოლოგიურზე ჩაბარება ვარჩიე, კლასიკურ ფილოლოგიურზე, ანუ ლიტერატურის საწყისებს დავუბრუნდი.’’

დაბრუნება 2

სტუდენტობისას   არც თუ ისე  ბეჯითად სწავლობდა  ძველ  ბერძნულსა და  ლათინურს.  მასე მერე, რაც უნივერსიტეტიდან გამოაგდეს,  სწავლაზე ხელი ჩაიქნია. 

საყვარელი ენისა და  ლიტერატურის სიყვარული რომ არა, სწავლას  არც  დაუბრუნდებოდა.

მალხაზ ხარბედიამ უნივერსიტეტი კლასიკური  ფილოლოგიის  განხრით დაამთავრა.

ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა და  15 წელიწადი იმას  აკეთებს, რაც  სიამოვნებს.  ჯერ არ მობეზრებია. 

,,მე არასდროს მიმუშავია სამსახურში, სადაც ყოველ დილას გარკვეულ დროს მისვლა მომიწევდა. სწორედ ამიტომ, შაბათკვირა, როგორც დასვენების დღე, ჩემთვის არ არსებობს, არასდროს ამიღია პრემია, მე–13 ხელფასი და .. არ მიწევს ახსნაგანმარტებების წერა, არავინ მიბარებს კაბინეტში, არ მიწევს ანგარიშების წერა.’’

მიუხედავად  თავისუფალი გრაფიკისა,  საკუთარი თავისთვის  დრო მაინც არ რჩება. 

მის ცხოვრებაში დიდი ადგილი ღვინომ და ლიტერატურამ დაიკავა. ლიტერატურით დაღლილი  ღვინოში ისვენებს და – პირიქით.

რამდენიმე წელია, რაც  ჟურნალის ,,მარანი’’ რედაქტორია.  შარშან კი, მეგობრებთან ერთად,  ღვინის  კლუბი დააფუძნა. ქვევრში ახლაც   უდგას კახურად დაყენებული ღვინო,  გაზაფხულისთვის  დასაზოგად გამზადებული.

,,ღვინო ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, რაც კი ადამიანს შეუქმნია, ეს ტრადიციაც არის და მომავალიც. ღვინით წარსულსაც ეხები და მუდამ რაღაც გაბედულებასაც მოითხოვს შენგან. ღვინო ყველაზე მოუხელთებელი რამაა, იგი სულ მუდამ ვითარდება, არასდროს არაა ერთნაირი.’’

როგორც თავად ამბობს, ,,მრავალფეროვნებით ტკბობას’’ ხელიდან არ გაუშვებს, ბოლო წლებში  ,,ღვინის  მოციქულად’’ იქცა და  ცდილობს,  სხვებსაც შეაყვაროს იგი. მსოფლიოში და საქართველოში არსებულ ყურძნის  ჯიშების შესახებ ბევრი იცის. კარგად დაყენებული  ყველა  ღვინო  უყვარს, მაგრამ  თვლის, რომ  ,,საფერავი საერთოდ  ღვინოების  მეფეა.’’

მისთვის ლიტერატურა და  ღვინო მეხსიერებასთან, მოგონებეთან არის  დაკავშირებული.

,,კარგმა ღვინომ ისევე შეიძლება შეცვალოს ადამიანი, როგორც კარგმა წიგნმა. თან ღვინოში მეტი სევდაა. იგი წარმავალია. ღვინო გარკვეული წლების შემდეგ აღწევს პიკს და შემდეგ შეიძლება მოკვდეს კიდეც. რაც მთავარია, ღვინო ილევა. მის შემდეგ მხოლოდ გემო რჩება, ან მოგონება ამ გემოს შესახებ. ზოგი ისეთი გემოა, მერე მთელი ცხოვრება მის ძიებაში ატარებ.’’

ბავშვობაში, ბაბუასთან ერთად  საწნახელში დაწურული ღვინის გემოს  გახსენება ძალიან უნდა. 

,,მძიმე, როგორც ყველას’’ – ასეთი ბავშვობა  ჰქონდა მალხაზ  ხარბედიას, მაგრამ ახლა,   ეს  წლები ,, როგორც  სამოთხე ‘’ ისე  ახსენდება.

ბავშვობის მოგონებებზე საუბარი არ  უყვარს, მხოლოდ იმას  იხსენებს,  როგორ  დარბოდა  კიბეებზე, როცა პირველად საბავშვო  ბაღში   გოგონა  შეუყვარდა. 

არ ახსოვს, რა წაიკითხა პირველად,  თუმცა  ყველა გმირში  საკუთარ თავს  გულისხმობდა. 

 ,, პერსონაჟები მალე მავიწყდებიან. მე ეპიზოდები უფრო მიყვარს, მაგალითად, დოსტოევსკის ეშმაკნიში, მონაკვეთი შატოვის ცოლის ჩამოსვლიდან შატოვის მკვლელობამდე. ფოლკნერთანაა ძალიან ბევრი ასეთი მონაკვეთი, სუნთქვის შემკვრელი, ჯოზეფ კონრადის ლორდ ჯიმში, ალფრედ დიობლინის ბერლინალექსანდერპლაცში, იოზეფ როდის რადეცკის მარშში. აღარ გავაგრძელებ, ძალიან ბევრია, ძალიან…’’

ღვინისა და  ლიტერატურის მოციქულს  ძილის წინ განსაკუთრებული რიტუალი აქვს: თითქმის  ვერასდროს იძინებს დაწოლისთანავე, ამისთვის  დიდი  დრო ჭირდება.

შვიდი წელია, რაც ცოლი  ჰყავს.  შვილიც,  სამწლისახევრის  ლაშა.

მალხაზ  ხარბედია  რადიო  თავისუფლების   რუბრიკის, ბიბლიოთეკის,  ავტორი და წამყვანია, ჟურნალ ცხელი შოკოლადის  ლიტერატურული  დამატებისა  რედაქტორია და კიდევ , ღვინის  კლუბის  პრეზიდენტია. 

ჟურნალ– გაზეთებს არ კითხულობს. მაგრამ  თუკი მოუწია, თვალიერებას ბოლოდან იწყებს,  როგორც დედა.   

სწორედ ამიტომ, შესაძლოა ეს სიტყვები პირველი იყოს, რასაც მალხაზ ხარბედია თავად წაიკითხავს საკუთარი თავის შესახებ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი