ხელოვნება

თბილისში ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი გაიხსნა

18 ოქტომბერი, 2015 • • 3667
თბილისში ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი გაიხსნა

და-ძმა უორდროპების ძეგლის შესაქმნელად თბილისის მერიამ კონკურსი გამოცხადა, რომელშიც მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიამ გაიმარჯვა. ძეგლი ბრინჯაოსგანაა დამზადებული და სკვერში მოსეირნე ოლივერ და მარჯორი უორდროპების იმიტაციას წარმოადგენს.

 

ძეგლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმ ამიიღეს.


როგორც თბილისის მერმა განაცხადა, შარშან, “თბილისობა 2014”-ის ფარგლებში სკვერის გახსნისას  პირობა დადო, რომ აუცილებლად გახსნიდა ოლივერ უორდროპის ძეგლს.


“საუკუნეზე მეტი გავიდა და დღესაც მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე ფასდაუდებელია. დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ კულტურულ, სოციალურ, პოლიტიკურ და სხვადასხვა სახის ურთიერთობებს დღესაც მისი დიდი გავლენა გასდევს. საქართველოს სახელის საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრება დღესაც უორდროპის სახელს უკავშირდება,” – განაცხადა ნარმანიამ.

 

თბილისში ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი გაიხსნა
თბილისში ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი გაიხსნა


ოლივერ უორდროპი ინგლისელი დიპლომატი, მოგზაური და მთარგმნელი იყო. საქართველოში პირველად 1887 წელს ჩამოვიდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი მან დაწერა წიგნი “საქართველოს სამეფო.” 1919 წელს ის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი უცხოელი ელჩი გახდა. უორდროპი სისტემატურად გზავნიდა პატაკებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით და სწორედ მან ახარა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო აღიარების შესახებ.


მარჯორი უორდროპი, ოლივერის და, ასევე სტუმრობდა საქართველოს. მან ინგლისურ ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”, ილია ჭავჭავაძის “განდეგილი” და “ქართული ხალხური ზღაპრები”.


უოლდროპების ძალისხმევით შეიქმნა ევროპაში ყველაზე მდიდარი ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი