ხელოვნება

თბილისის ფოტოფესტივალის #შეწუხებული მეორე დღე და გრძელი ღამე

27 სექტემბერი, 2015 • • 2301
თბილისის ფოტოფესტივალის #შეწუხებული მეორე დღე და გრძელი ღამე

სირიელი ლტოლვილები, სან სალვადორის ციხის პატიმრები და ძალადობის მსხვერპლი ქალი პაპუა ახალი გვინეადან – იმ რამდენიმე ფოტო-პლაკატის პერსონაჟები არიან, რომლებიც ბენჟამენმა ქართველ ფოტოგრაფებთან ერთად ქალაქის ქუჩებში, რამდენიმე ადგილას გააკრა.

იმისათვის, რომ ფოტო კედელზე მოხვდეს, უნდა ასახავდეს აქტუალურ პრობლემას, მაგრამ ერთი გამონაკლისით – არა იმ ქვეყნის პრობლემას, რომლის ქუჩებშიც ფოტო არალეგალურად, თუმცა რამდენიმე დღით მაინც ”იცოცხლებს”. ამიტომ ჩამოხეულ და ჩამოხსნილ ფოტოებს უკვე შეეჩვია.

პროექტის #Disturb ფოტო თბილისში. 26.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი
პროექტის #Disturb ფოტო თბილისში. 26.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი

#Disturb ანუ “შეაწუხე” თბილისის ფოტოფესტივალის სტუმარი ფრანგი ფოტოჟურნალისტების ერთობლივი პროექტია. ბენჟამენ ჟირეტი თავის 2 მეგობარ ფოტოგრაფთან, პიერ ტერჯმანსა და კაპუსინ გრანიე-დეფერთან ერთად უკვე რამდენიმე წელია პროექტს აქტიურად ახორციელებს. პირველი ფოტო პარიზის ქუჩებში გამოჩნდა და მას შემდეგ 7 ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ათობით ფოტოგრაფთან ერთად შეძლეს ფოტოების გამოტანა.

”ადრე, როდესაც ფოტოებს ვიღებდი, მიმქონდა რედაქციაში, მასში გასამრჯელოს მიხდიდნენ და იმ წუთიდან აღარ ვრცელდებოდა ჩემი საავტორო უფლებები ფოტოზე, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ფოტოჟურნალისტს შეუძლია საკუთარი ფოტოებით გაცილებით უფრო დიდი ყურადღება მიიპყროს და გამოიყენოს ისე, როგორც სურს,” – ამბობს ბენჟამენტ ჟირეტი.

ადამიანების ცნობიერების ასამაღლებლად, პრობლემების წინა პლანზე გამოსატანად და საზოგადოების განათლებისათვის, როგორც ამას თავად ბენჟამენი ამბობს, გადაწყვიტეს, რომ ფოტოები ქუჩებში გამოეტანათ.

პროექტის წევრებს სჯერათ, რომ ეს არის უფასო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ყველასათვის. მათი თქმით, ადამიანებს ყოველდღიურად ისეთი ასობით სარეკლამო პლაკატის ნახვა უხდებათ, რაც არაფერში სჭირდებათ. არსებობს გაცილებით საჭირო ინფორმაცია, თუმცა გადატვირთული საინფორმაციო ”მოძრაობის” პროცესში უყურადღებოდ რჩება და იკარგება. ადამიანებმა არ იციან, რა ხდება მათი ქუჩის მეორე მხარეს.

პროექტის #Disturb ფოტო თბილისში. 26.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი
პროექტის #Disturb ფოტო თბილისში. 26.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი

”ეს ჩვეულებრივი ფურცლებია, ისეთი, რომელსაც ნებისმიერი თქვენგანი იყენებს ოფისში და, როგორც ხედავთ, ფოტოები მხოლოდ შავ-თეთრია, იმიტომ, რომ ფერადი ბეჭვდა უფრო ძვირი ღირს. ვაკრავთ იმავე ხერხით, როგორც სახლში შპალერს. ვაკეთებთ ღამით, რომ უფრო ნაკლებ წინააღმდეგობას წავაწყდეთ,” – ამბობს ბენჟამენი.

ფოტოების ფართო სივრცეში გამოტანის მთავარი მიზანი საზოგადოების დაფიქრებაა. #Dysturb-ის წევრებს სურთ გააჩინონ ტრადიციული მედიის ალტერნატიული ვერსია, რომელიც ემოციურად უფრო მიმზიდველი და ”შიშველი” იქნება. ისინი ფოტოებს არ ამუშავებენ და მხოლოდ დოკუმენტურ მასალას იყენებენ.

“როდესაც გინდა, რომ შეაწუხო, ესე იგი გინდა, რომ გააჩინო დებატები, ამიტომ ყველა ფოტოს უკეთდება წარწერა, რომელიც  ზუსტ, გადამოწმებულ ინფორმაციას შეიცავს. მითითებულია, როგორც გადაღების ზუსტი დრო და ადგილი, ასევე ფოტოს ავტორის ვინაობა. ეს ერთგვარი მოკლე ნიუსია, თავისი ვიზუალური მასალით,” – აცხადებს ბენჟამენ ჟირეტი.

ბენჟამენის აზრით, თანამედროვე სამყაროში, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაიღოს ფოტო და გაავრცელოს სოციალური ქსელის დახმარებით, ფოტოჟურნალისტიკა გაცილებით უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და მცდარია წარმოდგენები მსგავსი ფოტოგრაფიის კრიზისთან დაკავშირებით.

პროექტის #Disturb ფოტო თბილისში. 26.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი
პროექტის #Disturb ფოტო თბილისში. 26.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი

”ფოტოჟურნალისტიკა არასდროს მოკვდება – ყოველთვის საჭიროა მაღალი ხარისხის სანდო ინფორმაცია და არა უბრალოდ ქუჩაში გადაღებული ფოტო, რომელსაც შემდეგ თითოეული მნახველი საკუთარ ინტერპრეტაციას მიანიჭებს. დღეს ფოტოჟურნალისტებს უფრო დიდი პოტენციალი და საშუალებები აქვთ განსავითარებლად. მათ მიერ გადამოწმებულ ინფორმაციას ყოველთვის უფრო მეტი ღირებულება ექნება. ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ მოქმედებებზე, როდესაც ამას ვერასოდეს მოსთხოვ სოციალური ქსელის ჩვეულებრივ მომხმარებელს, რომელიც ქუჩაში რაღაც ფაქტს შეესწრო,“- ამბობს ბენჟამენ ჟირეტი.

ბენჟამენ ჟირეტთან ერთად თბილისის ფოტოფესტივალის სტუმრებმა ის ქუჩები მოარეს, სადაც ფოტოები განთავსდა და შემდეგ შარდენის სკვერში ფოტოგრაფიის ღამის გახსნაზე გადაინაცვლეს.

ფოტოგრაფიის ღამე 2015

თბილისის ფოტოფესტივალის ორგანიზებით გამართული “ფოტოგრაფიის ღამე” უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. 7 ეკრანზე განლაგენული სხვადასხვა ფოტოსერიის დასათვალიერებლად შეკრებილ სტუმრებს თავდაპირველად ბენდმა JetBird უმასპინძლა შარდენის ბაღში.

ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, 111 ფოტოგრაფის ნამუშევრები 15 ქვეყნიდან და 28 სხვადასხვა ფესტივალის სააგენტოს, ორგანიზაციის, ჟურნალისა და ონლაინ პუბლიკაციიდან 7 სხვადასხვა წერტილში განლაგდა.

გახსნის ცერემონიის შემდეგ რუკებით ხელში ფოტომოყვარულები ძველი თბილისის ქუჩებს შეესივნენ. ლამპიონებზე დამონტაჟდა სპეციალური გზამკვლევი ისრები, რომლებიც სხვადასხვა ეკრანის გზას უჩვენებდნენ. მეგობრებთან ერთად მე-4 ეკრანის მოსაძებნად გავეშურე. პატარა იტალიურ ეზოში დამონტაჟებულ მონიტორზე ფოტოჟურნალისტიკის იდეით გაერთიანებული რამდენიმე ცნობილი გამოცემის ფოტოარქივების სლაიდშოუ უჩვენეს. მსგავსი ეკრანები დამონტაჟდა მეიდანზე, აბანოთუბანში, შარდენისა და გუდიაშვილის სკვერებში. თითოეული ეკრანი სხვადასხვა თემატიკის ფოტონამუშევრებს დაეთმო. ფოტოგრაფიის ღამე დამთვალიერებლის ნაკლებობას არ უჩიოდა, რადგან ეკრანების წინ ხალხის რაოდენობა თანდათან  იზრდებოდა.

ფოტოჩვენებები ღამის 12:00 საათამდე გაგარძელდა. თბილისის ფოტოფესტივალი 1 ოქტომბრამდე გასტანს. დაგეგმილია საჯარო ლექციები, შეხვედრები ცნობილ ფოტოგტაფერბთან და კიდევ რამდენიმე გამოფენა. 

ფოტოგრაფიის ღამე შარდენის სკვერში 26.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი
ფოტოგრაფიის ღამე შარდენის სკვერში 26.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი

ფოტოგრაფიის ღამე შარდენის სკვერში 26.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი
ფოტოგრაფიის ღამე შარდენის სკვერში 26.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი

ფოტოგრაფიის ღამე მეიდანზე. 26.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი

ჯგუფი JetBird თბილისის ფოტოფესტივალზე. 26.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი
ჯგუფი JetBird თბილისის ფოტოფესტივალზე. 26.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი

ფოტოგრაფიის ღამე შარდენის სკვერში 26.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი
ფოტოგრაფიის ღამე შარდენის სკვერში 26.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი