ნეტგაზეთი | გია გოგატიშვილის ფოტოგამოფენა გია გოგატიშვილის ფოტოგამოფენა – Netgazeti
RU | GE  

გია გოგატიშვილის ფოტოგამოფენა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გია გოგატიშვილის ფოტოგამოფენა „ფარდის მიღმა“ გაიხსნა. ეს ავტორის მესამე პერსონალური გამოფენაა. ექსპოზიცია მოიცავს ფოტოებს თბილისის, პარიზისა და ბერლინის თეატრალური სცენებიდან. დამთვალიერებელი იხილავს ფოტოებს სპექტაკლებიდან: „ფაუსტი“ (რეჟ: ეიმუნტას ნეკროშიუსი), „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“ (რეჟ: რობერტ სტურუა), ჰეტეროფილი (რეჟ: კრისტინა ოზოუნიდისი)…   

გია გოგატიშვილი: „სერიაზე მუშაობა გამოწერილად არ დამიწყია. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ბავშვობიდან დავდივარ და ამ სერიასაც მას შემდეგ ვაკეთებ, რაც ფოტოგრაფიაში მუშაობა დავიწყე“. სერია დასრულებული არაა, ავტორი კვლავ განაგრძობს საოპერო, საბალეტო და დრამის  თეატრების სასცენო ცხოვრების გაშუქებას.  

ფოტოგრაფი სოციალურ თემებზეც მუშაობს. თანამშრომლობს სხვადასხვა ფესტივალთან (თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, თბილისის ჯაზფესტივალი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი). ამბობს, რომ კულტურული მოვლენების აღბეჭდვა მისი საყვარელი საქმეა.

26 იანვრიდან გამოფენა ალექსანდრე დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრში გადაინაცვლებს და 10 თებერვლამდე გასტანს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ძანძავა