ხელოვნება

არატრადიციული მასალებისგან შექმნილი ნამუშევრების გამოფენა

7 ოქტომბერი, 2010 • 1623
არატრადიციული მასალებისგან შექმნილი ნამუშევრების გამოფენა

დღეს გუდიაშვილის სკვერში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა არატრადიციული მასალებისგან შექმნილი ნამუშევრები გამოფინეს.

გამოფენა თბილისის საერთაშორისო ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალის – არტისტერიუმის – ფარგლებში მოეწყო. პროექტის იდეა  ბრიტანეთის საბჭოს ეკუთვნის.

ბრიტანეთის საბჭოს მოწვევით თბილისის სამხატვრო აკადემიაში ორკვირიანი უორკშოპით ბრიტანელი მხატვარი კლერ მიტენი ჩამოვიდა, რომელიც აკადემიის სტუდენტებს გამოუსადეგარი საკანცელარიო და არასაკანცელარიო ნივთებით ახალ ნივთების შექმნას ასწავლიდა.

როგორც ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების პროექტების მენეჯერი მაია გაბუნია ამბობს, ამ პროექტით ბრიტანეთის საბჭოს უნდოდა, რომ ახლგაზრდების ყურადღბა გაემახვილებინათ ეკოლოგიურ საკითხებზე:  ,,ჩვენ გვინდოდა, სტუდენტებს დავხმარებოდით იმის გააზრებაში, რომ გადასაყრელი, ნაგვად მიჩნეული ნივთბისგან შეიძლება ხელოვნების ნიმუშების შექმნა და მათთვის მნიშვნელობის მინიჭება. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ კლერ მიტენი’ ‘– ამბობს მაია გაბუნია.

თავად კლერ მიტენი კი, რომელიც ამ ნამუშვრების შექმნას ხელმძღვანელობდა, გამოფენას ვერ დაესწრო, რადგან უკვე ბრიტანეთში იმყოფება.

უორკშოპის დროს შექმნილმა ნივთებმა სამხატვრო აკადემიიდან გუდიაშვილის სკვერში გადაინაცვლა. ქაღალდის ,,გემი” ხესთან ააწყვეს. პოლიეთილენის ,,მედუზაც” იქვე ჩამოკიდეს. გამწოვის მილისგან გაკეთბული ,,კომპასი” ლამპიონის ბოძზე დაამაგრეს. იქვე ახლოს სკამზე ,,გემის კაპიტნის საყვარელი” იჯდა და 2 საათის განმავლობაში 4–5 ღერი სიგარეტი ,,მოწია”. ამ ნამუშევრის ავტორი ეთო დავითაშვილი ხუმრობით ამბობს, რომ გემის კაპიტანი სხვაგანაა წასული და მისი საყვარელი მოწყენილი ზის სკვერში და სიგარეტს აბოლებს, სანამ ვინმე გამოჩნდება.

სკვერის სხვადსხვა ნაწილში ,,ობობა”, ,,რადიო”, ,,დროის მანქანა” და სხვა ნივთები გამოფინეს. გაზეთით და ნაჭრებით შექმნილმა ,,რადიომ” გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და ერთადერთი ნივთია, რომელიც გაიყიდა, თუმცა, ამ ნამუშევრების გაყიდვას სტუდენტები არ გეგმავდნენ, ამ ნივთებს ისევ სამხატვრო აკადემიაში დააბრუნებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი