ხელოვნება

გერმანულ-ქართული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს

14 სექტემბერი, 2010 • 1899
გერმანულ-ქართული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს

1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ომის დაწყებისთანავე რუსეთის მოწინააღმდეგე გერმანიასა და მისი მოკავშირეების მხარეს ქართველ ემიგრანტთა პატარა ჯგუფმა დაიწყო ბრძოლა. ”ამ ჯგუფის თითქმის ოთხწლიანი დაუღალავი მუშაობის შედეგი იყო ნაწილობრივ მაინც, გერმანიის დაინტერესება საქართველოთი და მისი განსაკუთრებული როლი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში” – ნათქვამია ლაშა ბაქრაძის წიგნის ” გერმანულ-ქართული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს” ანოტაციაში.

წიგნი, რომელიც ახლახანს გამოიცა, პოლიტიკურ ემიგრანტთა ამ გაერთიანებას – ”ქართული ეროვნული კომიტეტის” ისტორიას ასახავს.

წიგნის პრეზენტაცია დღეს, 18.00 საათზე, გაიმართება ლიტერატურის მუზეუმში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი