ხელოვნება

არდიfest 2010 – მეორე დღის პროგრამა

24 მაისი, 2010 • • 1674
არდიfest 2010 – მეორე დღის პროგრამა

24 მაისს ფესტივალზე სამ სპექტაკლს გაითამაშებენ:

ფირფიტების მაღაზია

პიესის ავტორი: მადი ბერიაშვილი
მხატვარი: მაია ბეროშვილი
მსახიობები: მარიამ ჯოლოგუა, მამუკა მუმლაძე

სინოფსისი: ჯენის ჯოპლინის სიკვდილით დაწყებული ორი ადამიანის ბრძოლა პიროვნული ჭეშმარიტების ძიებისათვის. ლიზი მაღაზიის გამყიდველი გოგონაა, სტივი კი – კაცი, რომელმაც საკუთარი თავი მუსიკაში აღმოაჩინა.

ფიქრობ, გვცემენ?  – მატეი ვიშნეკისა და ჯიმ ჯარმუშის მოტივებზე

რეჟისორი: გოგა მაისურაძე
კომპოზიტორი: ოთარ ნასრაშვილი
მსახიობები: ბექა სონღულაშვილი, კახა გეჯაძე, ირაკლი ხრიკაძე

სინოფსისი: ციხის საკანში სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი აღმოჩნდება. მათ არ იციან, რა დააშავეს და რისთვის ისჯებიან. სამივეს ერთი შიში აქვს: გამუდმებით იმეორებენ კითხვას – ფიქრობ, გვცემენ? როგორი იქნება გამოსავალი ამ სიტუაციიდან?

ჩემი მეზობელიშიში

რეჟისორები: ბუბა ბასიშვილი, მერაბ შალიკაშვილი
მხატვარი: ნუცა ჭყონია
კომპოზიტორი: ლევან აფშილავა
მსახიობები: ნინო შავგულიძე, გიორგი ქსოვრელი, ზურა იაშვილი

სინოფსისი: ორი დამოუკიდებელი, სრულფასოვანი ადამიანი ცხოვრობს თავის სამყაროში და ცდილობს, იპოვოს გამოსავალი ჩაკეტილი სივრციდან. მას შემდეგ, რაც შემთხვევით აღმოაჩენენ კარს, ქალი და მამაკაცი ხვდებიან და ერთმანეთი უყვარდებათ. ყველაფერი თითქოს კარგად მიდის მათ ცხოვრებაში, თუმცა კაცს, რომელიც მწერალია, შიში არ აღმოაჩნდება, რაც მათ იდილიას ხელს უშლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი