ხელოვნება

წეროს დაბრუნება

6 ნოემბერი, 2010 • • 1835
წეროს დაბრუნება

“ვინ თქვა, წეროები შემოდგომაზე თბილი ქვეყნებში მიფრინავენო?შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა,რომ ერთი წერო აუცილებლად აქ გამოიზამთრებს”.
                             კომენტარი ფორუმიდან ლიტერატურა.გე

 

 

წელს წერო მარიამ ბექაურთან გამოიზამთრებს. ლიტერატურული კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს კონკურსის მთავარი ჯილდო – ვერცხლის წერო და ფულადი პრემია 2000 ლარი, დუმბაძის სახელობის თეატრში, გუშინ გადასცეს.
ლიტერატურული კონკურსი წერო, წელიწადში ორჯეს იმართება. პორტალი ლიტერატურა.გე კონკურსის ინიციატორია. ის ყოველი წლის შემოდგომაზე საუკეთესო მოთხრობას, გაზაფხულზე კი საუკეთესო პოეტურ ნაწარმოებს აჯილდოვებს.

წეროს ფინალისტებს ჟიური ავლენს,ხოლო შერჩეული ნაწარმოებიდან საუკეთესოს გამოვლენა უკვე მკითხველზეა მინდობილი.

საიტზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალება აქვს ნაწარმოებები შეაფასოს.ასე გამოვლინდა 2010 წლის შემოდგომის წეროს გამარჯვებული.

ლიტერატურულ კონკურსში 104 ავტორმა მიიღო მონაწილეობა.მათგან ჟიურის გადაწყვეტილებით 12 ნაწარმოები ფინალში გავიდა. თუმცა მალევე ერთი კონკურსანტი გამოეთიშა წეროს,კონკურსის წესების დარღვევისთვის.
აღმოჩნდა,რომ მისი ნაწარმოები გამოქვეყნებული იყო,რაც წეროს წესების მიხედვით,აკრძალულია.
გამოუქვეყნებელ 11 მოთხობას კი სამი კვირის მანძილზე აფასებდა მკითხველი.შედეგად მარიამ ბექაურის “ბავშვრობა როგორც სინამდვილეშია” პირველ ადგილზე გავიდა, ალეკო ცქიტიშვილის”მთაზე ასვლა” მეორე ადგილზე გავიდა. სამეულში მოხვდა თეა თოფურიას “dissapearence”.
ლიტერატურული კონკურსი ერთწლიანი პაუზის შემდეგ,წელს ისევ კომპანია “ჯი-პი-სის” მხარდაჭერით გაიმართა.
საუკეთესო სამეულის გარდა,სხვა ავტორები და აქტიური მკითხველებიც დაჯილდოვდნენ.
ჟიურის წევრები მხოლოდ მამაკაცები იყვნენ: დავით ქართველიშვილი, შოთა იათაშვილი,ბაჩო კვირტია,გურამ მეგრელიშვილი,ირაკლი ჯავახაძე,ალეკო ჯახუას და შადიმან შამანიძე.
მათი რჩეული მოთხრობა “იობის წიგნი”, წიგნებით დაჯილდოვდა.
50 ლარიანი ვაუჩერით წიგნის მაღაზია “ლიბრაში” დაჯილდოვდა წეროს საუკეთესო და ყველაზე აქტიური მკითხველი.
რაც შეეხება იმ ავტორებს,რომლებიც ვერ მოხვდნენ სამეულში,მოხვდებიან წეროს კრებულში,რომელშიც 11-ვე მოთხრობა დაიბეჭდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი