ხელოვნება

”კინო და სოციალური ცვლილებები” თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე

25 ნოემბერი, 2015 • • 1639
”კინო და სოციალური ცვლილებები” თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე

,კინო და სოციალური ცვლილებები“ არის საერთაშორისო კინოპროექტი, რომელიც აერთიანებს დოკუმენტურ და სრულმეტრაჟიან ფილმებს დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური თემატიკის გარშემო. პროექტი ორგანიზებულია  Culture.pl-ის მიერ და მოიცავს არა მხოლოდ  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ ფილმებს, არამედ – დისკუსიებს, ლექციებს, დებატებს კითხვა-პასუხის რეჟიმში და მასტერკლასებს.

 

პროგრამის კურატორები არიან პოლონეთში ყველაზე მაღალტირაჟიანი ყოველდღიური გაზეთის მთავარი რედაქტორი, ,,სოლიდარობის მოძრაობის“ ლეგენდარული წევრი- ადამ მიხნიკი, რიჩარდ პენა- კოლუმბიის უნივერსიტეტის კინომცოდნეობის პროფესორი, ლინკოლნის ცენტრის ,,კინოსაზოგადოების“ პროგრამის ხელმძღვანელი და ნიუ იორკის კინოფესტივალის  დირექტორი 1988-2012 წლებში.

 

27-28 ნოემბერს ,,კინო და სოციალური ცვლილებების“ ახალ გამოშვებას გახსნის რიჩარდ პენას მასტერკლასები. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი პირველ დეკემბერს დაიწყება ,,კინო და სოციალური ცვლილებების“ პროგრამის ფილმის ჩვენებით, ასევე  გაიმართება ლექცია და დებატები ადამ მიხნიკთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროგრამას ოფიციალურად გახსნის კატაჟინა კოლენდა-ზალესკას  კინონამუშევარი ,,ისტორიის სასწაული“ (2014), რომელშიც დინამიკურად და ინფორმატიულადაა მიმოხილული პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების ისტორია და ამ გაერთიანების შედეგები.

 

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი 7 ფილმის ჩვენება, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან პოლონეთიდან, ისრაელიდან, ესპანეთიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან და საქართველოდან. შერჩეული ფილმები დღესდღეობით არსებულ  მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს შეეხება. 

 

ორგანიზატორები ამბობენ, რომ კინონამუშევრებში ვერ ნახავთ პასუხებს  წამოჭრილ საკითხებზე. მათი მთავარი მიზანია, ადამიანი პირისპირ აღმოჩნდეს პრობლემატური თემატიკის წინაშე, წარმოიშვას დისკუსია, რომელიც გასცდება აბსტრაქტულ პოლიტიკურ დებატებს და შეეხება აქტუალურ მოქალაქეობრივ ცხოვრებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით- ერაყის, ბოლივიის, საქართველოს, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების ჩათვლით. 

 

„კინო და სოციალური ცვლილებები“ ორგანიზებულია  Culture.pl-ის მიერ. ის წარმოადგენს პროგრამის ნაწილს, რომელიც მოიცავს განვითარებად კულტურულ თანამშრომლობასა და კულტურულ ურთიერთგაცვლას პოლონეთსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

 

Culture.pl არის წამყვანი ნიშა ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტისა:ეროვნულ-კულტურული ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია პოლონური კულტურის პოპულარიზაციაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კინო და სოციალური ცვლილებები
კინო და სოციალური ცვლილებები

მასალების გადაბეჭდვის წესი