ნეტგაზეთი | კინოთეატრ „ინტერნაციონალში“ შუქი ჩაქრა კინოთეატრ „ინტერნაციონალში“ შუქი ჩაქრა – Netgazeti
RU | GE  

კინოთეატრ „ინტერნაციონალში“ შუქი ჩაქრა

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალის კლუბის (BIAFF) მიერ დაგეგმილი მუსიკალური ფილმების ჩვენება ჩაიშალა. პროგრამის პირველი საღამო ბათუმის კინოთეატრ „ინტერნაციონალში“  ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია. ღონიძიების ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქენერგოს გადაწყვეტილება კინოთეატრის დავალიანებას უკავშირდება.

კლუბის თანამშრომლებმა საქენერგოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკება სცადეს, მაგრამ თხოვნა ელექტროენერგიის დროებით ჩართვასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. ასევე წარუმატებელად  დასრულდა ღონისძიების ორგანიზატორების მცდელობა პრობლემა აჭარის კულტურის მინისტრის დახმარებით გადაეჭრათ.

 

თუ კინოთეატრისთვის ელექტროენერგიის მიწოდება არ აღდგება და ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალის კლუბი ალტერნატიულ სივრცეს ვერ იპოვის, დაგეგმილი ღონისძიება საბოლოოდ ჩაიშლება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ძანძავა