კინოხელოვნება

მილიონობით მაყურებელი ჩეხურ კინოთეატრებში

16 აგვისტო, 2010 • • 1394
მილიონობით მაყურებელი ჩეხურ კინოთეატრებში

2009 წელი ჩეხური კინოსთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. კინოთეატრების სალაროს შემოსავალმა 50.4 მილიონი ევრო შეადგინა. წლის განმავლობაში კინოში ფილმი 12.4 მილიონმა ადამიანმა ნახა. ბილეთის საშუალო ფასი ჩეხეთში 4.1 ევროა.

გლობალური ეკონიმიკური კრიზისის შედეგად პროდიუსერები და დისტრიბუტორები ელოდნენ, რომ ჩეხი მოქალაქეები კინოში წასასვლელ ფულს დაზოგავდნენ, მაგრამ რეალური ვითარება სხვაგვარი აღმოჩნდა.  

2009 წელს ჩეხი მაყურებელი არამხოლოდ ჰოლივუდის 3D ჰიტების, არამედ ეროვნულ პროდუქციის ნახვაში გააქტიურდა. ჩეხური ფილმებიდან განსაკუთრებით პოპულარული მარი პოლენდაკოვას ფილმი „ღმერთივით კოცნი“ იყო, რომელმაც გასულ წელს კინოში მილიონზი მაყურებელი მიიზიდა. ნახვების ტოპ ათეულში სულ ოთხი ჩეხური ფილმია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მაყურებელი ადგილობრივი წარმოების ფილმების მიმართ დაინტერესებას იჩენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი