ნეტგაზეთი | lib.ge –ს და კლუბ ROCK CLUB –ის ახალი ინიციატივა lib.ge –ს და კლუბ ROCK CLUB –ის ახალი ინიციატივა – Netgazeti
RU | GE  

lib.ge –ს და კლუბ ROCK CLUB –ის ახალი ინიციატივა

ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge  კლუბ ROCK CLUB–თან თანამშრომლობით კვირაში ერთხელ არტ–საღამოების გამართვას გეგმავს. ყოველ ხუთშაბათს პოეზიითა და ვიზუალური ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს ახალგაზრდა ქართველ შემოქმედებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ.

საღამოების გამართვის იდეა როკ–კლუბს ეკუთვნის, რომელმაც პროგრამების გამრავალფეროვნება გადაწყვიტა და წინადადებით ლიბ.გე–ს მიმართა. ფორმა და ფორმატიც სწორედ ამ უკანასკნელს ეკუთვნის. ლიტარატურული საღამოებისა და პერფორმანსების გარდა პროფესიული დისკუსიებიც მოეწყობა.
დასწრება ფასიანი იქნება და გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის 70 პროცენტი საღამოს ავტორებსა და ავტორთა ჯგუფებს გადაეცემათ. როგორც პროექტის ერთ–ერთი ავტორი და ლიბ.გე–ს დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე ამბობს, „ხუთი ლარის გადახდა ერთ კონკრეტულ საღამოში არც ისე ადვილია, მაგრამ ადრე თუ გვიან ლიტერატურას ფასი უნდა დაედოს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“. პროექტის განხორციელების ერთ–ერთი მოტვაცია სწორედ ახალგაზრდა ავტორების ფინანსური მხარდაჭერა იყო. ასევე მათი პოპულარიზაციის სურვილი. გიორგი კეკელიძე: „ეს არის პროქტი რომლის წარმატებაც დამოკიდებულია ურთიერთანამშროლობაზე“.
პროექტს სპონსორი არ ყავს. რეკლამას ნაწილობრივ ლიბ.გე უზრუნველყოფს, რომელსაც ყოველდღიურად სამი ათასი სტუმარი ყავს. როკ–კლუბი კი აფიშებზე ზრუნავს.

პროექტის ძირითადი მიზანი ლიეტარატურული და არა მარტო პროცესის გამოცოცხლობაა.
2010 წლის თებერვლის თვის აფიშა:
4 თებერვალი (თავისუფალი დასწრება) – პროექტის პრეზენტაცია

11 თებერვალი  – ნატო ინგოროყვას პოეზიის  საღამო

18 თებარვალი  – პაატა შამუგიას პოეზიის  საღამო

25 თებერვალი  – ნენე კვინიკაძე/თომა  ჩალაძე – პერფორმანსი

მისამართი რუსთაველის გამზირი # 28

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ძანძავა