ხელოვნება

26–29 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეები გაიმართება

17 ნოემბერი, 2015 • • 1372
26–29 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეები გაიმართება

17-დან 3 მოიცავს ქართველ ილუსტრატორთა და წიგნის დიზაინერთა გამოფენას. 14 ექსპოზიცია კი წარმოადგენს საერთაოშიროსო შემოქმედებითი გაერთიანებებისა და ცნობილ მხატვარ–ილუსტრატორთა ნამუშევრების წარდგინებას.

 

სხვადასხვა ილუსტრატორის გარდა, საგამოფენო პავილიონებში 4 დღის განმავლობაში მოზარდებს საგანგებო გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებით დახვდებიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის და გოეთეს ინსტიტუტის   თანამშრომლები. პროგრამა ითვალისწინებს როგორც ხატვის და ხელოვნების გასართობ გაკვეთილებს, ისე ინტერდისციპლინარულ აქტივობებს პატარებისთვის.

საგამომცემლო საქმიანობითა და წიგნის დიზაინის სფეროთი დაინტერესებული აუდიტორიისთვის კი გამოფენების გარდა ფესტივალის პროგრამაში, ორგანიზატორების ცნობით, საგანგებო ადგილი უკავია ლექცია–ვორქშოპების სერიას.

მთლიანობაში 2015 წლის „თბილისის წიგნის დღეები“ თბილისს გააცნობს წიგნის მსოფლიოს საუკეთესო ფესტივალების გამარჯვებულ დიზაინერ–ილუსტრატორებს, გამომცემლებს და აშშ–ისა და ევროპის უნივერსიტეტების წამყვან პროფესორებს.

 

ფესტივალი ხორციელდება  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, ასევე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორობით. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება.

თბილისის წიგნის დღეები
თბილისის წიგნის დღეები

მასალების გადაბეჭდვის წესი