კინოხელოვნება

ბოლივუდმა შესაძლოა საქართველოში ფილმი გადაიღოს

3 ნოემბერი, 2010 • • 1160
ბოლივუდმა შესაძლოა საქართველოში ფილმი გადაიღოს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მთვარობის სხდომაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფილმის გადაღება ბოლივუდს საქართველომ შესთავაზა. ინდოეთში სამთავრობო ვიზიტის დროს მთავრობის დელეგაციის მცირე წარმომადგენლობა ბოლივუდის ერთ-ერთ ვარსკვლავს ამირ ხანს სახლში ესტუმრა, სადაც მოლაპარაკება გაიმართა.

ქობალიას თქმით, მათი დაინტერესება დიდია.

,,ბოლო წლების განმავლობაში ბოლივუდში ძალიან პოპულარულია, თავიანთი ფილმები ქვეყნის გარეთ გადაიღონ. ჩვენ დავუკავშირდით ბოლივუდის ყველაზე დიდ პროდიუსერულ კომპანიებს და შევთავაზეთ, საქართველოში გადაიღონ ფილმი’’, – ამბობს ქობალია.

ქობალიას განცხადებით, ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია, რომლმაც ოსკაროსანი ფილმი ,,ამერიკელი გარეუბნიდან’’ გადაიღო, დეკემბერის ბოლოს საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, რათა შეისწავლოს საქართველოს ტერიტორია, ასევე, რა პირობებია საქართველოში ფილმის გადასაღებად.

მინისტრის განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას საქართველოში. ქობალია ამბობს, რომ როდესაც ბოლივუდმა ფილმი შვეიცარიაში გადაიღო, ინდოეთში ამ ქვეყნის მიმართ ტურისტული დაინტერესება გაიზარდა.

,,თუ ერთი პროდიუსერული კომპანია მაინც ჩამოვა, რომ აქ ფილმი გადაიღოს, მას მოყვება 1000 კაცამდე ჯგუფი, რომლებიც აქ თვეების გნმავლობაში იქნებიან. ეს ნიშნავს, რომ ამ ფილმის გადაღების დროს ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება
 და ასევე ეს შექმნის ძალიან დიდ ინტერესს საქართველოსადმი თავად ინდოეთის მოსახლეობაში’’, – განმარტავს ეკონომიკის მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი