ნეტგაზეთი | “არტისტერიუმი 3” სამხატვრო აკადემიაში “არტისტერიუმი 3” სამხატვრო აკადემიაში – Netgazeti
Batumelebi | RU

“არტისტერიუმი 3” სამხატვრო აკადემიაში

დღეს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის – “არტისტერიუმ 3”-ის ფარგლებში, გაიხსნა კიდევ ერთი გამოფენა  – “ისტორია ფერწერასა და ობიექტებში”. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრების – ამირ კაკაბაძის, გია ბუღაძის, მიშა გოგრიჭიანის, გია გუგუშვილის, თამაზ ვარვარიძის, დავით ალექსიძის, გიორგი ოქროპირიძის, მარიკა ასათიანის, კონსტანტინე მინდაძის, ვახო მუსხელიშვილის, კონსტანტინე სულაბერიძის, თინა რატიანის, მამუკა სამხარაძის, სოფო ტაბატაძის, ოლეგ ტიმჩენკოს, ლევან ჭოღოშვილის, მამუკა ცეცხლაძის, მიშა შენგელიას, მამუკა ჯაფარიძისა და თემურ ჯავახიშვილის ნამუშევრები. 
თითოეული კომპოზიცია თავისი დროის თანამედროვეობას გამოხატავს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ისტორიის სხვადასხვა ინტერპრეტაცია სხვადასხვა ფორმატში. არის არა მარტო ფერწერა, არამედ ვიდეო, ფოტო, მედია და ა.შ. 
გამოფენა გაგრძელდება 10 ოქტომბრამდე. პარალელურად, “არტისტერიუმ 3-ის” ფარგლებში, გამოფენები სხვა გალერეებშიც გრძელდება. 

დღეს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის – “არტისტერიუმ 3”-ის ფარგლებში, გაიხსნა კიდევ ერთი გამოფენა  – “ისტორია ფერწერასა და ობიექტებში”. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრების – ამირ კაკაბაძის, გია ბუღაძის, მიშა გოგრიჭიანის, გია გუგუშვილის, თამაზ ვარვარიძის, დავით ალექსიძის, გიორგი ოქროპირიძის, მარიკა ასათიანის, კონსტანტინე მინდაძის, ვახო მუსხელიშვილის, კონსტანტინე სულაბერიძის, თინა რატიანის, მამუკა სამხარაძის, სოფო ტაბატაძის, ოლეგ ტიმჩენკოს, ლევან ჭოღოშვილის, მამუკა ცეცხლაძის, მიშა შენგელიას, მამუკა ჯაფარიძისა და თემურ ჯავახიშვილის ნამუშევრები. თითოეული კომპოზიცია თავისი დროის თანამედროვეობას გამოხატავს.ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ისტორიის სხვადასხვა ინტერპრეტაცია სხვადასხვა ფორმატში. არის არა მარტო ფერწერა, არამედ ვიდეო, ფოტო, მედია და ა.შ. გამოფენა გაგრძელდება 10 ოქტომბრამდე. პარალელურად, “არტისტერიუმ 3-ის” ფარგლებში, გამოფენები სხვა გალერეებშიც გრძელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანა გაბელაია