ნეტგაზეთი | თუმანიშვილის ფონდმა საუკეთესო პიესები გამოავლინა თუმანიშვილის ფონდმა საუკეთესო პიესები გამოავლინა – Netgazeti
RU | GE  

თუმანიშვილის ფონდმა საუკეთესო პიესები გამოავლინა

26 თებერვალს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდის კონკურსზე, „ახალი ქართული პიესა“ გამარჯვებულები გამოვლინდა. მესამე პრემია დაიმსახურა ოთარ ქათამაძემ პიესისთვის „აივანი“. მეორე პრემია არ გაიცა და მის ხარჯზე ორი პირველი პრემიის ლაურეატები გახდნენ თამარ ბართაია („სათამაშო პისტოლეტი“) და ირაკლი სამსონაძე („კლინიკური ქორწინება“).

თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მმართველმა, ზურაბ გეწაძემ დაჯილდოების ცერემონიისას განაცხადა, რომ კონკურსში გამარჯვებული პიესა ამ თეატრის სცენაზე დაიდგმება, რაც კიდევ ერთი სტიმული იქნება ეროვნული დრამატურგიის გამოსაცოცხლებლად.

თუმანიშვილის სახელობის ფონდის პრეზიდენტის და კონკურსის ორგანიზატორის, მანანა ანთაძის თქმით, ფონდი, ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, რამდენიმე საინტერესო პროექტს გეგმავს. მათ შორისაა თანამშრომლობა ლონდონის ცნობილ ექსპერიმენტულ თეატრთან Royal Court Theatre, რაც გულისხმობს ბრიტანელი ექსპერტების მოწვევას საქართველოში და მათ დაინტერესებას თანამედროვე ქართული დრამატურგიით, რამაც, შესაძლოა, ახალი პერსპექტივები გაუხსნას ეროვნულ დრამატურგიას.

კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება და მორიგეობით დაეთმობა ქართულ და ქართულად ნათარგმნ უცხოურ დრამატურგიას.

წლევანდელ კონკურსს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო პირველად აფინანსებდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო გაბუნია