კინოხელოვნება

საქართველო ოსკარზე მახმალბაფის „პრეზიდენტს“ ან თუთბერიძის „მოირას” წარადგენს

11 სექტემბერი, 2015 • • 1686
საქართველო ოსკარზე მახმალბაფის „პრეზიდენტს“ ან თუთბერიძის „მოირას” წარადგენს

სპეციალურად შექმნილი კომისია არჩეულ ფილმს 12 სექტემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ 16 საათზე დაასახელებს. 

 

რამდენიმე კვირის წინ ეროვნულმა კინოცენტრმა დაიწყო განაცხადების მიღება კვალიფიციური ფილმების შესარჩევად. დადგენილი პირობების მიხედვით, შესარჩევ პროცესში მონაწილეობა მიიღო ორმა ფილმმა.

 

მოჰსენ მახმალბაფის „პრეზიდენტი“ არის დიქტატორის შესახებ, რომელიც კარგავს ძალაუფლებას, ხოლო მისი ქვეყანა რევოლუციონერების ხელში აღმოჩნდება.

 

ლევან თუთბერიძის „მოირა“ არის ძმების შესახებ, რომელთაც პატარა თევზსაჭერი გემი ჰყავთ და ბედისწერის ქალღმერთის, მოირას სახელი ჰქვია. მეთევზე ძმები საარსებო ფულის შოვნას აპირებენ, მაგრამ ბედისწერა მოულოდნელი და დაუნდობელია.

 

ფილმების ჩვენებები შედგება 12:00 და 14: 00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“. შედეგების შეჯამების  შემდეგ კი კომისია საქართველოდან ოსკარზე წარსადგენ კანდიდატ ფილმს გამოავლენს.

 

კომისიის წევრები არიან:

  1. ნანა ჯორჯაძე – რეჟისორი
  2. ზაზა ურუშაძე – რეჟისორი
  3. გიორგი ოვაშვილი – რეჟისორი
  4. ნანა ჯანელიძე – რეჟისორი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი
  5. ნატო მურვანიძე – მსახიობი
  6. ვაჟა გიგაშვილი – მწერალი, სცენარისტი
  7. ლელა ოჩიაური – კინომცოდნე
  8. კახა კანდელაკი – კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე
  9. ნოშრე ჩხაიძე – პროდიუსერი

ოსკარი
ოსკარი

მასალების გადაბეჭდვის წესი