ხელოვნება

ძველი წესები “ძველ ბათუმში”

31 იანვარი, 2009 • 2540
ძველი წესები “ძველ ბათუმში”

ბათუმის
ისტორიულ უბნებში კულტურული ძეგლების რესტავრაციაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი მუშაობს. როგორც ფონდის მთავარი არქიტექტორი, გიორგი გოგოლაშვილი ამბობს, სარეაბილიტაციო სამუშაოები მემედ აბაშიძის, ნოდარ დუმბაძის, ბარათაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე ჩატარდება. აგვისტომდე 22 ისტორიული სახლის რესტავრაციას აპირებენ, რაც, ძირითადად, ფასადურ სამუშაოებს მოიცავს. რამდენიმე შენობასთან შპს `კრეატივ იმპრეს კავკასუსმა~ ხარაჩოები უკვე დადგა და როგორც მუშები ამბობენ, სამუშაოებიც მიმდინარეობს. თუმცა, რომელი პროექტის ფარგლებში ახორციელებენ ტექნიკურ სამუშაოს, მათთვის ცნობილი არ არის.

 

როგორც
მერიის შესყიდვების სამსახურში ამბობენ, სახელმწიფო დაკვეთებზე ტენდერები უახლოეს დღეებში გამოცხადდება. `ჯერჯერობით ტენდერი მხოლოდ საკანალიზაციო ჭების შეკეთებაზეა გამოცხადებული, სხვა მასალები მე არ მაქვს~ _ ამბობს სამსახურის უფროსი, არმაზ ვარშალომიძე. `კრეატივ იმპრეს კავკასუსმა~ კი მუშაობა ტენდერის ოფიციალურად გამოცხადებამდე დაიწყო. შესაბამისად, უცნობია, რა მოცულობისა და ღირებულების სამუშაო დაუკვეთა სახელმწიფომ.

`თუ
ტენდერი კანონდარღვევით ჩატარდა, ამაზე საკრებულოს ექნება შესაბამისი რეაგირება~, _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე.

 

როგორც
მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, ძველი ბათუმისრეაბილიტაცია მხოლოდ შენობების აღდგენას არ გულისხმობს, იგეგმება ქუჩების, ტროტუარებისა და სკვერების კეთილმოწყობაც. თუმცა, კონკრეტული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება პროგრამაში გაწერილი არ არის. არ არსებობს კონკრეტული ქუჩების, ტროტუარებისა და სკვერების ჩამონათვალი, რომელიც რეაბილიტაციას ექვემდებარება.
`ეს იმაზე მეტყველებს, რომ არ დაუანგარიშებიათ
რა ეღირება პროექტის განხორციელება,
_ ამბობს საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი, ირაკლი ჩავლეიშვილი. _ ჩანს, რომ გადაწყვეტილება არა დაგეგმარებით, არამედ ერთი პირის შეხედულებით მიიღება. ეს კორუფციული გარიგებების ეჭვს ბადებს~. 

პროექტი
ზღვისპირა
პარკში ყოფილი საზაფხულო თეატრის აღდგენასაც ითვალისწინებს. კონკრეტული თანხა, თუ რა ღირს პროექტის განხორციელება, არც ამ შემთხვევაშია განსაზღვრული. `როგორც მერიის სხვადასხვა სამსახურებში მითხრეს, ამ 25 მილიონიდან თეატრის აგებასა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობაზე ხუთი მილიონი უნდა დაიხარჯოს, _ ამბობს მერიის პრესსამსახურის უფროსი, ირინა შერვაშიძე.

 

თეატრის
პროექტი არც საკრებულოში დევს და არც მერიაში. `როცა ტენდერი გამოცხადდება, მერე დაიდება პროექტი, _ გვითხრა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ღლონტმა.  


ისტორიული
უბნის შესწავლაზე `ძველი ბათუმის განვითარებისფონდი წელიწადნახევარია მუშაობს, თუმცა, საბოლოო მონაცემები ჯერ კიდევ არ აქვთ. ზოგადი სტატისტიკა, თუ რამდენი შენობა ექვემდებარება რესტავრაციას, არსებობს. თუმცა, გეგმაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, _  ამბობს ფონდის ხელმძღვანელი ზაზა ნაჭყებია. ფონდმა ძველი ბათუმის განვითარების ფარგლებში რამდენიმე ესკიზიც დაამუშავა, თუმცა მათი განხორციელება უახლოეს მომავალში შეუძლებელია.

ძველ
უბანში, ეგრეთ წოდებული ინვესტიციების პროგრამაც უნდა განხორციელებულიყო,
რომელიც გარკვეულ უბნებში კერძო კაპიტალის დაბანდებას გულისხმობს. პროგრამა შეჩერებულია. ბიზნესწრეები მიზეზად ინფრასტრუქტურის
არარსებობას
და პოლიტიკურ ფაქტორებს ასახელებენ. ერთი კონკრეტული ქუჩის დაგებაც კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მსოფლიო ეკონომიკური პროცესები, _ ამბობს სამშენებლო კომპანია არსის მენეჯერი გელა ვასაძე. მისი თქმით, სანამ მსოფლიო საფინანსო ბაზარზე სტაბილიზაციის ნიშნები არ გამოჩნდება, ახალ პროექტებზე ფიქრიც კი ზედმეტია. `ახალ ფორმატში მოგვიწევს ცხოვრება, _ ამბობს
იგი. მიმდინარე წელს აქ "არსი" მხოლოდ ერთ პროექტს _ "კინოს უბანს" განახორციელებს.
მშენებლობა
შარშან დაიწყო.

ბიზნესის
ახალი წესების ამოქმედებამდე კი, ძველ უბანში სახელმწიფოს ფული დაიხარჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი