ხელოვნება

პლასიდო დომინგოს ფასი ბათუმში

18 ნოემბერი, 2010 • 1796
პლასიდო დომინგოს ფასი ბათუმში

25 ნოემბერს ბათუმში, პიაცას მოედანზე, პლასიდო დომინდო იმღერებს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით, კონერტი ბათუმში ტურისტული სეზონის გახანგძლივების მიზნით იმართება.

პლასიდო დომინგო პიაცას მოედანზე 14 სიმღერას შეასრულებს. პიაცას მოედანზე დაგეგმილი კონცერტის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მმართველი, დათო საყვარელიძე ამბობს, რომ პლასიდო დომინგო ერთ ქართულ სიმღერასაც შეასრულებს.

ბილეთის მინიმალური ფასი მსოფლიო ტენორისა და ოპერის ქართველი ვარსკვლავების კონცერტზე 250 ლარია.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ვაჟა დიასამიძე ამბობს, რომ კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი საგანგებო ტურისტულ პაკეტში შედის, რომელიცთბილისში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში იყიდება. პაკეტის მთლიან ღირებულებაში შედის ფასდაკლება სასტუმროებში: “შერატონი“, “ინტურისტი“, “სანაპირო“, “მარინა“, “ერაპალასი“, “ჩაო“, “ისტამბული“, “ნეპტუნიდაკამეო“, ასევე 15– პროცენტიანი ფასდაკლება რესტორნებში, კლუბებში უფასოდ შესვლა და უფასო ტური ბათუმში. “ბილეთი, როგორც ასეთი, არ არსებობს, არის ტურისტული პაკეტი, რომლის ღირებულება სასტუმროზეა დამოკიდებული. ნულოვანი ტურისტული პაკეტი კი 250 ლარი ღირს”. – აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში.

ბათუმში ბილეთის შეძენა ბულვარის შესასვლელთან მდებარე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრშია შესაძლებელი, თბილისში კი რუსთაველის გამზირზე მდებარე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრსა და ტურისტულ სააგენტოებში.

კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით, პლასიდო დომინგოს ჰონორარი 40 ათას ევროს შეადგენს. დათო საყვარელიძე ამბობს, რომ ქართველი ვარსკვლავები: ლადო ათანელი, პაატა ბურჭულაძე, ეთერ ლამორისიჭყონია, ნინო მაჩაიძე და ნინო სურგულაძე პიაცას მოედანზე ჰონორარის გარეშე იმღერებენ.

კონცერტის სპონსორი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასოკარია”. რა თანხა დაიხარჯება პლასიგო დომინგოსა და ოპერის ქართველი ვარსკვლავების კონცერტში, “სოკარშიარ აკონკრეტებენ. კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით, აჭარის მთავრობა, ქალაქის მერია და ტურიზმის დეპარტამენტი მხოლოდ კონცერტის საორგანიზაციო საკითხებში არიან ჩართულნი.

ორსაათიან საკონცერტო პროგრამას პიაცას მოედანზე ორი ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრება. პლასიდო დომინგო მხოლოდ ერთ ნაციონალურ არხს მისცემს ინტერვიუს, 69 წლის ვარსკვლავს ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ სურს, რაც კონტრაქტშიცაა აღნიშნული. “მისი დათანხმება ძალიან რთული იყო. რამდენადაც ვიცი, ერთხელ შეხვდა პრეზიდენტს, გარდა ამისა, იცნობს ქართველ მომღერლებს და თვითონაც ღელავს – “იქ სადაც ჩემი მეგობარი ქართველი მომღერლები მღერიან, ესე იგი მაღალი დონის მუსიკას უსმენენო და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ კონცერტს.”

პლასიდო დომინგო ბათუმში კონცერტის წინა დღეს, 24 ნოემბერს, ჩამოვა და სასტუმროშერატონშიიცხოვრებს. წინაწარი ინფორმაციით, მსოფლიო ტენორი კონცერტის შემდეგ, იმავე დღეს, დატოვებს ბათუმს.

აფიშა
აფიშა

მასალების გადაბეჭდვის წესი