ხელოვნება

„ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს“ – პრემიერა თოჯინების თეატრში

15 ოქტომბერი, 2015 • • 1399
„ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს“ – პრემიერა თოჯინების თეატრში

თოჯინების თეატრის პირველი სპექტაკლი უფროსი თაობის მაყურებლისთვის!

„ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს“ – ეს გახლავთ რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული სპექტაკლი –  სოციალურ თემაზე შექმნილი, რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული წარმოდგენა, ვერბატიმი, სადაც მსახიობების გვერდით ამეტყველებული თოჯინებიც ამ ისტორიათა მთხრობელებად გვევლინებიან. ემიგრანტთა მძიმე ყოფა საზღვარგარეთ, ბულინგის პრობლემა ბავშვებსა და მოზარდებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების “სანახევრო არსებობა” საზოგადოებაში და ფემიციდი – ძალადობა, რომელიც მუდამ ჩვენთანაა და რომელზეც ძალიან ხშირად თვალს ვხუჭავთ – სწორედ ამ სოციალურ საკითხებსა და პრობლემებს მოიცავს ჩვენი პროექტი, რომლის მიზნობრივი აუდიტორიაც 16+ ასაკის მაყურებლით განისაზღვრა.

მთავარია,  ამ პრობლემებზე ვილაპარაკოთ – ვილაპარაკოთ ყველგან და ყოველთვის, ხმამაღლა და ყველანაირი გამომსახველობითი საშუალებით, ვამხილოთ საკუთარი თავები და გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, ფართოდ გავახილოთ დახუჭული თვალები! 
ახლა არსებულ პრობლემებზე თოჯინები ლაპარაკობენ! თქვენ კი მობრძანდით, კომფორტულად მოკალათდით და მოუსმინეთ რეალურ ისტორიებს, რომელნიც, რიგი მიზეზების გამო, აუცილებლად შეგიქმნიან დისკომფორტს. 
დიახ, ახლაა ლაპარაკისა და მოსმენის დრო – სწორედ ახლა, ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს…

პიესა, სცენოგრაფია, რეჟისურა – გურამ მაცხონაშვილის

თარიღი:  შაბათი, 17 ოქტომბერი  – 20;00სთ;

                   კვირა, 18 ოქტომბერი – 20:00სთ;

მისამართი: კუს ტბის ქ.#2 მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი „მუზა“.

ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს
ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს

მასალების გადაბეჭდვის წესი